LIFE

23 ხერხი როგორ შეცვალოთ ცხოვრება და გახდეთ ბედნიერი

23 ხერხი როგორ შეცვალოთ ცხოვრება და გახდეთ ბედნიერი

1. ყოველდღე ჩაიტარეთ მედიტაცია, რათა გონებაც ისე გაიწმინდოთ, როგორც სხეული.

2. შეადგინეთ მადლიერების სია. რაც უფრო მეტ კარგს აფასებთ ცხოვრებაში, მით უფრო მეტი კარგი გელოდებათ წინ.

3. არ გააუფასუროთ კომპლიმენტები, მიიღეთ დახმარება, უფლება მიეცით საკუთარ თავს მიიღოთ და მიანიჭოთ სიყვარული.

4. ძილის წინ დაემშვიდობეთ განვლილ დღეს და პრობლემებს სიტყვებით: „რაც იყო, იყო. ხვალ იქნება ახალი დღე“.

5. სანამ რეაგირებას მოახდენთ რაიმე სიტუაციაზე ან სხვა ადამიანის ქცევაზე, დაიცადეთ 5 წამი. პაუზა მოგცემთ საშუალებას სწორად მოიქცეთ.

6. გაანალიზეთ ინფორმაცია, რომელსაც იყენებთ. ნუ დაანაგვიანებთ ცხოვრებას სისულელეებით.

7. გააცნობიერეთ საკუთარი ფასეულობები. არ არის საჭირო რაიმეს მტკიცება, იცხოვრეთ და დატკბით ცხოვრებით.

8. არასოდეს არის გვიან შეცვალოთ შეხედულებები და გახდეთ ის, ვინც გინდოდათ რომ ყოფილიყავით.

9. გაუზიარეთ ცოდნა გარშემომყოფებს. ჩვენ ბევრის სწავლა შეგვიძლია ერთმანეთისგან.

10. ეცადეთ აპატიოთ საკუთარ თავსაც და სხებსაც, გაუშვით წარსული.

11. იცხოვრეთ მიმდინარე მომენტით. იგრძენით, როგორ სრიალებენ კანზე მზის სხივები, ისიამოვნეთ ყავის თითოეული ყლუპით. მხოლოდ ასე შეძლებთ შეიგრძნოთ ცხოვრება.

12. მიიღეთ ის, რისი გაკონტროლებაც არ შეგიძლიათ: ამინდი, რიგები, სხვისი აზრი. შემოინახეთ ძალა უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის.

13. არ მისცეთ ნება შიშსა და ეჭვებს გმართონ.

14. ესწრაფოდეთ განვითარებისკენ, მაგრამ არა სრულყოფილებისკენ. ჩვენ ხომ არ ვეჩხუბებით პატარებს, როცა ისინი სიარულს სწავლობენ. ასევე არ უნდა ვეჩხუბოთ საკუთარ თავს, როდესაც ახალ უნარს ვითვისებთ.

15. მოსინჯეთ ახალი. აირჩიეთ ახალი გზები, გატაცებები, ქალაქები და პროფესიები.

16. კონცენტრირება მოახდინეთ გადაწყვეტილებებზე, და არა პრობლემებზე.

17. იზრუნეთ სხეულზე. დალიეთ მეტი წყალი, სწორად იკვებეთ, იმოძრავეთ და დაისვენეთ.

18. დააფასეთ ის, რაც გაქვთ.

19. დაამყარეთ წესრიგი. მოიშორეთ ნივთები, რომლებიც აღარ გჭირდებათ.

20. გაატარეთ დრო კარგ კომპანიაში. გარშემომყოფი ადამიანები გავლენას ახდენენ ჩვენზე, ამიტომ იურთიერთეთ მათთან, ვინც ოცნებობს, აკეთებს და შთააგონებს.

21. არ განსაჯოთ სხვები.

22. დაისახეთ მიზნები და თვალყური ადევნეთ პროგრესს.

23. იყავით უფრო გულახდილები და პატიოსნები სხვებთან. მაშინ ისინი შეძლებენ შეგიყვაროთ თქვენ, და არა ნიღაბი. რომელსაც მიეჩვიეთ ატაროთ.



<a href="http://www.psychologies.ru">http://www.psychologies.ru</a>