ყველა ადამიანის დაბადების თვეს უკავშირდება კონკრეტული ყვავილი, რომელთა საშუალებითაც პიროვნული თვისებების შესახებ ბევრი რამის გაგება შეგვიძლია.

როგორც ამბობენ, დაბადების დღის ყვავილთან ადამიანს განსაკუთრებული კავშირი აქვს და თუ დაბადების დღეზე მეგობარს, ან საყვარელ ადამიანს ყვავილს ამის გათვალისწინებით აჩუებთ, ეს საჩუქარი მისთვის ბედნიერების მომტანი იქნება.

ვნახოთ „ყვავილების ზოდიაქო“ და გავიგოთ, რომელია თქვენი ყვავილი.

1. იანვარი, მიხაკი - საყვარელი, მომხიბვლელი და განსხვავებული ხართ. ყველა ფერის მიხაკს სხვადასხვა დატვირთვა აქვს. თქვენს პიროვნებასთან ფანსაკუთრებულ კავშირში კი ვარდისფერი მიხაკია. თქვენ გამორჩეულად კარგი მშობელი ხართ, საოცრად განვითარებული ინსტინქტებით.

2. თებერვალი, ზამბახი და ია - ზამბახი სიბრძნის სიმბოლოა, ხოლო ია მომხიბვლელობის. ეს ნიშნავს, რომ თებერვალში დაბადებული ადამიანები სიბრძნით გამოირჩევით და საოცრად მომხიბვლელები ხართ.

3. მარტი, თქვენი ყვავილია ნარგიზი - ეს ყვავილი თავიდან დაბადების, ახლის დასაწყისის სიმბოლოა. თუ ამ ყვავილებს გაჩუქებენ დაბადების დღეზე, ბედნიერება გეწვევათ. როცა გაჩუქებენ, გაუფრთხილდით, ხშირად შეუცვალეთ წყალი, რომ დიდხანს შეუნარჩუნოთ სიცოცხლე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

4. აპრილი, სურნელოვანი ბარდა და გვირილა - სურნელოვანი ბარდას ყვავილი დელიკატური და სასიამოვნო განწყობის მომტანი მცენარეა, ხოლო გვირილა უცოდველობისა და სამართლიანობის სიმბოლოა. თუ აპრილში დაიბადეთ, სწორედ ასეთი ხართ - სასიამოვნო და სამართლიანი ადამიანი.

5. მაისი, მინდვრის შროშანი - ეს ყვავილი სითბოსა და სიყვარულის სიმბოლოა. ამიტომაც, თუ მაისში დაიბადეთ, ძალიან მოსიყვარულე ჰუმანური ხართ.

6. ივნისი, ვარდი - მოსიყვარულე და ვნებიანი ხართ. განსაკუთრებულლ კავშირს ყვითელ ვარდთან იგრძნობთ და თუ ასეთი ფერის ვარდს გაჩუქებენ, ეს თქვენთვის წარმატების მომტანი იქნება.

7. ივლისი, სოსანი - ეს ყვავილი მხიარულებისა და თავქარიანობის სიმბოლოა. თუკი ივლისში დაიბადეთ, თქვენ მხიარული და კომუნიკაბელური ნატურა ხართ, რომელსაც გარშემომყოფთათვის ბედნიერება მოაქვს.

8. აგვისტო, ხმალა - ის ძალის და სიყვარულის სიმბოლოა. თუ აგვისტოში დაიბადეთ, ეს ნიშნავს, რომ ადვილად შეგიძლიათ ადამიანების გულის მოგება და ძლიერი პიროვნული თვისებებით გამოირჩევით.

9. სექტემბერი, ასტრი - ყვავილი სიყვარულისა და მოთმინების სიმბოლოა. სექტემბერში დაბადებული ადამიანები მოთმინების დიდი უნარით გამოირჩევიან და ყველაზე დიდი კავშირი მათ ამ ყვავილთან აქვთ.

10. ოქტომბერი, გულყვითელა - ის უკვდავი სიყვარულის, სითბოს, ასევე დარდისა და სევდის სიმბოლოა. ოქტომბერში ადამიანები საოცრად თბილები არიან, მუდამ სიყვარულს გასცემენ და სჯერათ უკვდავი სიყვარულის, თუმცა ამავდროულად, სხვა პერიოდში დაბადებულ ადამიანებთან შედარებით, უფრო დარდიანები არიან.

11. ნოემბერი, ქრიზანთემა - ყვავილი მეგობრობის, ოპტიმიზმისა და მხიარულების სიმბოლოა. ამ თვეში დაბადებული ადამიანებისთვის თუ ყვავილების ჩუქებას გადაწყვეტთ, ეს ყვავილები აუცილებლად ქრიზანთემები უნდა იყოს. ნოემბერში დაბადებული ადამიანები მეგობრულები, ოპტიმიზმით სავსენი და მხიარულები არიან და ყველაზე დიდ კავშირს ყვავილებს შორის ისინი ქრიზანთემებთან პოულობენ.

12. დეკემბერი, საშობაო ყვავილი და კაქტუსი - საშობაო ყვავილი წარმატების და დღესასწაულის სიმბოლოა, ხოლო კაქტუსი - ბედნიერების, სიმართლისა და ნაყოფიერების. ეს ნიშნავს, რომ თუ დეკემბერში დაიბადეთ, თქვენ გვერდით ყოფნა ნამდვილი დღესასწაულია, ამბობთ ყოველთვის სიმართლეს, არ ხართ ყალბები და წარმატების მისაღწევად ყველაფერს აკეთებთ.