LIFE

რატომ არ ვაფასებთ საკუთარ მომხიბვლელობას? - ფსიქოლოგების განმარტება

რატომ არ ვაფასებთ საკუთარ მომხიბვლელობას? - ფსიქოლოგების განმარტება

რატომ არის, რომ ზოგიერთ ადამიანს საკუთარი თავი ნაკლებად მომხიბვლელი და მიმზიდველი ჰგონია, ხოლო მისი გარშემომყოფები, ან საყვარელი ადამიანი ასე არ ფიქრობს?

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ჩვენ იმაზე გაცილებით მომხიბვლელები ვართ, ვიდრე ვფიქრობთ. უბრალოდ, არასწორი შეხედულებებისა და დამოკიდებულებების გამო თვითშეფასების ხარისხი და თავდაჯერებულობა გვაკლია.

მკვლევართა შეფასებით, არის სამი მთავარი მიზეზი, რომელთა გამოც თავი ნაკლებად მომხიბვლელი გვგონია და თუ ამ მიზეზებს გავაანალიზებთ, შევძლებთ, რომ ჩვენი სილამაზე და მომხიბვლელობა დავაფასოთ.

1. სხეულის ფორმა და მოყვანილობა - ქალებში საკუთარი თავის მომხიბვლელად აღქმაზე დიდ გავლენას ახდენს სხეულის მოყვანილობა და ზომა, გავლენას ახდენს დამოკიდებულება, ის, თუ რა მიაჩნია ქალს იდეალურ ფორმად. მსგავსი მიდგომა მხოლოდ ქალების ვიწრო წრისთვის არ არის დამახასიათებელი. საკითხი გლობალურია. 

2010 წელს ფსიქოლოგებმა ჩაატარეს კვლევა და 26 ქვეყანაში მცხოვრები ქალების მონაცემები შეაგროვეს. კვლევაში ჩართულ ქალებს სთხოვეს გამოევლინათ სხეულის ფორმა, რომელიც მათ იდეალურად და ამავდროულად, მამაკაცებისთვის ყველაზე სასურველად მიაჩნდათ.

კვლევის თანახმად, ქალებს მიაჩნიათ, რომ მამაკაცების უმეტესობას გამხდარი ქალები მოსწონს. რეალურად კი ასე არ არის. კიდევ ერთი კვლევა ამბობს, რომ მამაკაცების უმეტესობას მოსწონს სხეულის შედარებით დიდი ფორმის მქონე ქალები.

რატომ არ ვაფასებთ საკუთარ მომხიბვლელობას? - ფსიქოლოგების განმარტება

ლესბოსელმა და ბისექსუალმა ქალებმა ასევე თქვეს, რომ მათთვის უფრო მომხიბვლელი უფრო სრული ქალები არიან, ხოლო გამხდრები არ ხიბლავთ. ასე რომ, როგორც აღმოჩნდა, ქალების უმეტესობას არასწორი შეხედულებები აქვთ სხეულის იდეალურ ფორმებზე. ზოგადად, უნდა იცოდეთ, რომ იდეალური ფორმები არ არსებობს და შეიყვაროთ და მოიწონოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. 

2. ვიზუალური მომხიბვლელობა, სახის სილამაზე - სათანადოდ ვერ ვაფასებთ ასევე ჩვენს ვიზუალურ მომხიბვლელობას, სახის სილამაზეს. კვლევის თანახმად, პარტნიორი უცხო ადამიანებთან შედარებით უფრო მომხიბვლელად გვთვლის, ასევე ის უფრო ლამაზად აღგვიქვამს, ვიდრე ჩვენ საკუთარ თავს. 

რატომ არ ვაფასებთ საკუთარ მომხიბვლელობას? - ფსიქოლოგების განმარტება

ამ შემთხვევაშიც, საკუთარ თავს ვაფასებთ გარკვეული სტანდარტებით. გონებაში წარმოდგენილი გვაქვს სახის იდეალური ნაკვთები და არ ვაფასებთ საკუთარს.

3. სხვებთან შედარება - თვითშესაფებას მაშინ ვკარგავთ, საკუთარ თავს მომხიბვლელად აღარ მივიჩნევთ მაშინ, როცა თავს სხვებს ვადარებთ. კვლევა აჩვენებს, რომ როდესაც ვხედავთ ძალიან მომხიბვლელი ადამიანების ფოტოებს, საკუთარ თავს ნაკლებად მომხიბვლელად აღვიქვამთ და ამავდროულად, თვითშეფასების ხარისხიც ეცემა. ჩვენ ვადარებთ მათ საკუთარ თავს და კონტრასტს ვიღებთ. 

რატომ არ ვაფასებთ საკუთარ მომხიბვლელობას? - ფსიქოლოგების განმარტება

ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ საკუთარი თავი სხვებს არ შეადაროთ. საკუთარი თავის შედარება სოციალური ქსელის მეგობრებთან, ვარსკვლავებთან მხოლოდ და მხოლოდ უსიამოვნო განცდას გაგიჩენთ და თვითშეფასების ხარისხს შეგიმცირებთ.



<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>