1. ფინანსები
როგორც გამოკვლევებმა აჩვენეს, მარტოხელა ადამიანები უფრო რაციონალურად განკარგავენ საკუთარ ბიუჯეტს. მათ იშვიათად აქვთ დავალიანებები, და მიდრეკილები არიან ეკონომიისკენ. გარდა ამისა, მარტოხელები არც ისე ხშირად იხარჯებიან უსარგებლო წვრილმანებზე.
2. პრობლემები
მარტოობის წყალობით ადამიანებში იზრდება ემოციური სიმყარე. ისინი ეჩვევიან იმას, რომ არ უნდა ჰქონდეთ ვინმეს დახმარების იმედი, ამიტომაც პრობლემების მოსაგვარებლად თავად პოულობენ ოპტიმალურ გამოსავალს.
3. სექსი
გამოკითხვები აჩვენებენ, რომ წყვილებს, როგორც წესი, სექსუალური კონტაქტები უფრო ხშირად აქვთ, ვიდრე მარტოხელებს. მაგრამ მარტოხელები უფრო კმაყოფილები აღმოჩნდნენ საკუთარი ინტიმური ცხოვრებით, რადგან აქ დიდ როლს თამაშობს არა რაოდენობა, არამედ ხარისხი.
4. ძილი
სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ მარტოხელა ადამიანების ძილის ხარისხი უკეთესია, ვიდრე მათი, ვისაც პარტნიორი ჰყავს. ბედნიერ კავშირებშიც კი ძილს თან ახლავს განსაზღვრული დისკომფორტი, მაგალითად, ხვრინვა, მოძრაობა, საწოლზე „მეტი ტერიტორიის დაკავება“ და ა.შ.
5. კავშირები
სასიყვარულო ურთიერთობებს ადამიანები უფრო ხშირად ამყარებენ ვიწრო წრეში, ამ ადამიანებთან ჰყავთ საერთო ნაცნობები და ნათესავები. მაგრამ მარტოხელა ადამიანებს ურთიერთობის წრე უფრო ფართო აქვთ, მათ არ უნდა ჩააბარონ ანგარიში, რატომ დააგვიანეს სამსახურის შემდეგ, ისინი უფრო მსუბუქები არიან ურთიერთობებში.
6. შრომისუნარიანობა
მარტოხელები უფრო ხალისიანად შრომობენ, მათი ნაყოფიერება კი უფრო მაღალია, ვიდრე სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი ადამიანების. მარტოხელები უფრო მეტად ზრუნავენ საკუთარ კეთილდღეობაზე და უფრო რისკიანები არიან.
7. საშინაო საქმეები
რამდენიმე გამოკვლევამ ერთდროულად აჩვენა, რომ მარტოხელა ადამიანები, განსაკუთრებით ქალები,დალაგებაზე და საშინაო საქმეებზე საშუალოდ ერთ საათს ხარჯავენ, გაცილებით ნაკლებ დროს, ვიდრე ისინი, ვინც ურთიერთობებში არიან. ეს იცავს მათ დამატებითი სტრესისგან, და ასევე საშუალებას აძლევს შეავსონ დაზოგილი დრო რაიმე უფრო სასარგებლოთი.
თემები: ქალები, რჩევები, მარტოხელა
<a href="http://www.anews.com">http://www.anews.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია