ორგანიზმის ტოქსინებისგან გათავისუფლების 11 ეფექტური მეთოდი
- 04.03.2018
სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ უამრავი მავნე ნივთიერებითაა სავსე. ყოველივე ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. უამრავი სხვადასხვა სახის ტოქსინი არსებობს. მაგ: ქიმიური ტოქსინები, რომელიც საკვებშია, რომლითაც დაბინძურებულია ჰაერი, ჩვენი საყვარელი ციფრული მოწყობილობები და ა.შ.
აუცილებელია ორგანიზმის დეტოქსიკაცია და გაწმენდა მავნე ნივთიერებებისგან.
გთავაზობთ 11 მეთოდს, რომლებიც ორგანიზმის გაწმენდაში და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
11. მიირთვით წითელი ღვინო - შესაძლოა, უჩვეულოდ გეჩვენებათ ალკოჰოლით ორგანიზმის გაწმენდა, მაგრამ სხვადასხვა კვლევებით დადასტურებულია, რომ დღეში ერთი ჭიქა წითელი ღვინის მირთმევა ადამიანს იცავს სხვადასხვა ინფექციებისგან.
10. მიიღეთ აქტივირებული ნახშირი - ის ასუფთავებს ორგანიზმს მავნე და მომწამვლელი ნივთიერებებისგან. სასურველია მიიღოთ ერთი აბი ჭამის დაწყებამდე.
9. დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი - წყალი ბუნებრივი საშუალებაა ორგანიზმის გასაწმენდად. რაც უფრო მეტ წყალს სვამთ ორგანიზმიდან მომწამვლელ ნივთიერებებს უფრო სწრაფად განდევნით.
8. ნუ მიიღებთ დამუშავებულ შაქარს - ხელოვნური შაქარი აფერხებს ორგანიზმის მეტაბოლიზმის ბუნებრივ პროცესს, იწვევს წონაში მატებას, ზრდის დიაბეტის, ასევე გულის შეტევის რისკს.
7. მიიღეთ ჯანსაღი, ბუნებრივი საკვები - ბოსტნეული, ხილი და ხორცი, რომელიც არ შეიცავს პესტიციდებს, ან ანტიბიოტიკებს. ჯანსაღი საკვების მირთმევა გააუმჯობესებს მეტაბოლიზმს და საჭმლის მომნელებელ სისტემას დაეხმარება, რომ უკეთ იმუშაოს და არასასურველი, მომწამვლელი ნივთიერებები ორგანიზმიდან განდევნოს.
6. გაასუფთავეთ ჰაერი ტოქსინებისგან - მომწამვლელი ნივთიერებები გარედან შემოდის და სახლში გროვდება. ფანჯრის გაღება და განიავება კარგი იდეაა მაშინ, თუ თქვენ ეკოლოგიურად სუფთა ადგილას ცხოვრობთ, სხვა შემთხვევაში კი, რეალურად უფრო მეტად აბინძურებთ ჰაერს გარედან შემოსული მომწამვლელი ნივთიერებებით. ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია, ხშირად გადაწმინდოთ მტვერი და დაასუფთაოთ სახლი.
5. ყავის ნაცვლად დილით მწვანე ჩაი მიირთვით - ყავა შეიცავს ნივთიერებას, კაფესტოლს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ქოლესტერინის დონის გაზრდას. ამიტომ უმჯობესი იქნება, დილით ყავის ნაცვლად, თუ მწვანე ჩაიზე შეაჩერებთ არჩევანს.
4. დროდადრო დაიცავით ჯანსაღი დიეტა - ზოგჯერ გადაჭარბებით მივირთმევთ და ვიღებთ ძირითადად არაჯანსაღ საკვებს. ამიტომაც, კარგი იქნება, თუ დროდადრო ჯანსაღ დიეტას დაიცავთ და ამით ორგანიზმს დაეხმარებით, რომ განდევნოს არასასურველი და მომწამვლელი ნივთიერებები.
3. წადით საუნაში, ან ივარჯიშეთ - ეს შესანიშნავი ბუნებრივი გზაა ორგანიზმიდან ტოქსინების გასადევნად. ეცადეთ, რომ ოფლი გამოიყოს. რაც უფრო მეტი ოფლი გამოიყოფა, ორგანიზმი მით უფრო სწრაფად თავისუფლდება მომწამვლელი ნივთიერებებისგან.
2. მიიღეთ პრობიოტიკები, ან პრობიოტიკების შემცველი საკვები - ის შესანიშნავია საჭმლის მომნელებელი ორგანოების უკეთ მუშაობისთვის. პრობიოტიკებით მდიდარი საუკეთესო საკვებია კეფირი და იოგურტი. დღის განმავლობაში ერთხელ მაინც მიირთვით ეს საკვები. საჭმლის მომნელებელი ორგანოები უკეთ ფუნქციონირებას დაიწყებენ.
1. ისწავლეთ, როგორ მოამზადოთ დეტოქსიკაციისთვის სპეციალური ჯანსაღი სასმელი - მოამზადეთ ხილისგან, ბოსტნეულისგან, ან პრობიოტიკებით მდიდარი საკვებისგან საკუთარი ხელით ჯანსაღი სასმელი, რომელიც დეტოქსიკაციისთვის დაგეხმარებათ.
თემები: დიეტა, სწორი კვება, სილამაზე ყველა ასაკში, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია