იმუნოლოგების 6 რჩევა მათ, ვისაც მოგბეზრდათ მუდმივად ავად ყოფნა
- 04.03.2018
1. ლიმონის მაგივრად უფრო ხშირად მიირთვით თევზი
C ვიტამინის მიღება ხანდახან ამცირებს ავადმყოფობის ხანგრძლივობას, მაგრამ არ მოქმედებს რესპირატორული დაავადებების სიხშირესა და სიმძიმეზე. იმუნიტეტის მუშაობას კი „D“ ვიტამინის დეფიციტი არღვევს. ამ ვიტამინის მიღების საუკეთესო საშუალებაა - ჩართოთ მენიუში ზღვის პროდუქტები: თევზი და ზოგიერთი წყალმცენარეები.
2. მოიშორეთ ანტიბაქტერიული საპონი
ორგანიზმის პირველი დამცავი ბარიერია - კანი და ლორწოვანი გარსი. იმისათვის, რომ ბაქტერიამ შიგნით შეაღწიოს, უნდა დაირღვეს ბალანსი. უარი თქვით ანტიბაქტერიულ საპონსა და სხვა საშუალებებზე, რომლებიც ტრიკლოზანს შეიცავენ. ის უბრალოდ ბაქტერიას კი არ კლავს, არამედ სპობს თქვენს დამცავ ბარიერსაც, ცუდად მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე.
3. ნუ ატარებთ სიგარეტის ბოლით გაჟღენთილ ტანსაცმელს
ყველამ იცის, რომ მოწევა მავნებელია, მაგრამ ყველამ არ იცის იმის შესახებ, რომ ის ზრდის მავნე მუტაციების რაოდენობას ორგანიზმში, რაც ხშირად იწვევს კიბოს უჯრედების გაჩენას, რომლებთანაც იმუნიტეტი გამკლავებას ვერ ასწრებს. სიგარეტის ბოლით გაჯერებული ტანსაცმელში, თმა და კანი, ისევე წამლავს ორგანიზმს, როგორც პასიური მოწევა.
4. არ იყიდოთ ვიტამინები ექიმის დანიშნულების გარეშე
ნუ უნიშნავთ საკუთარ თავს ვიტამინების კომპლექსებს, იმუნიტეტის გსაძლიერებლად. ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას. ბევრად სასარგებლოა მიიღოთ ხილი და ბოსტნეული. ვიტამინები ინიშნება ექიმის მიერ მხოლოდ ვიტამინების რეალური უკმარისობის დროს.
5. გაიკეთეთ აცრები, ოღონდ წინასწარ
ვაქცინაცია - საუკეთესო საშუალებაა თავიდან აიცილოთ სერიოზული ზიანი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. მნიშვნელოვანია იცოდეთ: ფეხმძიმე ქალებისთვის, 65 წლის ზევით ადამიანებიათვისა და 5 წელზე ქვემოთ ბავშვებისთვის რეკომენდებულია გრიპის საწინააღმდეგო ყოველწლიური აცრა, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში უნდა გაკეთდეს.
6. იმკურნალეთ ყველა ქრონიკულ დაავადებაზე
ორგანიზმი ძნელად ეგუება ქრონიკული დაავადების მდგომარეობას. მაშინაც კი თუ თქვენ კარიესი გაქვთ სამკურნალო. ამ დროს ორგანიზმი ცდილობს აღდგენას და ამაზე დიდი ძალა იხარჯება, რაც ზიანს აყენებს იმუნიტეტის მუშაობას.
თემები: ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რჩევები, იმუნიტეტი
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>