როგორი მაკიაჟი იქნება ტრენდული 2018 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში? - 5 მთავარი ტენდენცია
- 19.03.2018
ვნახოთ, როგორია წელს გაზაფხულსა და ზაფხულში მაკიაჟის მთავარი ტენდენციები:
1. მოდურია იისფერი მაკიაჟი - მოემზადეთ და მოიმარაგეთ ასეთი ფერის სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებები. მოდურია როგორც თვალის იისფერი ფანქარი, ასევე, იისფერი ტუჩსაცხი და ამავე ფერის ფერუმარილი.
2. ტრენდულია ასევე მინიმალისტური მაკიაჟი - უნდა მოახერხოთ და მაკიაჟი გაიკეთო ისე, თითქოს საერთოდ არაფერი გაქვთ წასმული. ბუნებრიობა სეზონის გამორჩეული ტენდენციაა.
3. მოდაშია პრიალა და მბრწყინავი კანი - ამ ეფექტის მიღწევას შესაბამისი ტონალურის საშუალებით შეძლებთ.
4. ტრენდულია მაკიაჟი შერეული ფერებით - არჩევანი კაშკაშა და ნათელ ფერებზე უნდა გააკეთოთ. ღია ვარდისფერ ფერუმარილს შეგიძლიათ შეუსაბამოთ წითელი ტუჩსაცხი და რომელიმე სხვა მკვეთრი ფერის თვალის ჩრდილი.
5. გამოიყენეთ პრიალა ე.წ. ჰაილაითერი და მას შეუსაბამეთ ღია ფერის მაკიაჟი - ღია ვარდისფერი პომადა, ამავე ფერის ფერუმარილი და ღია ვარდისფერივე თვალის ჩრდილი.
თემები: მაკიაჟი, რჩევები ქალებს, ტრენდი, 2018 წლის ტენდენციები
<a href="https://www.elle.com">https://www.elle.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია