ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ის, თუ რას ვიცვამთ სამოსის ქვეშ, როგორ თეთრეულს ვიყენებთ, მჭიდრო კავშირშია ჩვენს შინაგან სამყაროსთან.

გთავაზობთ 10 ყველაზე გავრცელებული ფორმის ტრუსს. შეხედეთ ფოტოს და აირჩიეთ ის, რომელსაც თავად ანიჭებთ უპირატესობას.

ახლა კი, გაიგეთ, რას ამბობს თქვენი ფავორიტი თეთრეული თქვენი პიროვნების შესახებ.

1. თუ პირველი ტრუსი, ანუ T-სტრინგია თქვენი ფავორიტი - ეს ნიშნავს, რომ ძალიან გიყვართ საკუთარი თავის, ხართ დამოუკიდებელი და არ ხართ მორცხვი. ყოველთვის აკეთებთ იმას, რაც გსურთ.

2. თუ უპირატესობას ანიჭებთ ისეთ ტრუსს, რომელიც მეორე ფოტოზეა აღბეჭდილი, ანუ G-სტრინგს - ეს ნიშნავს, რომ ხართ ადამიანი, რომელიც ახერხებს ცხოვრებაში ბალანსის პოვნას. შეგიძლიათ, ყოველდღიურ მარტივ ცხოვრებისეულ მოვლენებში იპოვნოთ ბედნიერება.

3. თუ მესამეა თქვენი ფავორიტი, ეს არის ტონგი - ამ თეთრეულის არჩევა მეტყველებს, რომ ამბიციური, მოტივირებული და წარმატებაზე ორიენტირებული ხართ. არ გიჭირთ კომფორტის ზონის დატოვება. თქვენ სხვებისთვისაც ხდებით მოტივატორი და შთაგონების წყარო.

4. თუ მეოთხე ფოტო, ანუ ტანგა აირჩიეთ - ბუნებრივი და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი ხართ. დეტალებში ეძებთ ბედნიერებას. გულწრფელები ხართ მხოლოდ ახლობელ ადამიანებთან.

5. თუ ბიკინი აირჩიეთ - მას ჩვეულებრივ ატარებენ ქალები, რომლებსაც მოსწონთ თავიანთი სხეულის ფორმები, შესაბამისად, თქვენც ასეთი ხართ, მოგწონთ საკუთარი აღნაგობა, ძალიან სექსუალური ხართ. გამოირჩევით პრაქტიკული აზროვნებით და მიუხედავად მხიარული ნატურისა, შეგიძლიათ, საჭიროების შემთხვევაში, სერიოზული და ცოტა მკაცრიც იყოთ.

6. თუ მეექვსე ტრუსი აირჩიეთ - თქვენ ჭკვიანი, ფრთხილი და მხიარული ხართ. იუმორის შესანიშნავი გრძნობა გაქვთ და განსაკუთრებული შარმით გამოირჩევით. საოცარი უნარი გაქვთ ადამიანების მოხიბვლის.

7. თუ მეშვიდე აირჩიეთ - როგორც წესი, ასეთ თეთრეულს ატარებენ მშვიდი და წყნარი ადამიანები. გამოირჩევიან სამართლიანობით, თუმცა ბოლომდე თავიანთ ნამდვილ ხასიათს არ ავლენენ და წინასწარ ვერასოდეს გაიგებთ, მისგან რას უნდა ელოდოთ. მათ სჩვევიათ ადამიანების გაკვირვება.

8. თუ მერვე, მამაკაცური ტრუსია თქვენი ფავორიტი - კომუნიკაბელური და მომხიბვლელი ხართ. არ გიყვართ სახლში ყოფნა, სიამოვნებას მხოლოდ მაშინ იღებთ, როცა რაიმე აქტივობით სახლის გარეთ კავდებით. თქვენთვის მნიშვნელოვანია ის, თუ რას ფიქრობს ხალხი.

9. თუ მეცხრე, კლასიკური ტრუსი აირჩიეთ - ეს ნიშნავს, რომ ხართ ადამიანი, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია კომფორტი. მთავარია, თავი იგრძნოთ კომფორტულად და ესთეტიკურ მხარეს ყურადღებას არ აქცევთ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც რთულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნება შეუძლია. ასევე, პრობლემების მარტივად გადაჭრის უნარით გამოირჩევით.

10. თუ მაღალწელიანი ტრუსია თქვენი ფავორიტი - ეს ნიშნავს, რომ ძალიან კომუნიკაბელური ხართ და გარშემომყოფებს ძალიან უყვარხართ. დიდად არ გაწუხებთ ის, თუ რას ფიქრობენ თქვენზე. საკუთარი თავისთვისაც და გარშემომყოფებისთვისაც კომფორტს ქმნით და ამის გამო ადამიანებისთვის სასურველი მეგობარი და პარტნიორი ხართ.