LIFE

ჯონ როკფელერის ცხოვრების 17 წესი

ჯონ როკფელერის ცხოვრების 17 წესი

ნავთობის მაგნატის ჯონ როკფელერის სახელი დღემდე სიმდიდრის სიმბოლოდ ითვლება. მან ნულიდან დაიწყო ბიზნესი და უზარმაზარი ქონების მფლობელი გახდა. ქონების ნაწილს ის სტაბილურად ხარჯავდა ქველმოქმედებაზე. წარმოგიდგენთ 17 წესს, რომლებით ხელმძღვანელობდა ჯონ როკფელერი, რათა ასეთი სიმაღლეებისთვის მიეღწია.

1. ყოველთვის ეცადეთ ნებისმიერი კატასტროფა ახალ შესაძლებლობად გადააქციოთ.

2. არ შეგეშინდეთ დიდი ხარჯების, უნდა გეშინოდეთ პატარა შემოსავლების.

3. ვინც მთელი დღე მუშაობს, მას არა აქვს ფულის გამომუშავებისთვის დრო.

4. თქვენი კეთილდღეობა დამოკიდებულია თქვენს საკუთარ გადაწყვეტილებებზე.

5. თუ თქვენი ერთადერთი მიზანია - გახდეთ მდიდარი, თქვენ ვერასოდეს მიაღწევთ მას.

ჯონ როკფელერის ცხოვრების 17 წესი

6. ბიზნესზე დაფუძნებული მეგობრობა უკეთესია, ვიდრე მეგობრობაზე დაფუძნებული ბიზნესი.

7. იცით, ყველაზე დიდ სიამოვნებას რა ანიჭებს ადამიანს? იმის ყურება, როგორ იღებთ დივიდენდებს დახარჯული ენერგიიდან.

8. არ არის საკმარისი უბრალოდ სწორად მოიქცეთ, მთავარია - მისცეთ საშუალება ადამიანებს იცოდნენ, რომ თქვენ სწორად იქცევით.

9. ენთუზიაზმის მქონე ადამიანს უფრო დაიქირავებენ, ვიდრე იმას, ვინც ყველაფერი იცის.

10. კარგი მართვა იმაში მდგომარეობს, რომ აჩვენოთ ჩვეულებრივ ადამიანებს, როგორ აქციოთ მათი სამსახური სასიამოვნოდ.

ჯონ როკფელერის ცხოვრების 17 წესი

11. ყველაფერი, რაც გინდა, - სწორი იქნება ეს თუ არა, კარგი იქნება ეს თუ ცუდი, - შეუპოვრად უნდა იბრძოლოთ მის მისაღწევად.

12. ვერავინ ვერასოდეს ვერ იფიქრებს, ვინ გახდება ამ ცხოვრებაში, მაგრამ ყოველთვის უნდა იცოდეთ, რომ რაღაც უფრო დიდისთვის დაიბადეთ.

13. არ შეგეშინდეთ კარგზე უარის თქმა, უკეთესის სასარგებლოდ.

14. შეგიძლიათ ადამიანებს ანგარიში ჩააბაროთ ყოველი გამომუშავებული მილიონზე, გარდა პირველისა.

15. გამოიმუშავეთ რეპუტაცია, და ის თქვენზე იმუშავებს.

ჯონ როკფელერის ცხოვრების 17 წესი

16. ადამიანებთან მოქცევის უნარი - ეს საქონელია, რომელიც შეიძლება შეიძინო ზუსტად ისევე, როგორც ვყიდულობთ შაქარს ან ყავას. და ასეთი უნარისთვის უფრო მეტს გადაიხდიან, ვიდრე სხვა რაიმესთვის დედამიწაზე.

17. არ არსებობს სხვა ხარისხი, რომელიც ასეთივე აუცილებელია ნებისმიერი სახის წარმატებისთვის, როგორიც არის დაჟინება. ამას ყველაფერი შეუძლია გადალახოს, ბუნების კანონებიც კი.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>