ჰოროსკოპი

რომელი ღვინო უნდა მიირთვათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

რომელი ღვინო უნდა მიირთვათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

ასტროლოგი მარისა როსი ავლენს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით თქვენთვის საუკეთესო ღვინოს. ვნახოთ, რომელია ყველაზე კარგი არჩევანი:

1. ვერძი - თქვენი სასმელი ნარინჯისფერი ღვინოა.

რომელი ღვინო უნდა მიირთვათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

თქვენ სხვებისგანგამორჩეული ხართ. მოგწონთ ყველაფერი განსხვავებული. თუ მთელს მსოფლიოს თეთრი და წითელი ღვინო მოსწონს, თქვენ განსხვავებული უნდა აირჩიოთ. სწორედ ამიტომ, როსი ამბობს, რომ ვერძებისთვის იდეალური ნარინჯისფერი ღვინო.

2. კურო - თქვენი ღვინოა „ბაროლო“.

რომელი ღვინო უნდა მიირთვათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

რეალისტი ხართ. შეგიძლიათ ისიამოვნოთ იმით, რასაც ცხოვრება გთავაზობთ და ისე, როგორც შეგიძლიათ, ამავდროულად გიყვართ სიძველეები. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს ეს უძველესი ღვინო თქვენთვისაა. მას ხშირად „მეფეების ღვინოს“ უწოდებენ. სანამ გაყიდიან „ბაროლოს“ სამი წლით აძველებენ, რაც მას უფრო არომატულს და გემრიელს ხდის.

3. ტყუპები - თქვენი ღვინოა „ჩენინ ბლანკი“.

რომელი ღვინო უნდა მიირთვათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

მოგწონთ ცხოვრებაში გამოცდილების მიღება, არ გიყვართ მოსაწყენი რუტინა, ამიტომაც გჭირდებათ ღვინო, რომელშიც ბევრ სხვადასხვა გემოს ამოიცნობთ.

4. კირჩხიბი - თქვენი ღვინოა „ზინფანდელი“.

რომელი ღვინო უნდა მიირთვათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

კირჩხიბებო, თქვენ კეთილი ადამიანები ხართ, გიყვართ სხვებისთვის დახმარების გაწევა და ადამიანებთან ურთიერთობა. ერთი ჭიქა „ზინფანდელი“ კი, კიდევ უფრო დაგატკბობთ და სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით, ამიტომაც ეს ღვინო თქვენთვისაა.

5. ლომი - თქვენი სასმელია შამპანური.

რომელი ღვინო უნდა მიირთვათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

თქვენ დღესასწაულებისთვის, ბედნიერი ცხოვრებისთვის ხართ შექმნილი. მუდამ რაღაცას აღნიშნავთ, ზეიმობთ და რომელი სასმელია საზეიმოდ იმაზე კარგი, ვიდრე შამპანური?! სწორედ ამიტომ ეს თქვენი სასმელია.

6. ქალწული - თქვენი ღვინოა „პინო ნუირი“.

რომელი ღვინო უნდა მიირთვათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

თქვენ დეტალებზე ამახვილებთ ყურადღებას და სწორედ დეტალების ზედმიწევნით გათვალისწინებით ამზადებენ ამ ღვინოს, ამიტომაც თქვენს გემოვნებას ყველაზე მეტად სწორედ „პინო ნუირი“ შეესაბამება.

7. სასწორი - თქვენი ღვინოა „რისლინგი“.

რომელი ღვინო უნდა მიირთვათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

ბევრი ადამიანი თვლის, რომ „რისლინგი“ ტკბილი ღვინოა, მაგრამ სინამდვილეში ის ყურძნის გარდა, მწარე საკვებსაც შეიცავს, რაც დაბალანსებულ გემოსა და არომატს აძლევს. ამიტომ სასწორისთვის ეს ღვინო იდეალურია.

8. მორიელი - „კაბერნე სოვინიონი“ თქვენი ღვინოა.

რომელი ღვინო უნდა მიირთვათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

იხიბლებით ძლიერი არომატით და სწორედ ასეთ გემოს გთავაზობთ ეს ღვინო. ის შეიცავს ალუბლისა და თამბაქოს არომატებს, რომელიც თქვენი იდუმალი ხასიათისთვის იდეალურია.

9. მშვილდოსანი - თქვენი ღვინოა „ტერანი“.

რომელი ღვინო უნდა მიირთვათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

მშვილდოსნებს გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა. „ამ უნიკალური სლოვენიური ღვინის მირთმევა ახალი კავშირების დასამყარებლად ახალ შესაძლებლობებს მოგცემთ, ახალ ჰორიზონტს გაგიხსნით და კომუნიკაციის უნარს უფრო გაგივითარებთ“, - ამბობს ასტროლოგი

10. თხის რქა - ბორდოს ღვინო თქვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

რომელი ღვინო უნდა მიირთვათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

ეს არის გემო, რომელიც დროს უძლებს და ბევრი ადამიანის ფავორიტი ღვინოა. ეს ნამდვილი კლასიკაა.

11. მერწყული - ბიოდინამიკური ღვინო.

რომელი ღვინო უნდა მიირთვათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

თქვენ პროგრესული ადამიანი ხართ და მუდამ სიახლეებს ეძებთ. არა მხოლოდ ეძებთ, იხიბლებით კიდეც ახლით. ამიტომაც ბიოდინამიური ტექნოლოგიიით დამზადებული ღვინო თქვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა.

12. თევზები - თქვენთვის იდეალურია ცქრიალა ღვინო.

რომელი ღვინო უნდა მიირთვათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

თქვენ გჭირდებათ ღვინო, რომელიც ტონუსში მოგიყვანთ და გარემოს უფრო ნათელ ფერებში დაგანახებთ. ცქრიალა ღვინო შესანიშნავია თქვენი მხიარული, რომანტიკული და თავისუფალი ნატურისთვის.



<a href="harpersbazaar.com">harpersbazaar.com</a>