ვაილბერიზი აძლიერებს პოზიციებს საქართველოში: გაყიდვების 7-ჯერ ზრდა და რეკორდული ოქტომბერი
- 04.12.2025
ონლაინ გაყიდვების პლატფორმა Wildberries აგრძელებს დამაჯერებელ ზრდას ქართულ ბაზარზე. კომპანიამ საქართველოში აქტიური განვითარება 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო და უკვე 2025 წელს აჩვენებს ორნიშნა ზრდის ტემპს ყველა ძირითად მაჩვენებელში. 2025 წლის ათი თვის მონაცემებით, პლატფორმაზე შეკვეთის განმახორციელებელი მომხმარებლების რაოდენობა შვიდჯერ გაიზარდა.
კომპანიის ანალიტიკის მიხედვით, გაყიდვების მოცულობა საქართველოში სტაბილურად იზრდება თვიდან თვემდე. მთლიანობაში, წლის მეორე ნახევარში გაყიდვები თითქმის გაორმაგდა წლის პირველ თვეებთან შედარებით.
შეკვეთების მთავარი არხი კვლავ მობილური აპლიკაციებია - მათი უმეტესობა iOS-ისა და Android-ის საშუალებით ფორმდება. ეს განაწილება ადასტურებს ტენდენციას, რომ მომხმარებლები ონლაინ შესყიდვებისთვის სულ უფრო აქტიურად იყენებენ მობილურ მოწყობილობებს.
„ქართველი მომხმარებლები აქტიურად ითვისებენ ონლაინ პლატფორმას, ირჩევენ კომფორტს, სისწრაფესა და მრავალფეროვან ასორტიმენტს. ჩვენ ვხედავთ მაღალ მოთხოვნას სილამაზის, მოდისა და საყოფაცხოვრებო პროდუქტების მიმართ,“ - განაცხადა საქართველოში Wildberries-ის რეგიონულმა მენეჯერმა, ანა სტურუამ.
შეკვეთების ყველაზე დიდი მოცულობა თბილისში ფიქსირდება, სადაც ოქტომბერში გაყიდვებმა 53,5 ათას ერთეულს მიაღწია. მზარდია აქტივობა აჭარაშიც, სადაც რეგიონის წილი საერთო შეკვეთებში 18%-მდე გაიზარდა. მნიშვნელოვნად მატულობს შეკვეთების რაოდენობა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, სადაც „სილამაზის“ კატეგორიის წილი ყველა შეკვეთის 15%-ს აღემატება.
„სილამაზის“ კატეგორია რჩება გაყიდვების ლიდერად - ქვეყანაში განხორციელებული ყველა შეკვეთის 47% ამ კატეგორიაზე მოდის. მეორე ადგილზეა წიგნები და დისკები, შემდეგ - ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები და თეთრეული.
ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს შორისაა ფხვნილები და ნიღბები, შრატები, ასევე თმის მოვლის საშუალებები.
„სილამაზის კატეგორია გახდა ზრდის მთავარი დრაივერი საქართველოში. განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნაა თავის მოვლის საშუალებებზე, განსაკუთრებით ახალგაზრდა მომხმარებლებს შორის,“ - აცხადებენ კომპანიაში.
ტანსაცმლის კატეგორიაში ლიდერობს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ბრენდების მაისურები და პიჯაკები, ასევე გარე ტანსაცმელი - განსაკუთრებით პალტოები. აქსესუარებში კი მოთხოვნადი პროდუქტებია ჩანთები, ზურგჩანთები და საფულეებია.
ყველაზე მოთხოვნად წიგნებს შორისაა CLEVER-ის გამომცემლობის საბავშვო წიგნები, ასევე "ჰარი პოტერის" კომპლექტები.
Wildberries-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2026 წელს ქართული მიმართულება კიდევ უფრო გაიზრდება. მთავარი ფაქტორებია: მობილური შეკვეთების წილის ზრდა, საწყობის ინფრასტრუქტურის განვითარება და ადგილობრივი მეწარმეების ასორტიმენტის გაფართოება.
თემები: wildberries
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია