მშობლები

10 რამ, რასაც კარგი მამა გასწავლის

10 რამ, რასაც კარგი მამა გასწავლის

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ექცევა დედა, არის რაღაცები, რისი მაგალითიც სწორედ მამისგან უნდა აიღოს. გადავწყვიტეთ, ყურადღება 10 ცხოვრებისეულ გაკვეთილზე გავამახვილოთ, რომლებსაც ღირსეული მამა აუცილებლად ასწავლის შვილს:


10. ემოციებს სქესი არ გააჩნია

10 რამ, რასაც კარგი მამა გასწავლის

ღირსეულმა კაცმა იცის, რომ როგორც ქალის, ასევე კაცის ცხოვრებაში გრძნობები ბუნებრივი მოვლენაა. ასე რომ, შვილებს ემოციების დაფარვისკენ არ უბიძგებს. მან იცის, რომ ცრემლები ადამიანს არ ასუსტებს, ემოციურობა კი ქალურობას არ ნიშნავს; მოწყენილი, გაბრაზებული, დაბნეული, ბედნიერი, შეშინებული, დაღლილი ან უბედური ორივე სქესის წარმომადგენელი შეიძლება იყოს და კაცებსაც სრული უფლება აქვთ, საკუთარი განწყობა სასურველი ფორმით გამოხატონ.


9. კაცი და ქალი თანასწორუფლებიანია

10 რამ, რასაც კარგი მამა გასწავლის

კარგი მამა ისევე აკეთებს სახლის საქმეს, როგორც დედა. შვილებისთვის უმთავრესია, ოჯახში გაერთიანებულ ძალას ხედავდნენ: როგორც მამას უნდა შეეძლოს ჭურჭლის რეცხვა და ბავშვებისთვის საჭმლის მომზადება, ასევე დედას – გაზონის შეკრეჭა ან სახლიდან ნაგვის გატანა. ასეთი მამა არასოდეს გააკრიტიკებს შვილს ჰობის გამო და არ ეტყვის, რომ ის „ქალის საქმეა“, არამედ შვილის ყველა სახის ინტერესს პატივისცემით მოეკიდება.


8. შენ ნამდვილად ლამაზი ხარ

10 რამ, რასაც კარგი მამა გასწავლის

კარგი კაცი საკუთარ შვილებს აღმერთებს და ყოველთვის აგრძნობინებს, რომ ლამაზები არიან – არა მხოლოდ მაშინ, გამოპრანჭულები სტუმრად რომ მიჰყავს, არამედ საღამოს პიჟამოებში გამოწყობილებსაც. სწორედ ამ დროს სწავლობ საკუთარი თავის სიყვარულს ნებისმიერ ფორმაში, რაც არ უნდა გეცვას.


7. მხოლოდ სილამაზე არაფერს ნიშნავს

10 რამ, რასაც კარგი მამა გასწავლის

კარგი მამა გასწავლის, რომ, რაც არ უნდა ლამაზი იყო, მთავარია პიროვნული თვისებებისა და გონების განვითარება. ადამიანის ბუნებას ფიზიკური მახასიათებლები ყველაზე ნაკლებად განსაზღვრავს და თუ კარგ პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდები, სახის ნაკვთები, სიმაღლე ან წონა ვერაფერს გიშველის.


6. თუ ნამდვილად მოინდომებ, ყველაფრის მიღწევა შეგიძლია

10 რამ, რასაც კარგი მამა გასწავლის

კარგი კაცი შვილებს რწმენას უნერგავს. თუ დაუზოგავად იშრომებენ და მცდელობას არ დააკლებენ, რასაც კი მოისურვებენ, ყველაფერს მიაღწევენ. კარგი მამა შვილის ამბიციებს ჩარჩოებში არასოდეს მოაქცევს და მის „დიდ გეგმებზე“ არასოდეს იხუმრებს, მაშინაც კი, როდესაც თავისი პატარას ფანტაზიების განხორციელება შეუძლებლად ეჩვენება.


5. არასოდეს არ უნდა გაჩერდე

10 რამ, რასაც კარგი მამა გასწავლის

კარგი მამა ბავშვებს წარუმატებლობის ფასსაც ასწავლის და უხსნის, რომ ნებისმიერი გამოცდილება ღირებულია, თუ მისი საშუალებით რამის სწავლას შეძლებენ; იმედგაცრუების პერიოდში კი შვილებს პრობლემის გადალახვისთვის დროს აძლევს, შემდეგ კი ამხნევებს, რომ ცხოვრება ამით არ დამთავრებულა და წინსვლა უნდა განაგრძონ.


4. იმსახურებ, კარგად მოგექცნენ

10 რამ, რასაც კარგი მამა გასწავლის

როდესაც ბავშვობიდან უყურებ, ღირსეული მამაკაცები ქალებს როგორ ექცევიან, სამართლიანი შეფასებების შეგრძნება თავადაც გიყალიბდება. იცი, რომ ვალდებული ხარ, სხვა ადამიანებს პატივი სცე, თუმცა ისინიც ვალდებულები არიან, დაგაფასონ. თუ ასეთ გარემოში გაიზარდე, უზრდელ და უხეშ ადამიანთან ურთიერთობას არასოდეს იქონიებ და თავადაც მოითხოვ იმ სიკეთეს, რასაც სხვების მიმართ გასცემ.


3. არ არის საჭირო, სასწრაფოდ გათხოვდე

10 რამ, რასაც კარგი მამა გასწავლის

კარგი მამა არასოდეს ეტყვის შვილს, გათხოვდი, სანამ დროაო. მისთვის მთავარია, შვილმა ნამდვილად ღირსეული პარტნიორი ნახოს და რაც მთავარია, თავად მიაჩნდეს, რომ სწორი არჩევანი გააკეთა.


2. არსებობს ადამიანი, რომელსაც, ყველაფრის მიუხედავად, უყვარხარ

10 რამ, რასაც კარგი მამა გასწავლის

ღირსეული მამაკაცი შვილს ყველა შეცდომას პატიობს, მის პრობლემებს ისმენს და ყოველთვის გვერდით უდგას; მაშინაც კი, როდესაც შვილი ამას არ იმსახურებს.


1. გრძნობ, რომ გაგიმართლა

10 რამ, რასაც კარგი მამა გასწავლის

წლების მატებასთან ერთად, ცხოვრება საკმაო გაკვეთილებს გასწავლის და ნახავ, რა არის მეგობრის ღალატი, ბულინგი, ინტერნეტტროლინგი და ძალადობისა და აგრესიის გამოხატვის სხვა უამრავი ფორმა; გაიხსენებ მამას და აუცილებლად იტყვი, რომ გაგიმართლა, რადგან ღირსეულმა კაცმა გაგზარდა.



წყარო:&nbsp;<a href="http://thoughtcatalog.com/melanie-berliet/2016/02/10-things-you-learn-from-being-raised-by-a-good-man/">thoughtcatalog.com</a>