როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ლომის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანი შეგიყვარდათ? – 9 რჩევა
- 28.02.2018
გთავაზობთ რჩევებს ასტროლოგებისგან - როგორ უნდა მოიქცეთ თუ ლომის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანი შეგიყვარდათ:
1. მიეცით ლომს ეგოისტურად მოქცევის საშუალება - ლომის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანები საკუთარი თავის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან და ბუნებით ეგოისტები არიან. უნდა მისცეთ საშუალება, რომ იყონ ისეთები, როგორებიც რეალურად არიან, უნდა დაანახოთ, რომ ისეთი გიყვართ, როგორიც სინამდვილეშია.
2. პატივი ეცით მის შეხედულებებს - თქვენ გვერდით მან საკუთარი პიროვნება არ უნდა დაკარგოს. ის ინდივიდია და თავისი შეხედულებები აქვს. მისი შეხედულებების მიმართ პატივისცემით უნდა იყოთ განწყობილნი, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ ლომის გულის მოგებას.
3. უთხარით ლომს, რომ ის შესანიშნავია - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს განსაკუთრებით უყვართ ქება. კომპლიმენტები ყველასგან სიამოვნებთ, მაგრამ განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, საყვარელი ადამიანისგან. გაეცით მის მიმართ დიდი სიყვარული, გაანებივრეთ ქათინაურებით. ის სიამაყით აივსება და ნახავთ, რომ სანაცვლოდზღვა სიყვარულს მიიღებთ.
4. აჩუქეთ მხოლოდ საუკეთესო - საჩუქრის შერჩევა ცოტა რთულია როცა საქმე ლომს ეხება, რადგანაც ის ყურადღებას ხარისხზე ამახვილებს. უხარისხო, იაფფასიანი და ბევრი საჩუქრის ყიდვას, გირჩევთ ფული დაზოგოთ და საუკეთესო ხარისხის საჩუქარი შეურჩიოთ. შედეგად, მის ყურადღებასა და პატივისცემას ნამდვილად დაიმსახურებთ.
5. არ შეიჭრათ მის პირად სივრცეში, არ სცადოთ მისი პიროვნების შეცვლა - ლომს უყვარს თავისი მოსაზრების გამოთქმა და საკუთარი აზრი ყველა საკითხზე აქვს. მან არ უნდა იგრძნოს რომ თქვენ გვერდით გარკვეული შეზღუდვები აქვს.
6. იყავით რომანტიკული - ლომს მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა და უყვარს, როცა მის გვერდით მყოფი ადამიანი რომანტიკულია. ეცადეთ თქვენს ლომ პარტნიორს თავი განსაკუთრებულად აგრძნობინოთ. გაეცით მის მიმართ დიდი სიყვარული. მას უყვარს სასიამოვნო და რომანტიკულ გარემოში ყოფნა.
7. მიეცით საშუალება,დაგიცვათ - ლომი თავდაჯერებული, საკუთარ თავში დარწმუნებულია. ის მზადაა საყვარელი ადამიანისთვის ყველაფერი გააკეთოს. მიეცით მას საშუალება, გიჩვენოთ საკუთარი ძალა. ლომის გვერდით თავს ყველაზე უსაფრთხოდ იგრძნობთ.
8. ნუ იქნებით ეჭვიანები და ყურადღებას ნუ მიაქცევთ თქვენი ლომი პარტნიორის ბევრ თაყვანისმცემელს - როგორც უკვე ვთქვით, ლომი ერთგულია. არ გქონდეთ იმის შიში, რომ ის ვინმეში გაგცვლით. დაივიწყეთ მისი თაყვანისმცემლები, მას მხოლოდ თქვენ უყვარხართ.
9. ეცადეთ, ყოველთვის იყოთ საინტერესო - ურთიერთობის დასაწყისში აჩვენეთ, რომ რთულად მისაწვდომი ხართ, ამ შემთხვევაში თქვენ მასში უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევთ და უფრო სასურველი გახდებით.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="https://www.powerofpositivity.com">https://www.powerofpositivity.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია