LIFE

ფილმის ყურების დროს ტირილი = შინაგან სიძლიერეს

ფილმის ყურების დროს ტირილი = შინაგან სიძლიერეს

თუ ყველაფერზე გეტირება - ფილმზე, წიგნზე, მისალოც ბარათსა თუ სიმღერაზე - ჰორმონებს ნუ დააბრალებ! შეიძლება უცებ გადაწყვიტო სრულიად მარტომ რაიმე ფილმის ყურება, მოიმარჯვო უამრავი ხელსახოცი და გემრიელად იტირო. ის, ვინც თავისუფლად ხარჯავს ემოციებს და ტირის ფილმებზე, განსხვავებით ყველასგან, აქვს ის, რაც დანარჩენებს არ გააჩნიათ - თანაგრძნობის უნარი!

უამრავი ადამიანი - სოციოპათი თუ ნარცისი - ამ გრძნობის გარეშე იბადება და მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში არ უწევს არაფრის და არავის ინტერესების გათვალისწინება, სხვების ადგილას თავის წარმოდგენა.

დიდ ძალას მოითხოვს სხვის საქმეებზე ზრუნვა, ნერვიულობა და მათი მოგვარება. ცხოვრება ძალიან სასტიკია და ზოგს არ უმართლებს, რთულია მათ ადგილას წარმოიდგინო შენი თავი და იგრძნო მათი ტკივილი. შენ თუ ეს შეგიძლია, არა მარტო ამ ტკივილის ატანა, არამედ მისი შეგრძნებაც, განსაკუთრებულად ძლიერი ხარ. იმდენად ძლიერი, რომ სხვების მაგივრადაც შეგიძლია იყო ძლიერი.

სხვა ადამიანზე ზრუნვა და მისი ტკივილის გაზიარება სისუსტეს არ ნიშნავს, თუნდაც ეს ადამიანი ფილმის ან წიგნის პერსონაჟი იყოს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ შენ გაქვს გული, რომელიც შეიძლება სხვის გამო გატყდეს. თუმცა ფილმის დასრულების შემდეგ ის თავისით გამთელდება. ეს მეტყველებს შენს ხასიათზე - ადამიანები, რომლებიც ტირიან ფილმის დროს, შემდეგ კი ისე უბრუნდებიან რეალობას, თითქოს არაფერი მომხდარა, არიან ძალიან ძლიერები და ჭკვიანები. მათ შეუძლიათ რეალობის და ფიქციის მომენტალურად განცალკევება და რეალობაში სწრაფად დაბრუნება.

ფილმის ყურების დროს ტირილი = შინაგან სიძლიერეს

ზოგჯერ ფილმის ყურების დროს ხშირად გვეტირება იმიტომ, რომ მთავარი გმირის თავს ზუსტად იგივე ხდება, რაც ჩვენ უკვე გადავიტანეთ ან გადატანის პროცესში ვართ. ხანდახან სპეციალურადაც კი შეიძლება იმ ფილმის შერჩევა, რომელიც შენს მდგომარეობასთან ახლოს იქნება, რაც ემოციებისგან დაცლაში დაგეხმარება. საინტერესოა, ვინ ჩაგთვლის სუსტად, როცა შეგიძლია თვალი გაუსწორო იმას, რამაც წარსულში გული გატკინა?!

ხანდახან გვეტირება მხოლოდ იმიტომ, რომ მსახიობი არის გენიოსი. ის ისე უბადლოდ ასრულებს როლს, რომ შეუძლებელი ხდება ცრემლების შეკავება. ამ ემოციის გამოხატვის კიდევ უფრო მძაფრ ფორმებს სტენდალის სინდრომს ეძახიან. ეს ხდება, როდესაც ხელოვნების რომელიმე ნიმუშმა იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა შენზე, რომ შენ როგორც ემოციურ, ისე ფიზიკურ ტკივილს განიცდი. დამეთანხმები, რომ „შინდლერის სიის“ ნახვის შემდეგ მართლაც ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება და ემოციებისგან სწრაფად გათავისუფლება.

ფილმის ყურების დროს ტირილი = შინაგან სიძლიერეს

მგრძნობიარე ადამიანებისთვის ნამდვილ გამოცდას ჰგავს მიმიკის შეუცვლელად ემოციური ფილმის ან გადაცემის ყურება, შთამბეჭდავი მუსიკის მოსმენა. ჩვენ ხშირად გვიწევს ემოციებისგან თავშეკავება და მათი „ბნელ ოთახში“ გამოკეტვა. მე თუ მკითხავ, ამ ყველაფერსაც უდიდესი ძალა სჭირდება.

ალბათ, ძლიერ ადამიანებზე ფიქრის დროს, ასეთ „მტირალებზე“ არავინ ფიქრობს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რაც ფსიქიკურად ძლიერი ადამიანებს ახასიათებთ სწორედ თანაგრძნობის უნარია და კიდევ ინტელექტი, რაც აუცილებელია მსგავსი ემოციების გამოსახატავად.



წყარო:&nbsp;<a href="http://theberry.com/">theberry</a>