LIFE

როგორ ცვლის ქალი მამაკაცის მოსაწყენ ცხოვრებას

როგორ ცვლის ქალი მამაკაცის მოსაწყენ ცხოვრებას

„მოდი, ერთად ვიცხოვროთ“ - ეს არის ფრაზა, რომლის გაგონებაზე ყველა გოგონა ოცნებობს და თითქმის ყველა მამაკაცს ეშინია მისი წარმოთქმის, რადგან თანაცხოვრება ურთიერთობის მნიშვნელოვანი და რთული ეტაპია. ზოგიერთს არ სურს საოჯახო საქმეების აღება ოფიციალურ ქორწინებამდე, ზოგს კი ეშინია საოჯახო ჩვევების კონფლიქტის და ურთიერთობის გაფუჭების.

სასიამოვნო წვრილმანები

ალბათ არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რო, მხოლოდ ქალებს შეუძლიათ შექმნან სახლში მყუდრო ატმოსფერო; ისინი მყისიერად ცვლიან მამაკაცის გარემოს - კედლებზე ნახატები, დივანზე დეკორატიული ბალიშები, აბაზანაში ქილები და ზოგჯერ ყვავილებიც კი ჩნდება, სამზარეულოში მადისაღმძვრელი სურნელი ტრიალებს, თაროები კი წიგნებითა და ფოტოებით არის სავსე.



ბედნიერების საიდუმლო ნამდვილად იმ წვრილმანებშია, რაც ცხოვრებას უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის.
იმისათვის, რომ თქვენი ზღაპარი რეალობად იქცეს, მნიშვნელოვანია რამდენიმე რამის გათვალისწინება:

გაიგეთ, რატომ გსურთ პარტნიორთან ერთად ცხოვრება

დენვერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს საინტერესო კანონზომიერება: იმან, თუ როგორ იწყებენ წყვილები ურთიერთობას, შეიძლება განსაზღვროს მათი მომავალი. ისინი, ვინც ამ ნაბიჯს მომზადებული დგამენ, ჩვეულებრივ, ქმნიან ბედნიერ ოჯახს, თუმცა, ისინი, ვინც გარემოებების გამო იძულებულნი არიან ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად, მუდმივი კამათისა და გაუგებრობების გამო მალევე შორდებიან.



ამერიკელმა ფსიქოლოგმა კრისტინა ბრაუნმა შეადგინა კითხვების სია, რომლებიც პარტნიორს უნდა დაუსვათ თანაცხოვრებამდე:

რატომ გსურთ ერთად ცხოვრება?

ერთად ცხოვრება ჩვენი ურთიერთობის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია? თუ ფიქრობთ, რომ ეს არაფერს შეცვლის?

გსურთ სამუდამოდ ერთად ცხოვრება? თუ ფიქრობთ, რომ დროებით გადავდივართ ერთად?
რა არის ჩვენი ურთიერთობის მიზანი? ვგეგმავთ თუ არა ოჯახს?

რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას ერთად საცხოვრებლად გადასვლისას?

განიხილეთ თქვენი ჩვევები და მოლოდინები
კომფორტი, რა თქმა უნდა, მშვენიერია, მაგრამ საოჯახო ჩვევები მაინც მნიშვნელოვანია. მაშინაც კი, თუ მრავალი წლის განმავლობაში ბედნიერ ურთიერთობაში ხართ, შეიძლება სრულიად განსხვავებული გზები გქონდეთ სახლის რუტინის დასამყარებლად. გამოსავალი კვლავ გულწრფელი საუბარია.



კრისტინა ბრაუნის სია ასევე დაგეხმარებათ თანაცხოვრების წესების განსაზღვრაში:

  • რამდენად ხშირად და როდის გსურთ სექსი და რამდენად ღია ხართ ექსპერიმენტებისთვის? როგორი კონტრაცეფციის გამოყენება გსურთ?
  • რამდენად ხშირად გსურთ პაემნები?
  • რა საჩუქრების მიღება გსურთ?
  • როგორ გსურთ დღესასწაულების აღნიშვნა: მარტო, მეგობრებთან ან მშობლებთან ერთად?
  • რა სიხშირით გსურთ მშობლების და მეგობრების სტუმრობა? ან რამდენად ხშირად გსურთ თავად ეწვიოთ მათ?
  • რა ტრადიციების დაცვა გსურთ?
  • როგორ მოახერხებთ საერთო მეგობრებთან ურთიერთობას?
  • და ბოლოს, მთავარი და უპირველესი: დაიცავით პირადი საზღვრები და პატივი ეცით ერთმანეთს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაში.