LIFE

10 ცუდი ჩვევა, რომელიც მიანიშნებს, რომ იმაზე ჭკვიანი ხართ, ვიდრე გგონიათ

10 ცუდი ჩვევა, რომელიც მიანიშნებს, რომ იმაზე ჭკვიანი ხართ, ვიდრე გგონიათ

1. თუ საქმის გადადება გიყვართ - პროფესორი ადამ გრანტი ამბობს, რომ ადამიანები საქმეს იმიტომ კი არ გადადებენ ხოლმე, რომ ზარმაცები არიან, არამედ იმიტომ, რომ სურთ ამ საქმის გასაკეთებლად დრო სწორად შეარჩიონ. საქმის გადადება რეალურად ადამიანს უფრო შემოქმედებითს ხდის, ვინაიდან ამ დროს ეძლევა დრო უფრო დახვეწოს და განავითაროთ იდეა, რომლის განხორციელებასაც გეგმავს.

2. ფრჩხილების კვნეტა - რა თქმა უნდა, ფრჩხილების კვნეტა ნამდვილად არაა კარგი ჩვევა. ასეთ დროს ადამიანი იზიანებს ფრჩხილებს და ზრდის ორგანიზმში რაიმე ინფექციის შეჭრის ალბათობას, თუმცა როგორც კვლევა აჩვენებს, ადამიანები რომლებიც ფრჩხილების კვნეტისკენ არიან მიდრეკილნი, სხვებთან შედარებით გონიერებით გამოირჩევიან, არიან უფრო ჭკვიანები და მარტივად შეუძლიათ რთული ამოცანების გადაჭრა.

10 ცუდი ჩვევა, რომელიც მიანიშნებს, რომ იმაზე ჭკვიანი ხართ, ვიდრე გგონიათ

3. თუ გამუდმებით იგვიანებთ - დაგვიანება არ არის კარგი, ამ დროს თქვენ ადამიანების თვალში კარგავთ პატივისცემას და მოუწესრიგებელ, ქაოსურ პიროვნებად წარმოჩინდებით. არ უფრთხილდებით არც საკუთარს და არც სხვების დროს, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენთვის სასიამოვნო ამბავიც გვაქვს. ფსიქოლოგი დაიან დილონზორი წერს, რომ ასეთი ადამიანები არიან ოპტიმისტები, იმედით სავსენი და ყოველთვის საუკეთესოს მოლოდინი აქვთ.

მათ მართლა სჯერათ, რომ უცებ ჩაიცვამენ, ჭურჭელსაც დარეცხავენ, სარეცხსაც გაფენენ და შეხვედრაზეც არ დააგვიანდებათ. მართალია, შეხვედრებზე გამუდმებით აგვიანებენ, მაგრამ ეს ოპტიმიზმი ეხმარებათ, რომ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიონ და ყველა საქმე მოასწრონ.

4. თუ მუდამ წუწუნებთ - არავის სურს ჰყავდეს ისეთი მეგობარი, რომელიც განუწყვეტლივ წუწუნებს, არ მოსწონს თანამშრომლები, უფროსი, არ მოსწონს რომ წვიმს, არც მზიან ამინდშია ბედნიერი, არ მოსწონს საჭმელი, რომელიც რესტორანში მიირთვა, წუწუნს არასოდეს წყვეტს. კვლევა აჩვენებს, რომ წუწუნა ადამიანები რეალურად სხვებზე უფრო ბედნიერები არიან. „ამ მეთოდით ისინი ახერხებენ ნეგატიური ემოციებისგან დაცლას“, - ამბობს ფსიქოლოგი გაი ვინჩი.

5. საღეჭი რეზინის ღეჭვა - ოფიციალურ შეხვედრაზე ეს თავხედური საქციელია, მაგრამ როდესაც მარტო ხართ, შეგიძლიათ თამამად დაღეჭოთ. ეს ჩვევა ადამიანს ეხმარება განტვირთვაში და მას უფრო პროდუქტიულს ხდის. ეს ფაქტი სხვადასხვა კვლევებითაა დადასტურებული. ერთ-ერთი კვლევის თანახმად კი, საღეჭი რეზინი აუმჯობესებს განწყობას და ამცირებს სტრესს.

6. თუ არ გაწუხებთ არეულობა - კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებსაც არ აწუხებთ არეულობა, უფრო მეტად არიან მიზნის მიღწევაზე ორიენტირებულები. თუ იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნები რომელთა სახლშიც მუდამ უწესრიგობაა, ეს ნიშნავს, რომ წარმატებული იქნებით.

7. თუ მოუსვენარი ხართ და მუდამ წრიალებთ - როცა უფროსთან შეხვედრაზე ხართ, მოუსვენრად ყოფნა და სკმაზე ხტუნვა არც ისე კარგი იდეაა. მიუხედავად ამისა, თუ ვერასოდეს ჩერდებით, მუდამ წრიალებთ, თითებს ათამაშებთ, ფეხებს აბაკუნებთ, ეს რეალურად სასარგებლოა, ვინაიდან ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გეხმარებათ. კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც არ ჩერდებიან, მუდამ მოძრაობენ, მოუსვენრად არიან, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებსაც მშვიდად ჯდომა შეუძლიათ.

10 ცუდი ჩვევა, რომელიც მიანიშნებს, რომ იმაზე ჭკვიანი ხართ, ვიდრე გგონიათ

8. ჭორაობა - კვლევის თანახმად, ჭორაობა ადამიანს ეხმარება რომ თავი ბედნიერად და კარგად იგრძნოს.

9. თუ მეოცნებე ხართ - ფსიქოლოგების თანახმად დღის განმავლობაში რამდენიმე წუთს მაინც თუ დაუთმობთ ოცნებას, თქვენ უფრო შემოქმედებითები, მოტივირებულები და მიზანზე ორიენტირეულები იქნებით. უბრალოდ დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ თავი საოცნებო სიტუაციაში.

ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, მუშაობის პროცესში 12 წუთს თუ ოცნებას დაუთმობთ, რთული დავალებების შესრულებას შეძლებთ. ეს რთული სიტუაციიდან გამოსავალს მარტივად გაპოვნინებთ.

10. თუ საუბრის დროს შორისდებულებს იყენებთ, ან სიტყვებს შორის ცოტას წაიბორძიკებთ ხოლმე - ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ თუ საუბრის დროს გჩვევიათ ცოტა წაბორძიკება, „ააა“, „აჰ“ და მსგავსი შორისდებულების თქმა, დიდად არ იდარდოთ. ეს ეხმარება მსმენელს, რომ უკეთ გაიგოს და დაიმახსოვროს ის, რასაც ეუბნებით.



<a href="http://www.iflscience.com/">http://www.iflscience.com/</a>