LIFE

დაქორწინებული ქალის სტრესის მთავარი წყარო მისი ქმარია - ახალი კვლევის შედეგი

დაქორწინებული ქალის სტრესის მთავარი წყარო მისი ქმარია - ახალი კვლევის შედეგი

აშშ-ში ჩატარდა კვლევა, რომელმაც დაქორწინებული და შვილიანი ქალების სტრესის დონე გამოავლინა. კვლევაში ჩართული იყო 7 000 ქალი და მათი უმეტესობის სტრესის ხარისხი 10 ქულიანი სისტემიდან 8,5-ით შეფასდა.

ამავე კვლევის თანახმად, ქალების თითქმის ნახევარი, 46% ამბობს, რომ მათი სტრესის მთავარი განმაპირობებელიარა შვილი, ან შვილები, არამედ ქმარია.

კვლევის მიხედვით დედების უმეტესობა ბრაზობს და მათი სტრესის ხარისხი მაღალია მაშინ, როცა არ აქვთ საკმარისი დრო დღის განმავლობაში ყველა საქმის მოსასწრებად. ქალების 75-მა პროცენტმა თქვა, რომ სახლის საქმეების და მშობლის საქმეების უმეტესობის შესრულება მათ სრულიად მარტოებს უწევთ და ქმრები ამ საქმეების მოგვარებაში მონაწილეობას არ იღებენ.

გამოკითხულ ქალებს შორის ხუთიდან ერთი ამბობს, რომ მისი ყოველდღიური სტრესის წყარო არის მეუღლე, რომელიც არ ეხმარება საქმეების მოგვარებაში და არ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში.

დაქორწინებული ქალის სტრესის მთავარი წყარო მისი ქმარია - ახალი კვლევის შედეგი

აღნიშნულის გამო, შესაძლოა, მოგვიანებით ქორწინებაში პრობლემები გაჩნდეს და დაირღვეს ოჯახის სიმყარე. ასეთი სასიყვარულო ურთიერთობების დიდი ნაწილი განშორებით მთავრდება.

გაშორების შემდეგ ქალს აღარ აქვს მოლოდინი, რომ მას ვინმე დახმარებას აღმოუჩენს, მან იცის, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს და ამ დროს ის ახერხებს დეპრესიის, სტრესისა და შფოთვის დამარცხებას. უფრო მოტივირებული და საქმეზე ორიენტირებული ხდება.

ამავდროულად, განშრების შემდეგ, მამაკაცების მდგომარეობა იცვლება. ამჯერად მათ აწუხებთ სტრესი და დეპრესია, რადგანაც აღმოაჩენენ, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება უჭირთ და ხვდებიან, რომ ის თავიანთ ცოლებზე იყვნენ დიდწილად დამოკიდებულნი.

დაქორწინებული ქალის სტრესის მთავარი წყარო მისი ქმარია - ახალი კვლევის შედეგი

ფსიქოლოგები, ურთიერთობის ექსპერტები ურჩევენ წყვილებს, რომ თანაბრად გადაინაწილონ საქმეები. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ ისინი ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებას, პრობლემების მარტივად მოგვარებას და შესაბამისად, სტრესის ხარისხის შემცირებას.

საუკეთესო გამოსავალი საქმისა და პასუხისმგებლობების თანაბრად გადანაწილებაა.



<a href="https://www.providr.com">https://www.providr.com</a>