LIFE

„მაგიური დეკემბერი: 5 რიტუალი, რომელიც 2026 წლის დადგომამდე უნდა შეასრულოთ, რათა იღბალი მოიზიდოთ“

„მაგიური დეკემბერი: 5 რიტუალი, რომელიც 2026 წლის დადგომამდე უნდა შეასრულოთ, რათა იღბალი მოიზიდოთ“

დეკემბერი არ არის მხოლოდ საცობების და საჩუქრების ძიების თვე. ეზოთერიკოსები და ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ ეს საუკეთესო დროა „ენერგეტიკული წმენდისთვის“. იმისათვის, რომ მომავალი - ცეცხლოვანი ცხენის წელი წარმატებული იყოს, ძველ წელს სწორად უნდა დავემშვიდობოთ.

გთავაზობთ დეკემბრის „მოქმედების გეგმას“:

1. „ციფრული და მატერიალური დეტოქსი“ (10 დეკემბრამდე)

სანამ ახალ ენერგიას შემოუშვებთ, ძველი უნდა გაუშვათ. ცხენის წელი ვერ იტანს ქაოსს და უმოძრაობას. გადაყარეთ გატეხილი ნივთები: განსაკუთრებით გაბზარული ჭურჭელი და გაფუჭებული ტექნიკა.

თვლება, რომ მათ სახლში სიღარიბის ენერგია მოაქვთ.
გაასუფთავეთ ტელეფონი: წაშალეთ უსარგებლო სქრინშოთები, ძველი მესიჯები და იმ ადამიანების კონტაქტები, რომლებთან ურთიერთობაც ტვირთად გაწევთ. ეს ახალი ინფორმაციისთვის ადგილს ათავისუფლებს.

2. ფინანსური კვანძების გახსნა (20 დეკემბრამდე)

ასტროლოგების რჩევით, ეცადეთ, ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდეთ.
თუ სრულიად დაფარვას ვერ ახერხებთ, სიმბოლურად მაინც შეამცირეთ ვალი.
რიტუალი: აიღეთ ქაღალდი, დაწერეთ ზუსტი თანხა, რაც გჭირდებათ 2026 წელს კონკრეტული მიზნისთვის (და არა ზოგადად „ბევრი ფული“) და შეინახეთ საფულეში მთელი წლით.

3. მადლიერების სია და „ემოციური ნაგავი“ (ზამთრის მზებუდობა - 21 დეკემბერი)

21 დეკემბერი ენერგეტიკულად უძლიერესი დღეა. ამ დღეს კარგია, დაწეროთ ორი წერილი:
პირველი წერილი: ყველაფერი, რისი დატოვებაც გსურთ 2025-ში (შიშები, წყენა, ავადმყოფობა). ეს წერილი უნდა დაწვათ.



მეორე წერილი: 10 რამ, რისთვისაც მადლიერი ხართ გასული წლის. მადლიერების ენერგია იზიდავს სიახლეებს.

4. სახლის მომზადება ცხენის წლისთვის

2026 წლის სიმბოლო - ცეცხლოვანი ცხენია. მას უყვარს სივრცე, სინათლე და ბუნებრიობა.
დეკორი: წელს აქტუალურია წითელი, ნარინჯისფერი, მწვანე და ოქროსფერი ფერები.



სიმბოლიკა: კარგი იქნება, თუ ნაძვის ხეზე ან სადღესასწაულო სუფრაზე დადებთ ხისგან დამზადებულ ნივთს, ან შვრიის/ხორბლის პატარა ჯამს (ცხენის პატივსაცემად), რაც ბარაქას მოიზიდავს.

5. „ოქროს წუთი“ და სურვილის ჩაფიქრება

არ დაელოდოთ მხოლოდ 12 საათს. დეკემბრის ბოლო კვირაში ყოველდღე დაუთმეთ საკუთარ თავს 15 წუთი სიჩუმეში. წარმოიდგინეთ, როგორი გინდათ იყოთ 2026 წლის ბოლოს. ვიზუალიზაცია ცხენის წელში (რომელიც მოქმედების ნიშანია) განსაკუთრებულად მუშაობს.



რჩევა: 31 დეკემბერს, მზის ჩასვლის წინ, გააღეთ ყველა ფანჯარა რამდენიმე წუთით - გაუშვით ძველი წლის ენერგია, ხოლო 12 საათზე შემოსასვლელი კარი გააღეთ, რომ ახალი წელი შემოვიდეს.