1. საკრედიტო ბარათები
როდესაც ახალ ნივთ ყიდულობთ და ნაღდი ფულით იხდით, უფრო ძნელად ელევით ფულს, ვიდრე საკრედიტო ბარათით გადახდისას. ამიტომ, როდესაც სპონტანურ არჩევანს აკეთებთ, სცადეთ გადაიხადოთ ნაღდი ფულით ან იმ ბარათით, რომელზეც დანაზოგს ინახავთ. ამ დროს, შესაძლებელია გადაიფიქროთ ზედმეტად ძვირფასი, მაგრამ არც ისე საჭირო ნივთის შეძენა.
2. შოპინგ-თერაპია
როდესაც დათრგუნულები ხართ, ყველანაირად ცდილობთ მონახოთ გზა, რომელიც ამ მდგომარეობიდან გამოგიყვანთ. ამ დროს, იდეალური საშუალებაა - შოპინგი. მართალია, შეძენილ ნივთებს სიხარული და ბედნიერების შეგრძნება მოაქვთ, მაგრამ ეს გრძნობა ხომ ხანგრძლივი არ არის. როდესაც ცუდ განწყობაზე ხართ, უკეთესი იქნება ნახევარი საათი დახარჯოთ სპორტზე ან სეირნობაზე. ეს უფრო გაგაბედნიერებთ და მოგცემთ საშუალებას ცოტათი განიტვირთოთ.
3. საუკეთესო ალტერნატივა
ნებისმიერი შენაძენის ღირებულება შეიძლება უკეთესად გამოიყენოთ ცხოვრებაში. მაგალითად, თქვენი ახალი ავტომობილის ღირებულება შეიძლება უკეთესი იყოს, რომ საკუთარი ბინის პირველადი შენატანისთვის გამოიყენოთ. ამიტომ, სანამ რაიმეს შეიძენთ, აწონ-დაწონეთ ყველა შესაძლებლობა და არჩევანი უფრო სასარგებლოზე გააკეთეთ.
4. განსაკუთრებული შემთხვევები
თითქმის ყოველთვის გაქვთ ხარჯი მეგობრების დაბადების დღეებზე, საახალწლო საჩუქრებზე ან კონცერტებზე. გეჩვენებათ, რომ ცოტას ხარჯავთ, მაგრამ ყველა ჩვენი მცირე დანახარჯი, თვის ბოლოს, რეალურად ერთ დიდ თანხად იქცევა. ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოავალია სპეციალური „სასაჩუქრე“ ან „სპონტანური“ ანგარიშის შექმნა, რომელზეც ყოველთვიურად შეიტანთ განსაზღვრულ თანხას.
5. სოციალური მოლოდინი
თითოეული ადამიანი განსაზღვრულ ადგილს იკავებს სოციალურ იერარქიაში, და უფრო ხშირად ცდილობს შეესაბამებოდეს საკუთარ როლს. თუ ძალაუფლებას ფლობთ, ალბათ საჭირო ატრიბუტებსაც შეიძენთ: ძვირფას ავტომობილებს, საათებს, სამკაულებს და ა.შ. ნუ გამოეკიდებით ნივთებს სტატუსისთვის, თუ ამას როლი გავალდებულებთ, ფინანსები კი არ გაძლევთ საშუალებას. უფრო იაფფასიანი ავტომობილიც შეიძლება ასეთივე საიმედო იყოს, ნაკლებფასიანი საათი კი ასევე კარგად შეასრულებს თავის ძირითად ფუნქციას.
თემები: დანაზოგი, ფული, მდიდარი, მილიონერი
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>