1. გიყვართ ადამიანების გაბრაზება, მაგრამ არ გიყვართ, როდესაც სხვებიც ასე იქცევიან

ყოველთვის ახერხებთ მეგობრის გაბრაზებას, მაგალითად, მისი მავნე ჩვევების გამო. მაგრამ თუ ვინმე გეტყვით, რომ უკვე მესამე დღეა ერთი და იგივე შარვალი გაცვიათ, თავის მართლებას იწყებთ.

2. ტირით ჩხუბის შემდეგ

თქვენ არ მიეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, ვინც სიბრაზისგან ტირიან, და გრძნობების შეკავება იდეალურად შეგიძლიათ, მაგრამ, როგორც კი მარტო დარჩებით, დახურულ კარს მიღმა, - მაშინვე ტირილს იწყებთ.

3. ინახავთ მეგობრების საყვარელ შეტყობინებებს, რათა მერე გადაიკითხოთ

არასოდეს წერთ გულისამაჩუყებელ ტექსტებს და არც სოციალურ ქსელში მეგობრებთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებთ. მაგრამ ღამე საწოლში ხშირად კითხულობთ ყველა ამ სახალისო და საყვარელ შეტყობინებას, რომლებიც მეგობრებმა გამოგიგზავნეს.

4. არ ლაპარაკობთ საკუთარ გრძნობებზე

აღიარო, რომ თავს კარგავ საყვარელი ადამიანის გამო, - ნიშნავს დაკარგო მიუწვდომელი ქალის იმიჯი. შენ სხვადასხვანაირად განიცდი გრძნობებს, მაგრამ ამის შესახებ არავინ არ იცის.

5. იცავთ მეგობრებს

თქვენ თვლით, რომ მეგობრების დახმარება გაძლიერებს (ასეც არის). მაგრამ რეალურად ასე ისინი იქცევიან, ვისაც კეთილი და საყვარელი ადამიანის იმიჯი აქვთ.

6. რამდენიმე ახლო მეგობარი გყავთ, და არა ათეულობით კარგი ნაცნობი

თქვენ სერიოზულ, ღრმა ურთიერთობებს უფრო მეტად აფასებ, ვიდრე მრავალრიცხოვან ნაცნობობას. და წვეულებებს მეგობრებთან შეხვედრას ამჯობინებთ.

7. თვლით, რომ არ გეხერხებათ საყვარელი ადამიანის დამშვიდება, სინამდვილეში კი ძალიან კარგად გამოგდით

თქვენ იმ ადამიანების რიცხვს არ მიეკუთვნებით, ვინც მუდმივად ეხუტება მეგობრებს და რამდენიმე საათი გვერდიდან არ შორდება. თქვენ მიგაქვთ სევდიანი მეგობრისთვის გემრიელი ტორტი ან ესაუბრები იმის შესახებ, როგორი მახინჯია მისი ყოფილი.

8. შესანიშნავად ირჩევთ საჩუქრებს

გულში ყოველთვის ამაყობთ, რომ კარგი საჩუქრის გაკეთება შეგიძლიათ. უბრალოდ კარგად გრძნობთ ადამიანებს და მათ სურვილებს.

9. ადამიანები თვლიან, რომ სტოიკოსი (გაჭირვებისა და განსაცდელის მტკიცედ ამტანი ადამიანი) ხართ, მაგრამ მათ არ იციან, რომ რეალურად მალავ საკუთარ ხასიათს და დიდი სურვილი გაქვს ხანდახან შენც იწუწუნო.