წარმოიდგინეთ, რომ თქვენ და თქვენს პარტნიორს ერთდროულად მოგცეს დაუგეგმავად დასვენების დღე. რამდენიმე წუთით დაფიქრდით და დაგეგმეთ, როგორ გაატარებდით ამ დღეს. ამის შემდეგ აირჩიეთ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი პასუხი, რომელიც ყველაზე ახლოს აღმოჩნდება თქვენს ფიქრებთან.

ა) ამ დღეს, ჩვენ ერთად გავატარებთ - წავალთ კინოში ან რესტორანში.

ბ) ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანი თავისი საქმით დაკავდება.

გ) მე შევთავაზებ გასეირნებას, მაგრამ საბოლოოდ ერთად გადავწყვეტთ, როგორ გავატაროთ დღე.

შედეგები:

ვარიანტი „ა“. თქვენ უმეტეს შემთხვევაში დამოუკიდებლად იღებთ გადაწყვეტილებებს და არ უნაწილებთ პარტნიორს პასუხისმგებლობას. ეს თითქოს კარგიც არის. მაგრამ ამით თქვენ მას არჩევანის უფლებას ართმევთ. შედეგად შეიძლება ხშირად იკამათოთ. ხშირმა ჩხუბმა კი მომავალში შესაძლოა დაშორებაც გამოიწვიოს.

მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საყვარელი ადამიანი მზად არის უსიტყვოდ დაგემორჩილოთ, ურთიერთობა მთელი ცხოვრება გაგრძელდება.

ვარიანტი „ბ“. ამ პასუხში მთავარი სიტყვაა - „ვფიქრობ“. როგორც ჩანს, ცდილობთ, მარტომ იფიქროთ და იგნორირებას უკეთებთ მის აზრებს. ასეთი მიდგომა ქორწინებაში, დიდი ალბათობით კრიზის წარმოშობს. რა თქმა უნდა, სევდიანი დასასრულისთვის საჭიროა სხვა წინაპირობებიც, მაგრამ იმ ადამიანის ინტერესის იგნორირება, ვისთანაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ, - მნიშვნელოვანი საბაბია ჩხუბისთვის.

ვარიანტი „გ“. თუ ეს ვარიანტი აირჩიეთ, მაშინ გილოცავთ. ეს ყველაზე საღი პასუხია სამივე ვარიანტიდან. ეს ნიშნავს, რომ თქვენ, ანგარიშს უწევთ პარტნიორს და მას არასოდეს აყენებთ ფაქტის წინაშე. შედეგად ურთიერთობები უფრო მყარი და ბედნიერია.

რატომ მუშაობს ეს ტესტი

ეს მოკლე ტესტი ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას ასახავს, რომელსაც წყვილები საკმაოდ ხშირად აწყდებიან - გადაწყვეტილებების ერთად მიღება. ქორწინების ყველაზე დიდი სიცრუე, ფსიქოლოგების აზრით, იმაში მდგომარეობს, რომ მას როგორც საერთო ინტერესებისა და მსგავსი შეხედულებების მქონე ორი ადამიანის მყარ კავშირად აღიქვამენ.

მაგრამ რეალურად ქორწინება შეურიგებელი განსხვავებებით იწყება. ამიტომ მოგიწევთ ანგარიში გაუწიოთ ამ განსხვავებებს და გახსოვდეთ ერთი ფაქტი, რომ თქვენი მეორე ნახევარი - საკუთარი აზრისა და პრიორიტეტების მქონე სხვა ადამიანია.