რა გელოდებათ მარტში? - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
- 02.03.2018
გთავაზობთ მარტის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:
1. ვერძი - სავსე მთვარე ქალწულშია, რაც დადებითად მოქმედებს თქვენზე. ის აძლიერებს თქვენს აურას. ამ პერიოდში იგრძნობთ ემოციურ მდგრადობას, არ არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის პრობლემები. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, გამოცოცხლებას და ახლის დასაწყებად, ან საქმის ახალი შემართებით გასაგრძელებლად ენერგიის მოზღვავებას.
2. კურო - კარგი თვეა ახალი კავშირების დასამყარებლად. მოსალოდნელია წარმატება როგორც სასიყვარულო, ასევე საქმიან ურთიერთობებში. კოსმიური ენერგიის წყალობით უფრო გაძლიერდებით.
3. ტყუპები - თქვენ არ გეშინიათ ერთდროულად ბევრი ამოცანის გადაჭრის, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ყველაფერს ერთად ვერ აკეთებთ და სასოწარკვეთილება გიპყრობთ. მარტში მოსალოდნელია, რომ ბევრი საქმის ერთად გაკეთებას მოინდომებთ და შესაძლოა, საბოლოო ჯამში, ვერც ერთი ვერ გააკეთოთ სათანადოდ. ამიტომ, ასტროლოგები გირჩევენ, აირჩიოთ პრიორიტეტი და დაკავდეთ მხოლოდ იმ საქმით, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია.
4. კირჩხიბი - მოსალოდნელია რომ კოლეგის, ან მეგობრის მიმართ დიდ სიყვარულს იგრძნობთ. ფრთხილად იყავით საოფისე რომანის გაბმის შემთხვევაში. შესაძლოა,აღნიშნულის გაო სამსახურში პრობლემები შეგექმნათ.
5. ლომი - ვწუხვართ, მაგრამ მარტში ფინანსური პრობლემები გელოდებათ. თქვენ არ იკლებთ ფუფუნებას და მდიდრულ ცხოვრებას, გაზაფხულის პირველ თვეში თქვენი ბიუჯეტი და ცხოვრების სტილი ერთმანეთთან შეუსაბამობაში აღმოჩნდება. გულს ნუ გაიტეხთ. ეს ერთგვარ გაკვეთილად მიიღეთ და სხვა დროს ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ.
6. ქალწული - თქვენ, როგორც წესი, ყველანაირ სიტუაციას ლოგიკურად აფასებთ. მარტიც არ იქნება გამონაკლისი და მოსალოდნელია, რომ ცხოვრებაში გამორჩეულად რაციონალურ გადაწყვეტილებას სწორედ ახლა მიიღებთ. ეს გადაწყვეტილება სამომავლოდ დიდ წარმატებას მოგიტანთ.
7. სასწორი - თქვენთვის მნიშვნელოვანია ჰარმონია, თუმცა მოსალოდნელია, რომ მარტში ცხოვრების მართვის სადავეებს მიუშვებთ და სიტუაცია ცოტა აირევა. ასტროლოგები გირჩევენ, რომ საზღვრები დააწესოთ და არ მისცეთ ადამიანებს თქვენს ცხოვრებაში ჩარევის უფლება, იცხოვრეთ ისე, როგორც თავად გინდათ და ყველაფერი ჩვეულ ნორმას დაუბრუნდება.
8. მორიელი - შემოქმედებით ნატურა ხართ, უამრავი საინტერესო იდეა გაწუხებთ და კარგი იქნება, თუ მარტში რომელიმე იდეის განსახორციელებლად საძირკველს ჩაყრით. ეს საქმე აუცილებლად იქნება წარმატებული. აჩვენეთ საკუთარი შესაძლებლობები სამყაროს.
9. მშვილდოსანი - ბუნებრივად საოცრად შარმიანი და მომხიბვლელი ხართ, მაგრამ მომდევნო კვირების განმავლობაში თქვენი მომხიბვლელობა და მიმზიდველობა ახალ სიმაღლეებს დაიპყრობს. ადამიანებს მაგნიტივით მიიზავთ. ყველა თქვენთან მეგობრობასა და ურთიერთობას მოისურვებს. ფრთხილად იყავით, ყოველივეს გამო, შესაძლოა, ცხოვრებაში არასასურველი ადამიანი შეუშვათ.
10. თხის რქა - თქვენი ნაცნობების წრე გაფართოვდება. ბევრ საჭირო ადამიანს გაიცნობთ, რომლებიც კარიერული განვითარების თვალსაზრისით დიდ როლს შეასრულებენ. იყავით უფრო მეტად კომუნიკაბელურები.
11. მერწყული - დროა, საკუთარ თავს ჰკითხოთ, რა გსურთ ცხოვრებაში, რეალურად რა გინდათ. სწორედ ახლაა საუკეთესო დრო გაერკვეთ საკუთარ თავში და მიიღოთ გადაწყვეტილება რა გზით გააგრძელებთ ცხოვრებას. შესაძლოა, ყოფილ პარტნიორთან აღადგინოთ სასიყვარულო ურთიერთობა.
12. თევზები - ფინანსური თვალსაზრისით წარმატებული თვე გელოდებათ. გაიზრდება შემოსავალი. არ გაგიკვირდეთ, როცა შემოსავლის ისეთი წყარო გამოჩნდება, რომელსაც არ ელოდით.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="https://www.allure.com">https://www.allure.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია