სილამაზე

ფრჩხილების კვნეტა - უბრალოდ მავნე ჩვევა, თუ ფსიქოლოგიური პრობლემა? - ახალი კვლევის შედეგი

ფრჩხილების კვნეტა - უბრალოდ მავნე ჩვევა, თუ ფსიქოლოგიური პრობლემა? - ახალი კვლევის შედეგი

ფრჩხილების კვნეტა ადამიანებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩვევაა და როგორც ახალი კვლევის დასკვნაშია აღნიშნული, ის არაერთ პრობლემაზე მიუთითებს.

ოდესმე გიფიქრიათ, რა იმალება, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მოკვნეტილი ფრჩხილების მიღმა? - ადამიანების უმეტესობა ამას შფოთვისა და ნერვული აშლილობის ნიშნად მიიჩნევს. ამ მოსაზრებაში არის სიმართლის მარცვალი, მაგრამ პრობლემა მხოლოდ ამით არ მთავრდება.

ფრჩხილების კვნეტა ბევრ სხვადასხვა ფაქტორით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ დარღვევებთანაა დაკავშირებული.

ახალი კვლევის თანახმად, ფრჩხილების კვნეტა, ზოგ შემთხვევაში, ადამიანის პერფექციონიზმის ნიშანია.

მკვლევარები განმარტავენ, რომ ადამიანის ქმედებები, რომლებიც მიმართულია თვითდაზიანებისკენ (მაგ: ტუჩზე კბენა, ფრჩხილების კვნეტა, თმების წიწკნა, კანზე ჩქმეტა) ქვეცნობიერად სტრესიდან გამოყვანას ემსახურება.

ფრჩხილების კვნეტა - უბრალოდ მავნე ჩვევა, თუ ფსიქოლოგიური პრობლემა? - ახალი კვლევის შედეგი

ფრჩხილების გაუცნობიერებლად კვნეტა ორ ფაქტორთანაა დაკავშირებული - ქვეცნობიერად, ადამიანი ამ დროს ემოციების რეგულაციას ცდილობს, ან იმედგაცრუებულია და ფსიქიკურ აშლილობას ამ ფორმით გამოხატავს.

კვლევის ავტორი, პროფესორი კირონ ო კონორი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც გამუდმებით იკვნეტენ ფრჩხილებს პერფექციონისტები არიან, მათ არ შეუძლიათ მოდუნება და საკითხების გადაჭრა მშვიდად, აღელვების გარეშე. მათ ეშინიათ იმედგაცრუების და წარუმატებლობის.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროფესორის აზრით, ფრჩხილების კვნეტა იმედგაცრუების შიშს უკავშირდება.

ფრჩხილების კვნეტა - უბრალოდ მავნე ჩვევა, თუ ფსიქოლოგიური პრობლემა? - ახალი კვლევის შედეგი

ეს ჩვევა განსაკუთრებით ახასიათებთ იმ მათ, ვინც საკუთარ თავს მაღალ სტანდარტებს უწესებენ.

ფრჩხილების კვნეტა და ჯანმრთელობა:

როგორც კვლევამ აჩვენა, ფრჩხილების კვნეტა მავნებელია ჯანმრთელობისთვის.

კერძოდ - იზრდება სხვადასხვა ინფექციის გაჩენის რისკი. შესაძლოა, კანზე გაჩნდეს რაიმე დაავადება, სიწითლე ფრჩხილების მიდამოებში. იზრდება ორგანიზმში ბაქტერიებისა და ვირუსების შეჭრის რისკი.

ყოველივე უარყოფითად მოქმედებს კბილებზეც. სუსტდება კბილის ემალი.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთი ფრჩხილები ვიზუალურად საშინლად გამოიყურება.

როგორც კვლევის დასკვნაშია აღნიშნული, გარდა პერფექციონიზმისა, ადამიანს, რომელიც ფრჩხილებს იკვნეტს, შესაძლოა, აწუხებდეს კვების რეჟიმის დარღვევა, შფოთვა, სხვადასხვა სოციალური ფობიები, დეპრესია, საკუთარი თავით უკმაყოფილება და ჰქონდეს თვითდაზიანების სურვილი.

ფრჩხილების კვნეტა - უბრალოდ მავნე ჩვევა, თუ ფსიქოლოგიური პრობლემა? - ახალი კვლევის შედეგი

მკვლევარები ამბობენ, რომ ეს იმაზე უფრო საგანგაშო პრობლემაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და არ შეიძლება მისი უგულებელყოფა. ისინი გირჩევენ, რომ აუცილებლად მიმართოთ ფსიქოლოგს.



<a href="https://www.powerofpositivity.com">https://www.powerofpositivity.com</a>