LIFE

15 რჩევა 50 წლის ადამიანისგან, რომლებიც ახალგაზრდებმა უნდა გაითვალისწინონ

15 რჩევა 50 წლის ადამიანისგან, რომლებიც ახალგაზრდებმა უნდა გაითვალისწინონ

1. იყავი კეთილი. კეთილი ადამიანი ცხოვრებაში ბევრ სარგებელს პოულობენ - ხშირად უთხარით სხვებს კომპლიმენტები, გამოავლინეთ კეთილგანწყობა, სამართლიანობა და ზრდილობა. გახსოვდეთ, რომ კეთილი ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ.

15 რჩევა 50 წლის ადამიანისგან, რომლებიც ახალგაზრდებმა უნდა გაითვალისწინონ

2. ადამიანი საკუთარ თავს ყველაზე კარგად იცნობს - სხვა ვერ გაგიცნობს ისე, როგორც შენ იცნობ შენს თავს. ამიტომაც არ მისცეთ უფლება სხვებს აკონტროლონ თქვენი ცხოვრება. ნურავის აზრს გაითვალისწინებთ იმის შესახებ, თუ რა ჩაიცვათ, რა თქვათ. მოუსმინეთ სხვების მოსაზრებებს და თუ რაიმე სასარგებლოს გეუბნებიან, მიიღეთ ის და თუ არ ეთანხმებით, უბრალოდ განაგრძეთ ცხოვრება ისე, როგორც თავად გსურთ. 

3. ზოგიერთ ადამიანს თავის წარმოჩენა შეუძლია და გაგრძნობინებს, რომ მას შენზე უპირატესობა აქვს - მაგრამ ასე არ არის. არავინ არის შენზე უკეთესი და შენზე ჭკვიანი.

15 რჩევა 50 წლის ადამიანისგან, რომლებიც ახალგაზრდებმა უნდა გაითვალისწინონ

4. გაიღიმე, გაიხუმრე, როცა შეცდომას დაუშვებ, თუ წაიქცევი, ან რაიმე არასასიამოვნო მოხდება, უბრალოდ გაიღიმე - თუ თავად შეძლებთ თქვენი შეცდომების დავიწყებას, სხვა ადამიანებიც დაივიწყებენ მას. აბსოლუტურად ყველა უშვებს სულელურ შეცდომას და შენ მარტო არ ხარ. ნამდვილად არ ხარ მსოფლიოში ყველაზე დიდი იდიოტი.

5. ნუ აჰყვები ხალხის აზრს, გქონდეს შენი მოსაზრება და იყავი ის, ვინც სინამდვილეში ხარ. 

15 რჩევა 50 წლის ადამიანისგან, რომლებიც ახალგაზრდებმა უნდა გაითვალისწინონ

6. ნუ დარჩები მტანჯველ სასიყვარულო ურთიერთობაში - ნურც ბავშვების გამო. იცოდეთ, რომ ასეთი ურთიერთობის დროს ბავშვები ყველაზე მეტად იტანჯებიან.

7. ნუ ატკენთ გულს საყვარელ ადამიანებს. ვერასოდეს დაივიწყებთ იმ მწარე სიტყვებს, რომლებიც საყვარელ ადამიანს უთხარით - გული მასაც ატკენთ და თავადაც გულნატკენი დარჩებით. ძვირფას ადამიანებს ნუ ეტყვით მწარე სიტყვებს. გაუფრთხილდით მათ.

15 რჩევა 50 წლის ადამიანისგან, რომლებიც ახალგაზრდებმა უნდა გაითვალისწინონ

8. თქვენ იმაზე უფრო ჭკვიანი ხართ, ვიდრე საკუთარ თავს მიიჩნევთ.

9. ნუ განსჯით - თქვენ არ იცით რა იმალება ამა თუ იმ ადამიანის ქცევის მიღმა. არ იცით, რატომ მოიქცა ის ასე.

15 რჩევა 50 წლის ადამიანისგან, რომლებიც ახალგაზრდებმა უნდა გაითვალისწინონ

10. არასოდეს დაკარგოთ შინაგანი ბავშვი - იცეკვეთ, იმღერეთ, იხტუნეთ, იხუმრეთ. მოაწყვეთ წვეულებები, იზრუნეთ საკუთარ თავზე და იყავით ბედნიერი.

11. ცხოვრების მთავარ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ იმიტომ, რომ ვიღაცას ასიამოვნოთ - შესაძლოა, მშობლებს სურთ რომ იურიდიულზე ისწავლოთ, თქვენ კი არ გაინტერესებთ ეს სფერო და მსახიობობაზე ოცნებობთ. აუცილებლად გააკეთეთ ის, რაც თავად გსურთ.

15 რჩევა 50 წლის ადამიანისგან, რომლებიც ახალგაზრდებმა უნდა გაითვალისწინონ

12. როცა შეცდომას დაუშვებთ, ყველაფერი გააკეთეთ მის გამოსასწორებლად. ნუ დატოვებთ საქმეებს მოუგვარებელს.

13. ისიამოვნეთ ცხოვრებით - გაიცანით უცნობი ადამიანები, ნახეთ უცნობი ადგილები, გაუღიმეთ საკუთარ თავს და სხვებს. ნახავთ, რომ კეთილგანწყობას მოიპოვებთ და მეგობრებს შეიძენთ.

15 რჩევა 50 წლის ადამიანისგან, რომლებიც ახალგაზრდებმა უნდა გაითვალისწინონ

14. ცხოვრება ძალიან, ძალიან სწრაფად გადის. იცხოვრე ისე, თითქოს ეს დღე უკანასკნელია - მხოლოდ პოზიტივზე კონცენტრირდით და ეცადეთ მხოლოდ დადებითი კუთხით შეხედოთ ცხოვრებას.

15. ცხოვრება უკეთესია 50 წლის შემდეგ.



<a href="https://www.mamamia.com.au">https://www.mamamia.com.au</a>