რა უნდა იყოს თქვენთვის პრიორიტეტული 2018 წელს - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
- 23.01.2018
1. ვერძი - საერთოდ, გიჭირთ ადამიანების მოსმენა და მათი გაგება. მხოლოდ საკუთარი სურვილისამებრ მოქმედებთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ 2018 წელს უფრო მეგობრული ბუნება გამოიჩინოთ და გაიუმჯობესოთ ადამიანების მოსმენის უნარი. ნუ შეგეშინდებათ შეცდომების აღიარების, ამაში არაფერია ცუდი. გაუზიარეთ საკუთარი შეხედულებები, გრძნობები საყვარელ ადამიანებს.
2. კურო - ძალიან ჯიუტი ხართ და ამ ხასიათს ცხოვრების ყველა ასპექტში ავლენთ. აუცილებლად ისე მოიქცევით, როგორც გადაწყვიტეთ. შესაძლოა, იცით კიდეც, რომ მცდარ ნაბიჯს დგამთ, მაგრამ პირველ გადაწყვეტილებას აღარ შეცვლით. პატივს არ სცემთ სხვების შეხედულებებს. 2018 წელს შეეცადეთ, რომ ცოტათი მაინც დაძლიოთ სიჯიუტე. სხვის შეხედულებებს, აზრებს, გრძნობებს პატივი ეცით. იყავით უფრო მეგობრული და კეთილი. დაივიწყეთ სიჯიუტე და შეეშვით იმ საქმეს, რომელსაც წარუმატებლობა მოაქვს. ეს მარცხს არ ნიშნავს. ეს ახლის დაწყების შესაძლებლობას შეგიქმნით.
3. ტყუპები - თქვენ მუდამ შინაგანი კონფლიქტი გაქვთ. თქვენში ორი განსხვავებული ხასიათის ადმაიანია, რომლებიც განუწყვეტლივ ებრძვიან ერთმანეთს. ცდილობთ, ერთად ბევრი საქმე გააკეთოთ და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჭკვიანი ხართ, სრულყოფილად არაფერი გამოგდით. 2018 წელს პრიორიტეტად აქციეთ რაიმე ერთი კონკრეტული მიზანი, ერთი საქმე და ამ საქმისთვის გააკეთეთ ყველაფერი. ნახავთ, რომ შუა გზაზე არ მიატოვებთ და აუცილებლად მიიყვანთ მას ბოლომდე.
4. კირჩხიბი - ასტროლოგები თქვენ ყველაზე მგრძნობიარე, რომანტიკულ და კეთილ ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანებად მიგიჩნევენ. თქვენ ადამიანებში მხოლოდ დადებითს, კარგს ხედავთ, ამის გამო, ხშირად იმედგაცრუებული რჩებით, ზედმეტად მიმნდობი ხართ და ამავდროულად, გახასიათებთ საყვარელ ადამიანებზე მიჯაჭვულობა. 2018 წელს აქციეთ პრიორიტეტად დამოუკიდებლობა, ეცადეთ დამოუკიდებლად იცხოვროთ, გადაწყვეტილებები თქვენით მიიღოთ და ამავდროულად, გააცნობიერეთ, რომ ყველას ნდობა არ შეიძლება.
5. ლომი - თქვენ გადამდები აურა გაქვთ. როცა კარგ განწყობაზე ხართ, ყველა ბედნიერია, ხოლო როცა ცუდ ხასიათზე ხართ, თქვენ გარშემო ყველა ცუდ ხასიათზეა. ძალიან ამაყი და საკუთარ თავზე შეყვარებული ხართ. 2018 წელს ადამიანებთან ურთიერთობა აქციეთ პრიორიტეტად და მხოლოდ საკუთარ თავზე ნუ იფიქრებთ. უფრო ხშირად მოიხადეთ ბოდიში და გააცნობიერეთ, რომ ყოველთვის მართალი არ ხართ. აღიარეთ საკუთარი შეცდომები, ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, ღირსებას შეგმატებთ. გახსოვდეთ, რომ კამათის დროს არ გამოიყენოთ უხეში სიტყვები, რომელთა გამოც საყვარელ ადამიანებს გულს ძალიან ატკენთ. მართეთ ემოციები.
6. ქალწული - თქვენ პერფექციონისტები ხართ. საკუთარი თავისგან და ასევე გარშემომყოფთაგანაც საუკეთესოს ითხოვთ და რეალობას სწყდებით. გავიწყდებათ, რომ სრულყოფილება უბრალოდ არ არსებობს. თქვენი თვითშეფასების ხარისხი დაბალია, მუდამ ეჭვი შეგაქვთ საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში. სცადეთ, 2018 წელს დაიჯეროთ საკუთარი ძალების, იყოთ დაცულები. დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ ყველაფერი შეგიძლიათ, ნუ დაიტანჯებით ეჭვებით. იყავით გულწრფელები და თამამად ისაუბრეთ საკუთარი განცდების შესახებ.
7. სასწორი - თქვენ მშვიდობისმოყვარე ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული და ცდილობთ, ყველაფერი გააკეთოთ მშვიდობიანი გარემოს შესაქმნელად. შესანიშნავი შუამავალი ხართ. ცდილობთ, ცხოვრებაში ბალანსი იპოვნოთ. 2018 წელს პრიორიტეტად აქციეთ იმ ადამიანების ამოცნობა, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ თქვენს ცხოვრებაზე და აუცილებლად შორს დაიჭირეთ მათგან თავი. დაპირირსპირების დროს საკუთარი ინტერესები მკაფიოდ და ნათლად აჩვენეთ ყველას, მაგრამ ნუ იქნებით აგრესიულები. გამოიჩინეთ მაქსიმალურად კონსტრუქციულობა. ყოველივეს შედეგად შეძლებთ შეინარჩუნოთ მშვიდი გარემო.
8. მორიელი - თქვენ ემოციური და საკმაოდ არასტაბილური ხართ. მიუხედავად ემოციურობისა, ზოგჯერ, როცა სიყვარულს ეხება საქმე, რობოტივით იქცევით - პოტენციურ პარტნიორს გაცვეთილი ფრაზებით ესაუბრებით. იმუშავეთ ამ საკითხის გამოსწორებაზე. ეცადეთ, გადმოსცეთ თქვენი ემოციები. თქვენ უნიკალური ხართ, რადგანაც სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით მარტივად შეგიძლიათ ტრანსფორმაცია და სხვა ადამიანად გადაქცევა. ძალიან თავდაჯერებული ხართ. კარგი იქნება, თუ 2018 წელს მცირე ეჭვს შეიტანთ ხოლმე საკუთარ გადაწყვეტილებებში, ეს მხოლოდ და მხოლოდ დაგეხმარებათ, რომ უფრო სწორი და გამართლებული ნაბიჯები გადადგათ. არ შეედაროთ სხვებს. ეცადეთ, რომ მხოლოდ საკუთარ თავს შეეჯიბროთ და გახდეთ იმაზე უკეთესი, ვიდრე ახლა ხართ.
9. მშვილდოსანი - თქვენთან ურთიერთობა მარტივია. ძალიან კომფორტულები ხართ ყველანაირ სოციალურ სიტუაციაში იმიტომ, რომ ხართ საოცრად მომხიბვლელი, გაქვთ განსაკუთრებული შარმი და ითვლებით სასიამოვნოდ მოსაუბრედ. ადამიანებს გაცნობისთანავე უყვარდებით, მაგრამ ზოგჯერ ეს პრობლემად გადაიქცევა ხოლმე. ადამიანები ზოგჯერ თქვენს გამოყენებას ცდილობენ, ვინაიდან სხვადასხვა სოციალურ წრეებში პოპულარობით სარგებლობთ და ბევრი კავშირები გაქვთ. ბევრს შურს თქვენი. არ იდარდოთ და არ მიაქციოთ ყურადღება იმას, თუ რას ფიქრობს ხალხი. არ არის დრო იმისთვის რომ ასეთ საკითხებზე იდარდოთ. უბრალოდ აკეთეთ თქვენი საქმე და საკუთარი თავი აქციეთ პრიორიტეტად.
10. თხის რქა - მზად ხართ საქმეს პირადი ინტერესები შესწიროთ. მუდამ დაკავებული ხართ, მუდამ მუშაობთ. გავიწყდებათ, რომ არ არის აუცილებელი პირადი ცხოვრების მსხვერპლად შეწირვა სამსახურისთვის. 2018 წელს პრიორიტეტად აქციეთ ბალანსის პოვნა. ეცადეთ, სამსახური და პირადი ურთიერთობები შეუთავსოთ ერთმანეთს და დრო სწორად გადაანაწილოთ. ეს აუცილებელია თქვენი ფსიქიკური მდგრადობისთვის. მხოლოდ ერთი საქმის კეთება დამღლელი და მოსაწყენია და ცუდ გავლენას ახდენს ფსიქიკაზე. გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში სამსახურის გარდა სხვა, სასიამოვნო რაღაცებიც არსებობს.
11. მერწყული - თქვენთვის თავისუფლება ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანია. გამოირჩევით გონებაგახსნილობით და მეამბოხე ხართ. მხოლოდ სიამოვნებისთვის ცხოვრობთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ 208 წელს შეწყვიტოთ მხოლოდ საკუთარ თავსა და საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრი. საკუთარი აზრები და გამოცდილება სხვებსაც გაუზიარეთ, გაუწოდეთ დახმარების ხელი, ვისაც სჭირდება.
12. თევზები - თქვენ ჰიპერ მგრძნობიარე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები ხართ. ძალიან ახლოს მიგაქვთ გულთან სხვების ტკივილი, სხვების პოზიტიური და ნეგატიური განცდები თქვენზე გადმოდის. იმდენად ახლოს ხართ ადამიანების ემოციებთან, რომ ხშირად თავს არიდებთ მკაცრი და რთული გადაწყვეტილებების მიღებას იმ მოტივით, რომ სხვებს გული არ ატკინოთ. შეგიძლიათ, ადამიანებს დაეხმაროთ ყოველგვარი საზღაურის გარეშე. მიწაზე მყარად არ დგახართ, ოცნებებში დაფრინავთ და ეს ძალიან ცუდია. ისწავლეთ მიწაზე მყარად დგომა და რეალობისთვის თვალის გასწორება. სწორედ ეს აქციეთ პრიორიტეტად 2018 წელს.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="https://www.manrepeller.com">https://www.manrepeller.com</a>