რა გელოდებათ 2018 წელს სასიყვარულო ურთიერთობაში? - წინასწარმეტყველება დაბადების თვის მიხედვით
- 27.03.2018
იანვარი - შრომისმოყვარეობით გამოირჩევით, რის გამოც საზოგადოებაში პატივისცემით სარგებლობთ. თქვენთვის სამსახური ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ წელს აუცილებლად შეხვდებით ადამიანს, რომელიც დაგავიწყებთ სამსახურს და ის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი გახდება. იგრძნობთ, რომ გვერდით გყავთ პარტნიორი, რომელიც ყველაფერში მხარს გიჭერთ და გვერდით გიდგათ.
თებერვალი - მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ იმ ადამიანზე ხართ შეყვარებული, რომელსაც დიდი ხანია იცნობთ, მაგრამ მეგობრული გრძნობების გარდა, მასთან არაფერი გაკავშირებდათ. იყავით სპონტანურები და სიყვარულში აუცილებლად იქნებით წარმატებულები.
მარტი - თქვენ შეგიყვარდებათ ადამიანი, რომელიც რაიმეთი დაგეხმარებათ და გვერდით დაგიდგებათ, რთულ სიტუაციაში მხარს დაგიჭერთ. შესაძლოა, ეს სიყვარული ცალმხრივი აღმოჩნდეს.
აპრილი - შეგიყვარდებათ თქვენგან აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი, რომელსაც თქვენ გვერდით ვერასოდეს წარმოიდგენდით. ადამიანი, რომელსაც თქვენგან განსხვავებული შეხედულებები და დამოკიდებულებები აქვს. ამის გამო, შესაძლოა სირთულეებმა იჩინონ თავი და ეს სიყვარული მტანჯველი აღმოჩნდეს.
მაისი - თქვენ წინ საინტერესო მოგზაურება და თავგადასავლები გელოდებათ. სწორედ მოგზაურობის დროს გაიცნობთ ადამიანს, რომელიც ძალიან შეგიყვარდებათ. საოცრად რომანტიკული სასიყვარულო ურთიერთობა გელით.
ივნისი - ცოტა ჩაკეტილი ხართ საკუთარ თავში და ეს სხვადასხვა პრობლემებითაა გამოწვეული. შესაძლოა, წელს ვერ იპოვნოთ სიყვარული სწორედ თქვენი ცხოვრების სტილის გამო. თუ ცხოვრების წესს შეცვლით, დაკავდებით სხვადასხვა აქტივობებით და ადამიანებთან უფრო მეტი კომუნიკაცია გექნებათ, საყვარელ ადამიანსაც შეხვდებით.
ივლისი - ძალიან კომუნიკაბელური ხართ, ბევრი მეგობარი გყავთ, მაგრამ რომანტიკული პარტნიორის პოვნა, როგორც წესი, გიჭირთ. 2018 წელს თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც ძალიან შეუყვარდებით და თქვენც ძლიერი გრძნობა გაგიჩნდებათ მის მიმართ. იყავით გამბედავები და არ შეგეშინდეთ სიყვარულის.
აგვისტო - ძლიერი და თავდაჯერებული ხართ. სწორედ ახლა იპოვნით ადამიანს, რომელიც პატივს სცემს თქვენს შეხედულებებს, თუმცა ამავდროულად მიგითითებთ შეცდომებზე. მთავარია, ასეთი შენიშვნები არ გეწყინოთ.
სექტემბერი - გაიცნობთ ადამიანს, რომელთანაც საოცარ ემოციურ სიახლოვეს იგრძნობთ, მასთან ღრმა სულიერი კავშირი გექნებათ და ისეთი შეყვარებული იქნებით, რომ ერთი წამსაც არ მოგინდებათ საყვარელი ადამიანის გარეშე ყოფნა. შესაძლოა, დაქორწინების გადაწყვეტილებაც კი მიიღოთ.
ოქტომბერი - თქვენ გეშინიათ სიყვარულის, რადგანაც გეშინიათ თავის დაკარგვის. იცით, რომ სიყვარულის გამო შესაძლოა არარაციონალური გადაწყვეტილებები მიიღოთ, ამიტომ ცდილობთ, გაექცეთ სიყვარულს. სანამ მსგავსი დამოკიდებულება გექნებათ, გაგიჭირდებათ საყვარელი ადამიანის პოვნა.
ნოემბერი - ინტელექტუალი, კრეატიული და ენერგიული ხართ. თქვენთვის რთულია შესაფერი პარტნიორის პოვნა. შესაძლოა, 2018 წელს შეხვდეთ ადამიანს, რომელიც დაგიცავთ გიჟური გადაწყვეტილებების მიღებისგან. მოგეწონებათ კიდეც ასეთ ადამიანთან ურთიერთობა, თუმცა დიდი ალბათობით დიდხანს ვერ გაძლებთ და თავისუფლად ცხოვრებას მოინდომებთ.
დეკემბერი - თქვენ გიყვართ ადამიანებზე კონტროლის დამყარება, 2018 წელს კი, იპოვნით ადამიანს, რომელსაც ასევე უყვარს გაკონტროლება და შეუძლია კიდეც ამის გაკეთება. მთავარია ერთმანეთის კონტროლი არ მოინდომოთ. ამ შემთხვევაში ურთიერთობა წარმატებული აღმოჩნდება და შესანიშნავ გუნდად ჩამოყალიბდებით.
თემები: სიყვარული, წყვილი, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, ასტროლოგია
<a href="http://thewildchild.co.za">http://thewildchild.co.za</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია