სილამაზე

თმის ყველაზე ტრენდული აქსესუარი 2018 წლისთვის

თმის ყველაზე ტრენდული აქსესუარი 2018 წლისთვის

თუ თვალს ადევნებთ სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიებს, ან ხშირად ათვალიერებთ ონლაინ მაღაზიებს, ან უბრალოდ ეძებთ „პინტერესტზე“ 2018 წლისთვის თმის ტრენდულ აქსესუარებს, შეამჩნევდით, რომ თმის ბაფთიანი ლენტები მოდას დაუბრუნდა.

ასეთი თმის სამაგრებით უკვე არაერთი ვარსკვლავი გამოჩნდა საზოგადოების წინაშე და ზოგმაც ის უკვე ვიზუალის განუყოფელ ნაწილად აქცია. მაგ: SAG Awards-ზე, წითელ ხალიჩაზე, მსახიობი მილი ბობი ბრაუნი კამერების წინ შავი ბაფთით წარსდგა.

ეს არის ელეგანტური, მხიარული და ამვდროულად, ვიქტორიანული ეპიქის მოდით ინსპირირებული აქსესუარი.

შესაძლოა, ასეთი თმის სამაგრი თქვენს ქალიშვილს აქვს, ან შენახული გაქვთ სკოლის პერიოდიდან. დროა, ძველი ნივთები შეამოწმოთ და თუ გაქვთ მსგავსი აქსესუარი, ის კვლავ გამოიყენოთ.

1. დიზაინერები გირჩევენ, რომ არ შეიზღუდოთ ფერების არჩევის დროს - არ არის აუცილებელი მხოლოდ შავი ფერის ბაფთაზე შეაჩეროთ არჩევანი. ხავერდის წითელი ფერის ბაფთაც მოდური გადაწყვეტილება იქნება.

თმის ყველაზე ტრენდული აქსესუარი 2018 წლისთვის

2. ქერა თმას განსაკუთრებით შავი ფერის ბაფთა მოუხდება - მისი საშუალებით შეგიძლიათ უკან შეიკრათ თმა ისე, როგორც ფოტოზეა აღბეჭდილი. ეს მომხიბვლელი და მოდური საოფისე სტილია.

თმის ყველაზე ტრენდული აქსესუარი 2018 წლისთვის

3. მუქი ვარდისფერი ხავერდის ბაფთა - ის შეგიძლიათ თმის ნებისმიერ ფერს შეუსაბამოთ. 

თმის ყველაზე ტრენდული აქსესუარი 2018 წლისთვის

4. აბრეშუმის ბაფთა - ეს აქსესუარი შეგიძლიათ მიიმაგროთ თმაზე იმ ადგილას, სადაც გსურთ.

თმის ყველაზე ტრენდული აქსესუარი 2018 წლისთვის



<a href="http://www.instyle.com/">http://www.instyle.com/</a>