1. ჯენიფერ ლოპესი, 47 წლის

„საკუთარ თავს ჭამაზე უარს არასოდეს ვეუბნები, მაგრამ ერთი რამ ვისწავლე, რომ ცხოვრებაში მთავარია ცხოვრების ჯანსაღი წესი შეინარჩუნო. ყოველთვის თან მაქვს ჯანსაღი ხემსი: ხილი ან ბოსტნეული“.

2. ჯენიფერ ენისტონი, 47 წლის

ჯენიფერი თვლის, რომ სწორი კვების გარეშე შეუძლებელია ქალი ჯანმრთელი, მოხდენილი და ლამაზი იყოს. ის არჩევანს ორგანული პროდუქტებით სავსე რაციონი აკეთებს.

3. კაილი მინოუგი, 48 წლის

„სიმართლე რომ ვთქვათ, არც ისე აქტიურად ვარჯიშობ, მაგრამ სხეულის მოსავლელად ბევრ კოსმეტიკას ვიყენებ და ეს ძალიან მეხმარება. დარწმუნებული ვარ ჩემი ფიგურის სრულყოფილებაში“.

4. ჰოლი ბერი, 50 წლის

23 წლის ასაკში ჰელი ბერის აღმოაჩნდა დიაბეტი. „როცა იგებ, რომ ავად ხარ დიაბეტით, მაშინვე იწყებ თავის მოვლას: რას და როდის ჭამ, რამდენი გძინავს, რამდენს იწონი. ასე რომ, გინდა არ გინდა, მეტს ფიქრობ საკუთარ თავზე“.

5. სინდი კროუფორდი, 50 წლის

„ყველა ფიქრობს, რომ მოდელებს თავიდანვე სრულყოფილი ფიგურა აქვთ, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. მე არასოდეს ვკონცენტრირდები იმაზე, თუ რა მომწონს საკუთარ თავში, მაგრამ მუდმივად ვფიქრობ იმაზე, რისი გაუმჯობესება მჭირდება. იყო ლამაზი - ეს მარტივი არ არის“.

6. ელიზაბეტ ჰარლი, 51 წლის

„თუ გახდომა გინდათ, საუკეთესო გადაწყვეტილებაა - შეიძინოთ ძაღლი. მე ყოველდღე დავრბივარ პარკში ჩემ ძაღლებთან ერთად. ინტენსიური თამაშის ნახევარ საათს შეუძლია ფიტნეს-დარბაზი შეცვალოს“.

7. ელ მაკფერსონი, 52 წლის

„ჩემი მოტივაციაა - სიხარულის, შთაგონების, ვნების, სიმშვიდის, ძალისა და ჯანმრთელობის გრძნობა. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ციფრები სასწორზე, და სწორედ ეს მაიძულებს სწორად ვიკვებო და ვივარჯიშო“.

8. შერონ სტოუნი, 58 წლის

„არასოდეს სერიოზულად არ დავფიქრებულვარ, ლამაზი ვარ თუ არა. მაგრამ ერთი ჯადოსნური ხერხი ვიცი - შემიძლია შევქმნა მიმზიდველობის ილუზია. როცა ქალი ოთახში შემოდის, დამსწრეები რეაგირებენ არა მის სილამაზეზე, არამედ ძალასა და ენერგიაზე, რომელიც მისგან მოდის“.

9. კრისტი ბრინკლი, 62 წლის

„შეიღებო თმა, იარო კოსმეტოლოგთან, დაკავდე ფიტნესით მხოლოდ იმის გამო ღირს, რომ თავს კომფორტულად გრძნობდე საკუთარ სხეულში, და არა იმიტომ, რომ ამას მოითხოვს ვიღაცა სხვა. გახსოვდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება გააკეთოთ საკუთარი თავისთვის, - აჩუქოთ მას ჯანმრთელობა“.

10. ჯეინ სეიმური, 65 წლის

„არ მიყვარს საკუთარი თავისთვის უარის თქმა იმაზე, რაც მიყვარს. თუ მომინდება პასტა, მე შევჭამ მას, მაგრამ მხოლოდ ნახევარ ულუფას“.