სამსახურის დაკარგვა, უფულობა, ბავშვებისა და ახლობლების ავადმყოფობა – ეს ყველაფერი ჩვენში შიშს იწვევს. თუმცა ამ შიშების მიღმა არის ისეთი შიშებიც, რომლის შესახებაც ჯერ არაფერი ვიცით, თორემ ფსიქოლოგთან ვიზიტი დაგვჭირდებოდა. კოგნიტური ფსიქოლოგი იაკოვ კოჩეტკოვი გვიამბობს იმ შიშების შესახებ, რომელიც ყველაზე ხშირად ხვდება მას პრაქტიკაში.
6. შიშის შიში
შიშს ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად განიცდის. ზოგს მისი მარტივად გადატანა შეუძლია, ზოგი კი ფიზიკურად ხდება ცუდად, რაც შეიძლება პანიკურ შეტევებში გადაიზარდოს. მსგავს შემთხვევებში ადამიანი არ უნდა დაიბნეს, საკუთარ თავს უნდა მოუსმინოს და „პირველი დონის“ შიშს ისე გაუმკლავდეს, რომ ის რაიმე სერიოზულში არ გადაიზარდოს.
5. კონტროლის დაკარგვის შიში
მსგავსი ტიპის ადამიანი ვერ ხედავს განსხვავებას ემოციებსა და ქცევას შორის. მან არ იცის, რომ შეიძლება გაბრაზდე, მაგრამ საკუთარი თავის კონტროლი არ დაკარგო. მსგავსი ადამიანები ემოციებს, უბრალოდ, აზრებად გარდაქმნიან. ხოლო ის, ვინც ხშირად კარგავს კონტროლს, სულაც არ ღელავს ამაზე.
4. გაურკვევლობის შიში
მომავლის შიში ყველასთვის ნაცნობი შიშია. განსხვავებაა ისაა, რომ ზოგმა იცის, რომ ეს შიში ბუნებრივია და ცხოვრების თანამდევი, განუყრელი ნაწილია, ზოგისთვის კი გაუსაძლისია. მსგავს ადამიანებს ყოველთვის აქვთ დღის ზუსტი გეგმა და რაიმეს შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიიჩნევენ, რომ სამყაროს აღსასრული დადგა.
3. მარტოობის შიში
აქ უდიდესი გავლენა აქვს საზოგადოებას და იმ წრეს, სადაც ინტეგრირდები: „კიდევ არ გყავს ვინმე? ისევ მარტო ხარ? შვილი არ გაგიჩენია?“ ეს შიში შეიძლება გამოიწვიოს ცუდმა ურთიერთობამ დედასთან, რადგან ადამიანი ვერ აცნობიერებს ჯანსაღი ურთიერთობის ფასს და ისეთ ადამიანთან აბამს კავშირს, ვინც მას არ შეეფერება.
2. წარუმატებლობის შიში
მსგავსი შიშის უკან დგას პერფექციონიზმი. ასეთი ტიპის ადამიანი მშობლებმა ბავშვობიდან მიაჩვიეს ყველაფერში საუკეთესო შედეგის მიღებას. „თუ ცხოვრებაში წარმატებული ვიქნები, ბევრს მივაღწევ და ყველას დავჭირდები“. მას სურს, იყოს ყველაფერში საუკეთესო, აქედან გამომდინარე, წარუმატებლობის შანსი იზრდება. სამწუხაროდ, პერფექციონისტს დიდი საზოგადოებრივი ხელშეწყობა აქვს. წარუმატებლობის შიში – კონკურენტუნარიანი კულტურის ერთ-ერთი შედეგი, დიდი ქალაქების პრობლემა, სადაც ყველაზე ძლიერი იმარჯვებს.
1. სიკვდილის შიში
ომის, დაავადებისა და მსგავსი შიშების ბაზისი სწორედ სიკვდილის შიშია. დაღლილობა და დაძაბულობა ხშირად იწვევს ცუდ განცდებს. ტრაგიკული მოვლენები, ახლო ადამიანის დაღუპვა, ან დაშავება იწვევს ამ შიშს. ეს უფრო იმ ადამიანებს ემართებათ, ვისაც ბავშვობაში არ ესაუბრებოდნენ დაავადებებსა და სიკვდილზე. ბავშვებს აქვთ მოთხოვნილება, ყველაფერი გაიგონ სიკვდილის შესახებ, თუნდაც ის, რომ მისგან გაქცევა შეუძლებელია. ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ცოტა მექანიზმი არსებობს, რომელიც ამ შიშისგან გვიცავს. ერთ-ერთი ასეთი მექანიზმია რელიგია. დღესდღეობით რელიგიურობის დონე შესუსტებულია, ამიტომაც სულ უფრო და უფრო იზრდება სიკვდილის შიში.
თემები: ემოციები, შიში, შიშის დაძლევა
წყარო: <a href="http://www.psychologies.ru/">www.psychologies.ru</a>