რომელია საუკეთესო დრო დღის განმავლობაში ყავის დასალევად? - მეცნიერული დასკვნა
- 10.03.2018
ყავის სასარგებლო თვისებებზე არაერთხელ დაგვიწერია. სხვადასხვა კვლევებით დადასტურებულია, რომ ყავა ადამიანის განწყობასა და ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.
1. ყავა 20%-ით ამცირებს სიმსივნის გაჩენის რისკს;
2. 5%-ით ამცირებს გულის შეტევის რისკს;
3. 30%-ით ამცირებს დიაბეტის გაჩენის რისკს;
4. და ასევე 30%-ით ამცირებს პარკინსონის დაავადების გაჩენის რისკს.
ყავა ორგანიზმს ამდიდრებს ანტიოქსიდანტებით, ამცირებს სტრესს, არეგულირებს ინსულინისა და გლუკოზის დონეს. სწორედ ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ ყავის მოყვარულები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვინც ყავას არ მიირთმევს.
მაგრამ, როგორც მკვლევარები ამბობენ, ყავის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ დღის განმავლობაში როდის, რომელ საათზე მიირთმევთ მას. თუ არასწორ დროს მიიღებთ, სარგებელს ვერ მოგიტანთ და პირიქით, საზიანო ეფექტი ექნება თქვენი ჯანმრთელობისთვის.
დიეტოლოგი სტივენ ლი მილერი, კვლევაზე დაყრდნობით, ამბობს, რომ თუ ყავას შეუსაბამო დროს დალევთ, ის სასარგებლო ვერ იქნება. ამ შემთხვევაში, ყავის მირთმევა გაზრდის სტრესის ხარისხს.
ყავა უნდა დალიოთ მაშინ, როცა ორგანიზმში კორტიზოლის დონე დაბალია.
მედიკოსების თმით, ადამიანის ორგანიზმში კორტიზოლის დონე მაღალია დილის 8:00-დან 9:00 საათამდე, შუადღით 1:00 საათზე, და საღამოს 5:30 საათსა და 6:30 საათს შორის პერიოდში. სწორედ ამიტომ, ამ პერიოდში ყავის მიღება საზიანოა.
გავიგოთ, როდისაა საუკეთესო დრო პირველი ფინჯანი ყავის მისაღებად, როდის უნდა დალიოთ ის იმისთვის, რომ ორგანიზმისთვის სასარგებლო იყოს?
როცა ადამიანი საწოლიდან დგება, კორტიზოლის დონე იზრდება და თუ საწოლიდან ადგომისთანავე ყავას მიირთმევთ, სარგებელს ვერ მოგიტანთ. პირიქით, შეიძლება მოგემატოთ სტრესი.
არც ლანჩის დროს არ არის კარგი იდეა ყავის მირთმევა, რადგანაც როგორც მკვლევარები ამბობენ, ეს ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ ცუდ განწყობაზე აყენებს.
საშუალოდ, ადამიანმა პირველი ფინჯანი ყავა უნდა მიიღოს დილით 9:30 საათისა და 10:30 საათის პერიოდში. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დაახლოებით ნახევარი საათი მაინც უნდა იყოს გასული გაღვიძებიდან და ფეხზე ადგომიდან.
კიდევ უფრო მეტიც, იმისთვის, რომ ყავისგან სრული სარგებელი მიიღოთ, აუცილებელია მის მირთმევას შორის ინტერვალი საშუალოდ ოთხიდან ექვს საათამდე იყოს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ორ საათზე ნაკლები შუალედი ყავის მიღებას შორის.
თემები: სიყვარული, ტრენდი, თავდაჯერებულობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.inc.com">https://www.inc.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია