LIFE

რატომ გვიყვარს ის, ვინც ცუდად გვექცევა - მთავარი მიზეზები

რატომ გვიყვარს ის, ვინც ცუდად გვექცევა - მთავარი მიზეზები

ხშირად ასეთი რამ ქალებს ემართებათ, მაგრამ მამაკაცებიც არ არიან გამონაკლისები: ისინი მაინც რჩებიან ისეთ პარტნიორებთან, რომლებიც მათ იყენებენ, ამცირებენ და ფიზიკურადაც უსწორდებიან.

1. დამოკიდებულების სათავეები

რატომ გვიყვარს ის, ვინც ცუდად გვექცევა - მთავარი მიზეზები

მშობლებთან ურთიერთობისას, ბავშვი ითვისებს მათ ქცევებსა და რეაქციებს სხვადასხვა სიტუაციებზე. თუ მშობელი ბავშვს ამშვიდებს, ის დროთა განმავლობაში საკუთარი თავის დამშვიდებასაც ისწავლის. სწორედ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ იძენენ ბავშვები დამოუკიდებლობას.

მაგრამ რა მოხდება, თუ მშობელი ცუდად ექცევა ბავშვს? - ბავშვიც ცუდად მოექცევა საკუთარ თავს. ადამიანები, რომლებსაც სითბო და სიყვარული აკლიათ, ნებისმიერს ჩამებღაუჭებიან და მაინცდამაინც არ მიაქცევენ ყურადღებას პარტნიორის ადამიანურ თვისებებს.

2. სიყვარულის ძიება

რატომ გვიყვარს ის, ვინც ცუდად გვექცევა - მთავარი მიზეზები

ვინც ცუდად გექცევა, მასთან დაბრუნების მიზეზი სულაც არ არის სურვილი, რომ ისევ დაიტანჯო. ეს უფრო სიყვარულზე თავისებური წარმოდგენის შედეგია, რომელიც ბავშვობაში ჩამოყალიბდა. ბავშვმა არაფერი იცის იმის შესახებ, როგორ უნდა მოექცნენ მშობლები ბავშვებს.

მან მხოლოდ ის იცის, როგორ ექცევა მშობელი მას. ასეთი დამოკიდებულება მისთვის სიყვარულის ეტალონად ყალიბდება. მათთვის „უსასყიდლოდ“ მიღებული სიყვარული უცხოდ აღიქმება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც მის გონებაში „სიყვარულს“ ნიშნავს.

3. სუსტი „მე“

რატომ გვიყვარს ის, ვინც ცუდად გვექცევა - მთავარი მიზეზები

ბავშვს არ შეუძლია უარი თქვას თავის მშობლებზე. პირველ რიგში, ის საკუთარ თავს თვლის დამნაშავედ, თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას მშობლების ქცევებზე. ისინი კი არ არიან ცუდები, არამედ „მე ვარ ცუდი“ - ზუსტად ასე ხსნიან ქალები, რომლებმაც ძალადობა გადაიტანეს. ამბობენ, რომ თავად მოახდინეს თავდასხმის პროვოცირება.

ბავშვი ფანტაზიორობს და იმედი აქვს, რომ შეიძლება დღეს მამა ფხიზელი მოვიდეს, დედა კი ალერსიანი იქნება. შედეგად მას არ გააჩნია ერთიანი წარმოდგენა საკუთარ თავზე. არ შეუძლია უპასუხოს საკუთარ თავს კითხვაზე: „ვინ ვარ მე?“, „რა მინდა?“.

როდესაც ის იზრდება, მას სჭირდება პარტნიორი, რათა შეავსოს ხარვეზები საკუთარ პიროვნებაში. ამიტომაც მასსა და პარტნიორს შორის იქმნება მყარი, თუმცა ორივესთვის მავნე კავშირი.

ამავე მიზეზით ხდება ადამიანი, რომელიც მუდმივად იტანჯება, უარყოფს რეალობას და ბრაზდება ნებისმიერ რამეზე, ვინც გაბედავს მიუთითებს, რომ რაღაც არასწორად გააკეთა.

4. გზა ცვლილებებისკენ

რატომ გვიყვარს ის, ვინც ცუდად გვექცევა - მთავარი მიზეზები

ბავშვი, რომელიც არ არის მოკლებული მშობლის ზრუნვასა და ყურადღებას, შეუძლია შეაგროვოს პოზიტიური მოგონებების დიდი კოლექცია, რომელიც მომავალში დაეხმარება შიშის გარეშე შეიცნოს სამყარო.

რაც უფრო მეტი შინაგანი რწმენა დაუგროვდება ბავშვს, მით უფრო ხალისიანად გამოეყოფა საკუთარ დედას.



<a href="http://www.psychologies.ru/">http://www.psychologies.ru/</a>