8 სტილი ქალებისთვის, რომლებიც მაღალქუსლიან ფეხსაცმელს არ ატარებენ
- 22.01.2018
ის, რომ მაღალქულსიან ფეხაცმელი არ გიყვართ, ვერ ატარებთ, არ ნიშნავს რომ, ვერ შეძლებთ ტრენდულად და მომხიბვლელად ჩაიცვათ. თუ დაბალქულსიან ფეხსაცმელს, კედებს, სანდლებს სამოსს იდეალურად შეუხამებთ, თქვენი ვიზუალი ნამდვილად თვალშისაცემი იქნება.
ვნახოთ, როგორ ატარებენ დაბაქუსლიან ფეხსაცმელებს ვარსკვლავები.
8 ყველაზე დასამახსოვრებელი „ლუქი“, რომელთა მაგალითითაც თქვენც შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ.
1. ე.წ. მოტოციკლისტის ქურთუკი, მაღალწელიან შარვალსა და კედებზე - ისე, როგორც სუპერმოდელ ქენდალ ჯენერს აცვია მოცემულ ფოტოზე.
2. ყელიანი სვიტერი, მინიკაბა და დაბალყელიანი ჩექმა დაბალ ქუსლზე - ეს იდეალური კომბინაციაა. ნახეთ „ლუქი“ სელენა გომესის მაგალითზე.
3. ზოლებიანი სპორტული მოსაცმელი შეუხამეთ ასევე ზოლებიან სპორტულ შარვალს და ჩაიცვით ის კედებზე, რომელსაც ოდნავ მაღალი ყელი აქვს - ისე, როგორც ჯიჯი ჰადიდს აცვია.
4. მუხლამდე პალტო შეუსაბამეთ თავისუფალი სტილის შარვალს, თხელ შარფსა და მამაკაცური სტილის ფეხსაცმელს.
5. ტყავის კედები ჩაიცვით თხელ კაბაზე და ფოჩებიან ქურთუკზე.
6. მოკლე მაისური შეუსაბამეთ მაღალწელიან, ფარფლებიან შარვალსა და ბოტასებს.
7. გრძელი მოსაცმელი, მოკლე კაბა და დაბალყელიანი ფეხსაცმელი იდეალური კომბინაციაა.
8. ზოლებიანი სვიტერი ჩაიცვით მოკლე კაბაზე და დაბალყელიან, შემოდგომის ფეხსაცმელს შეუსაბამეთ.
თემები: ფეხსაცმელი, მოდა, ტრენდი, რჩევები, 2018 წლის ტენდენციები
<a href="http://www.whowhatwear.com">http://www.whowhatwear.com</a>