LIFE

7 მეთოდი, როგორ უნდა გადაიყვაროთ ადამიანი, რომელსაც არ უყვარხართ

7 მეთოდი, როგორ უნდა გადაიყვაროთ ადამიანი, რომელსაც არ უყვარხართ

ხშირად ხდება, რომ შეყვარებულები ვართ ადამიანზე, რომელსაც არ სურს ჩვენთან ყოფნა, არ ვაინტერესებთ, არ ვუყვარვართ. ასეთ დროს თავს უბედურად ვგრძნობთ, თვითშეფასების ხარისხი ეცემა და დეპრესიულები ვხდებით.

გთავაზობთ 7 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ, რომ გადაიყვაროთ ადამიანი, რომელსაც არ უყვარხართ.

1. გაიაზრეთ და მიიღეთ ის ფაქტი, რომ მას არ სჭირდებით - თუ ერთ დღეს ფიქრობთ რომ შეყვარებული ხართ ადამიანზე და მასაც უყვარხართ, მაგრამ მეორე დღეს ის იკარგება და კვირების განმავლობაში ვერაფერს იგებთ მის შესახებ, ეს ნიშნავს რომ აქ სიყვარულთან გვაქვს საქმე.

7 მეთოდი, როგორ უნდა გადაიყვაროთ ადამიანი, რომელსაც არ უყვარხართ

სჯობს, მოვლენებს შეხედოთ რეალისტურად. შემდეგ ჯერზე, როცა კვლავ შეხვდებით მას, დააკვირდით ქმედებებს, რამდენად იჩენს მზრუნველობასა და ყურადღებას, თუ ვერანაირ ყურადღებას ვერ გრძნობთ მისგან, რატომ უნდა დაკარგოთ დრო ფიქრითა და დარდით?!

2. ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეთ - აუცილებლად უნდა გადაიტანოთ ყურადღება სხვა რამეზე და რა თქმა უნდა, თავი არ უნდა დაინტანჯოთ იმ ურთიერთობაზე ფიქრით, რომელიც წარმატებული ვერ იქნება. შეწყვიტეთ გამუდმებით სოციალურ ქსელებში მისი ანგარიშის შემოწმება.

7 მეთოდი, როგორ უნდა გადაიყვაროთ ადამიანი, რომელსაც არ უყვარხართ

თუ მასთან შეხვედრა საქმის გამო რეგულარულად გიწევთ, სცადეთ თავიდან მოიშოროთ მასზე ფიქრები. მაშინაც კი, თუ ადამიანი რომელიც გიყვართ, იმავე ოთახშია, რომელშიც თქვენ, არ ნიშნავს, რომ გამუდმებით მასზე უნდა იფიქროთ. იფიქრეთ თვენს პირად სურვილებზე, ოცნებებზე, რომლებიც ამ ადამიანთან ურთიერთობას არ უკავშირდება.

3. იპოვეთ ვინმე, ვისაც იგივე პრობლემა აქვს - დედამიწაზე ერთადერთი ადამიანი თქვენ არ ხართ, რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობაში პრობლემები აქვს. ბევრ ადამიანს აქვს მტკივნეული გამოცდილება. მოუყევით ახლო მეგობარს თქვენი გრძნობებისა და განცდების შესახებ. სთხოვეთ მას გირჩიოთ, როგორ გადარჩეთ და როგორ დააღწიოთ თავი ტკივილს.

7 მეთოდი, როგორ უნდა გადაიყვაროთ ადამიანი, რომელსაც არ უყვარხართ

ზოგჯერ ადამიანის მდგომარეობიდან გამოყვანა მხოლოდ ერთ წინადადადებას შეუძლია და ეს წინადადებაა - „რა კარგად მესმის შენი“. თუ არ გსურთ პირად გრძნობებზე ვინმეს ესაუბროთ, მაშინ იპოვნეთ და წაიკითხეთ სტატიები, წიგნები, ფსიქოლოგიური რჩევები, რომლებიც პრობლემასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

4. იზრუნეთ საკუთარ თავზე - როგორც წესი, რთულ სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი ადამიანები ივიწყებენ საკუთარ თავზე ზრუნვას, არაფრის გაკეთება არ სურთ, თუმცა ასეთი ქცევით ყველაზე დიდ შეცდომას უშვებენ. ნებისმიერ სიტუაციაში იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე და ჯანმრთელობაზე. ეცადეთ, მიიღოთ სიამოვნება ცხოვრების ყველა წუთით.

7 მეთოდი, როგორ უნდა გადაიყვაროთ ადამიანი, რომელსაც არ უყვარხართ

5. ივარჯიშეთ - ძალიან ბერვი გზა არსებობს ემოციური ბალანსის საპოვნელად. მათ შორის ყველაზე ეფექტური გზაა ფიზიკური ვარჯიში. ის დაგეხმარებათ, რომ მოიშოროთ ნეგატიური ფიქრები. ყოველ დილით ირბინეთ, ან დაკავდით ფიტნესით, იარეთ სპორტ დარბაზში, ან საცურაო აუზზე, ისწავლეთ ცხენით ჯირითი, ამით ძალიან ბევრ პოზიტიურ ენერგიას მიიღებთ. ზოგადად, ადამიანს ცხოველებთან ურთიერთობა დადებითი ემოციებით ავსებს. შეგიძლიათ ასევე შეხვიდეთ ცეკვის წრეზე, ცეკვა საუკეთესო თერაპიაა.

7 მეთოდი, როგორ უნდა გადაიყვაროთ ადამიანი, რომელსაც არ უყვარხართ

6. დატოვეთ წარსულში „მასზე“ ოცნება - შეეშვით უიმედო ოცნებას. არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე იფიქრო ადამიანზე და ელოდო მას, ვისაც არ უყვარხარ და ყურადღებას არ გაქცევს. თუ ხედავთ, რომ ის ყურადღებას არ გაქცევთ, ნუ ეცდებით მის გამართლებას. თუ ადამიანს არ უყვარხართ, ის იპოვნის უამრავ საბაბს იმისთვის, რომ დრო თქვენ გვერდით არ გაატაროს. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი მსგავს სიტუაციაში, თუ არ გსურთ პაემანზე, ან რომელიმე წვეულებაზე წასვლა, როგორ მოიქცევით?! - დარწმუნებულები ვართ, უამრავი მიზეზის მოფირებას შეძლებთ იმისთვის, რომ წასვლა თავიდან აიცილოთ.

7 მეთოდი, როგორ უნდა გადაიყვაროთ ადამიანი, რომელსაც არ უყვარხართ

7. ნუ გაბრაზდებით - სიყვარულში წარუმატებლობა ცხოვრების ნაწილია. თუ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გსურდათ, როგორც გეგმავდით, ნუ შეიზიზღებთ საკუთარ თავს და ნურც საპირისპირო სქესის ადამიანებს. გჯეროდეთ, რომ ბედნიერებას ერთ დღეს აუცილებლად იპოვნით. ნუ უსურვებთ უბედურებას მას ვინც გიყვარდათ და გული გატკინათ.

7 მეთოდი, როგორ უნდა გადაიყვაროთ ადამიანი, რომელსაც არ უყვარხართ



<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>