ფრანგი ქალის სილამაზის 10 საიდუმლო - როგორ უვლიან თავს ფრანგი მოდელები
- 10.03.2018
ფრანგი ქალი ყოველთვის გამოირჩევა დახვეწილი სტილით, თუმცა სტილის გარდა, მათ გარეგნობაც მომხიბვლელი აქვთ. გლუვი კანი, პრიალა და ხარისხიანი თმა - ეს ფრანგი გოგონების მახასიათებელია.
რა მეთოდებს მიმართავენ ისინი თავის მოსავლელად. გთავაზობთ 10 მთავარ საიდუმლოს:
1. მოდელი სელინ დილოჟირი კანის მოვლისთვის იყენებს E ვიტამინით მდიდარ ეთერზეთს - „არ ვარღვევ ძილის რეჟიმს და ვიღებ ბევრ წყალს“, - ამბობს გოგონა.
2. მოდელი კამილ როუს კვების რაციონში შედის ავოკადო - „მე ჯანსაღად ვიკვებები. ვიღებ ავოკადოს. ასევე ჭამის გარდა, ავოკადოს სახეზეც ვისვამ და თმის ნიღაბსაც მისი გამოყენებით ვიკეთებ“, - ამბობს მოდელი.
3. მოდელი Aymeline Valade ამბობს, რომ მისი სილამაზის საიდუმლო ლიმონია - მოდელის თქმით, ლიმონი კარგია შავი ლაქების წინააღმდეგ. ის წმენს სახეს და გლუვს ხდის კანს. „წაისვით ლიმონის წვენი სახეზე და გაიჩერეთ 5 წუთი, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით, თუმცა პირსახოცით უხეშად ნუ გაიმშრალებთ“.
4. ჯოან დამასი - ტუჩსაცხის წასმის დროს ყოველთვის ვიყენებ თითებს. საკუთარი თითებით ვისვამ და ასე წასმული ტუჩსაცხი ტუჩზე უფრო ლამაზადაა.
5. კლემენს ვონ მუფლინგი - ის თმისთვის იყენებს დამატენიანებელ შამპუნს, Leonor Grey-სა და Christope Robin-ის თმის ნიღბებს. თმის დასაბანად კი, სპეციალურ ღრუბელს იყენებს, რომელსაც ხელთთმანის ფორმა აქვს.
6. Camille Charriere ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია წყლის მიღება და კანის დატენიანება - „ზოგჯერ ვიძინებ ისე, რომ თმაზე სპეციალურ დამატენიანებელ ნიღაბს ვიტოვებ“ - ამბობს კამილი.
7. საბინა სოკოლი გოგონებს ურჩევს, რომ გამოიყენონ დამატენიანებელი ნიღბები - კანისა და თმის სილამაზის საიდუმლო სწორედ ესაა.
8. ტაილინ ბლონდე - მოდელის სილამაზის საიდუმლო ასეთია: ის აუცილებლად იშორებს მაკიაჟს ძილის წინ, იყენებს დამატენიანებელ ნიღაბს და სძინავს დღე-ღამეში რვა საათი. იყენებს „ლორეალის“ პროდუქციას.
9. ქეროლაინ დე მაიგრეტი - სხვა მოდელების მსგავსად, ისიც დამატენიანებელ საშუალებებს უწევს რეკომენდაციას.
10. მოდელი მარინა დელიუს დილის სილამაზის საიდუმლო - „გაღვიძებისას მე სახეს ცივი წყლით ვიბან, ვისვამ დამატენიანებელ კრემს, მზისგან დამცავ კრემს. შემდეგ კი ვისვამ „კონსილერს“, რომელიც იმ შავ წერტილებს ფარავს, რომელიც დროდადრო სახეზე ჩნდება. სულ ეს არის“, - ამბობს მოდელი.
თემები: რჩევები ქალებს, ქალები, რჩევები, ფრანგი
<a href="https://www.wmagazine.com">https://www.wmagazine.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია