1. რეალისტური მოლოდინი სიყვარულისგან
შეყვარება ადვილია, შეინარჩუნო სიყვარული კი სულ სხვა საქმეა. ხანგრძლივი ურთიერთობების დამყარება ძალიან ძნელია. მყარი ურთიერთობების დროს პარტნიორები წინასწარ გრძნობენ პრობლემებს და გეგმავენ, როგორ გადალახონ ისინი.
2. პოზიტიური განწყობა
ბედნიერი პარტნიორები, როდესას შეცდომებს უშვებენ, არ ამუქებენ. დაავიწყდა ქიმწმენდიდან მეუღლის ნივთების გამოტანა? - ეს არ შეიძლება იყოს მიზეზი ჩხუბისთვის და დაბრალება რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ამაში საშინელი არაფერი არ არის. მოსიყვარულე პარტნიორებიც კი ცდებიან ხანდახან.
3. პარტნიორობა, და არა მეტოქეობა
პარტნიორებს შორის კონკურენცია - არაჯანსაღი ურთიერთობების ნიშანია. დატკბით ერთმანეთთან ყოფნით, შეჯიბრის კი დაიტოვეთ სხვა სფეროებისთვის.
4. პასუხისმგებლობა
როდესაც ჩნდება პრობლემა, თითოეული მათგანი იმაზე ფიქრობს, ამაში მისი ბრალი ხომ არ არის. არ შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს დამნაშავე, კარგი პარტნიორები საკუთარი თავიდან იწყებენ, სანამ სხვას წაუყენებენ პრეტენზიებს. არაჯანსაღ ურთიერთობებში კი, პირიქით, ერთმანეთს აბრალებენ და ასე იხსნიან პასუხისმგებლობას.
5. ნდობა
ჯანსაღ ურთიერთობებში ადამიანები ენდობიან ერთმანეთს. მათ სჯერათ პარტნიორის პატიოსნებისა და ერთგულების, მათ არ ტანჯავთ ეჭვები და ეჭვიანობა. მათ იციან, რომ პარტნიორი ცდილობს შეინარჩუნოს ურთიერთობები.
6. ზრუნვა
ხშირად მოგვიწოდებენ მოვუსმინოთ საკუთარ გულს, მაგრამ არ შეიძლება დააყენო საკუთარი მოთხოვნილებები პირველ ადგილზე და იგნორირება გაუკეთო პარტნიორის მოთხოვნილებებს. ეცადეთ აჩუქოთ პარტნიორს „ემოციური“ საჩუქრები.
7. გულახდილობა
სექსი და ფული, სურვილები და გაწბილებები. თუ ურთიერთობები ჯანსაღია, მაშინ დაგაინტერესებს, რას ფიქრობს და გრძნობს პარტნიორი, თუნდაც სიმართლე უსიამოვნო აღმოჩნდეს.
8. განვითარება
პარტნიორი, რომელმაც გაცნობის მომენტში მოგხიბლათ, დროთა განმავლობაში შეიცვლება. თქვენ შეგიძლიათ შეეწინააღმდეგოთ ცვლილებებს ან მიიღოთ ისინი. ჯანსაღი წყვილები ინარჩუნებენ ახალ გატაცებებს, კარიერულ მისწრაფებასა და ინტერესებს, რომლებიც პარტნიორს გზადაგზა უჩნდება. მნიშვნელოვანია ერთად ვითარდებოდეთ და იცვლებოდეთ, ამისათვის კი პარტნიორული ურთიერთობებია საჭირო.
9. პატივისცემა
ჯანსაღ კავშირებში პარტნიორები ყველაზე უსიამოვნო და მნიშვნელოვან საკითხებსაც კი ერთმანეთის პატივისცემით განიხილავენ. მათ შეუძლიათ იკამათონ და ხმასაც კი აუწიონ, მაგრამ არასოდეს მიაყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები
<a href="http://www.psychologies.ru">http://www.psychologies.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია