LIFE

კარლოს კასტანედას სწავლების 10 გაკვეთილი

კარლოს კასტანედას სწავლების 10 გაკვეთილი

1. უსარგებლოა დახარჯო მთელი ცხოვრება ერთადერთ გზაზე, განსაკუთრებით, თუ ამ გზას არ გააჩნია გული.

2. ძალიან ბევრის ახსნა არ არის საჭირო. თითოეულ ახსნაში იმალება ბოდიში. ასე რომ, როდესაც ცდილობ ახსნა, რატომ აკეთებ ამას, სინამდვილეში შენ ბოდიშს იხდი საკუთარი ნაკლოვანებებისთვის, და იმედს იტოვებ, რომ მსმენელი სიკეთეს გამოიჩენს და გაპატიებს.

3. იმისათვის რომ ცხოვრებისგან მიიღო მაქსიმუმი, ადამიანს უნდა შეეძლოს შეიცვალოს. სამწუხაროდ, ადამიანი ძალიან ძნელად იცვლება, და ეს ცვლილებები ძალიან ნელა ხდება. ბევრი ამაზე წლებს ხარჯავს. ყველაზე რთულია რეალურად მოინდომო შეიცვალო.

4. მე არასოდეს არავისზე არ ვბრაზდები. არცერთ ადამიანს არ შეუძლია ისეთი რამ გააკეთოს, რაც დაიმსახურებს ჩემს ასეთ რეაქციას. ადამიანებზე ბრაზდები, როცა გრძნობ, რომ მათი საქციელი მნიშვნელოვანია. არაფერს ასეთს მე დიდიხანია არ ვგრძნობ.

5. მოიქეცი ისე, თითქოს ეს სიზმარია. იმოქმედე გაბედულად და ნუ ეძებ გამართლებებს.

6. ადამიანების მთავარი დაბრკოლებაა - შინაგანი დიალოგი, ეს ყველაფრის გასაღებია. როცა ადამიანი ისწავლის მის შეჩერებას, ყველაფერი შესაძლებელი გახდება. ყველაზე დაუჯერებელი პროექტებიც კი შესრულებადი გახდება.

7. ადამიანები, როგორც წესი, ანგარიშს არ უწევენ საკუთარ თავს. ნებისმიერ დროს რაც უნდათ ყველაფერი შეუძლიათ გადააგდონ საკუთარი ცხოვრებიდან. ნებისმიერ დროს...

კარლოს კასტანედას სწავლების 10 გაკვეთილი

8. თითოეული ადამიანი მიდის თავისი გზით. ყველა გზა არსად მიდის. ესე იგი, მთელი აზრი თვით გზაშია, როგორ მიდიხარ იმ გზაზე... თუ სიამოვნებით მიდიხარ, ესე იგი ეს შენი გზაა. თუ ცუდად ხარ - ნებისმიერ მომენტში შეგიძლია შეჩერდე, როგორ შორსაც არ უნდა იყო წასული. და ეს სწორი იქნება.

9. ჩვენ გვჭირდება მთელი ჩვენი დრო და ენერგია, რათა დავამარცხოთ იდიოტიზმი საკუთარ თავში. ეს არის ის, რასაც აქვს მნიშვნელობა. დანარჩენს არავითარი აზრი არა აქვს.

10. იმისათვის რომ გახდე ჭკვიანი ადამიანი, უნდა იყო მეომარი, და არა მტირალა ბავშვი. იბრძოლო და არ დანებდე, არ იწუწუნო, არ დაიხიო უკან, იქამდე, სანამ არ დაინახავ. და ყველაფერი ეს იმისათვის, რომ გაიგო, სამყაროში არ არსებობს არაფერი, რასაც ექნებოდა მნიშვნელობა.



<a href="http://www.transurfing-real.ru">http://www.transurfing-real.ru</a>