პარფიუმერული მაღაზიების ქსელმა „ვულე ვუმ“ ქართული პრესის წარმომადგენლები „გარდენიაში“ მიიწვია და ყვავილობის სეზონის დაწყება მიულოცა. შეკრების მიზეზიც ყვავილობას უკავშირდება, კერძოდ — Guerlain-ის ახალ არომატს, რომლის შთაგონება ცისკარზე გაშლილი მისტიკური აღმოსავლური ყვავილებია.
„ვულე ვუმ“ სტუმრებს სიურპრიზიც მოუწყო — სპეციალურად მათთვის მიწვეულმა იუველირმა სუნამოს ფლაკონებზე მფლობელების სახელები ამოტვიფრა.
Guerlain-ის სილამაზის სახლი წელს 190 წლის იუბილეს ზეიმობს და სუნამოების კოლექციას, რომლებსაც თითქმის 2 საუკუნის განმავლობაში პარფიუმერების 5 თაობა ქმნიდა, Mon Guerlain-ის ახალი ვერსიით — გაზაფხულის ხასიათზე მორგებული Mon Guerlain Florale-ით ამდიდრებს.
Mon Guerlain Florale-ის ფლაკონი ალქიმიკოსის კონცეფციას ატარებს: მისი საკულტო ფორმა Baccarat-ს საიუველირო სახლში 1908 წელს, გაბრიელ გერლენის დიზაინით შეიქმნა და მას შემდეგ არაერთი ხელოვანის შთაგონება გახდა.
Mon Guerlain-ი მსოფლიო პარფიუმერულ ბაზარზე ზუსტად ერთი წლის წინ გამოჩნდა და ძლიერ, დამოუკიდებელ, თავისუფალ ქალებს მიეძღვნა. ამ ქალბატონების სიმბოლოდ პარფიუმერულმა სახლმა ანჟელინა ჯოლი აირჩია.
Mon Guerlain Florale-ი წინამორბედი არომატისგან მსუბუქი, ყვავილოვანი აკორდებით განსხვავდება: პარფიუმერებმა — ტერი ვასერმა და დელფინ ჯელკმა ტაიტური ვანილის, კარლა ლავანდას და სანდალის არომატებს ახალი ინგრედიენტი — პიონი დაუმატეს, სამბაკის ჟასმინის შემცველობა კი გააძლიერეს.
სუნამოს საბაზისო ნოტი Mon Guerlain-ის მსგავსად სამბაკის ჟასმინია, რომელსაც პიონის და პარადიზონის ყვავილოვანი აკორდები ემატება; საბაზისო ნოტები კი — ვანილი და ხე.
თემები: Guerlain, Angelina Jolie, Voulez-Vous Georgia, ახალი სუნამო, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი "ვულე-ვუ", Mon Guerlain Florale
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია