როგორ ფილმებს უნდა უყუროთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, რომელი ჟანრი შეესაბამება თქვენს ხასიათს ყველაზე მეტად?
- 31.03.2018
ვერძი - რომანტიკული ფილმები და მელოდრამები თქვენთვის ნამდვილად არაა. მსგავსი ფილმები მხოლოდ ღიმილს გგვრით. ყველაზე დადებითად თქვენზე სამეცნიერო ფანტასტიკა და მძაფრსიუჟეტიანი ფილმები მოქმედებენ.
კურო - თქვენ მეტი პოზიტივისთვის და კარგი განწყობის შესაქმენლად კომედიები გჭირდებათ. არ გიყვართ დრამები, ფილმები, რომლებიც გძაბავთ. მიგაჩნიათ, რომ ცხოვრება ისედაც ბევრი სირთულითაა სავსე და ფილმი მაინც უნდა იყოს სახალისო და მხიარული.
ტყუპები - დრამა, მისტიკა და საშინელებათა ჟანრის ფილმები თქვენთვისაა. მხოლოდ ასეთი ფილმები გგვრით სიამოვნების განცდას. კომედიები და მელოდრამები ბავშვურ ფილმებად მიგაჩნიათ, გიყვართ ფილმები, რომლებიც ინტრიგებითაა სავსე.
კირჩხიბი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები თავს ბედნიერად გრძნობენ, როცა უყურებენ ფილმებს მოდაზე და ჰოლივუდის გლამურზე. ასევე ხიბლავთ რომანტიკული ისტორიები.
ლომი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს მარტივად ეცვლებათ ხასიათი. მათ შეუძლიათ ისიამოვნონ ნებისმიერი ჟანრის ფილმით, თუმცა გააჩნია განწყობას. შეუძლიათ ერთნაირი სიამოვნებით უყურონ საშინელებათა, ისტორიულ, კომედიურ, თუ რომანტიკული ჟანრის ფილმებს. ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან განსხვავებით ამ კუთხით პრეტენზიულები არ არიან.
ქალწული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები არ გიჟდებიან მხატვრულ ფილმებზე. მათი ინტერესის სფერო დოკუმენტური ფილმებია, რომლებიც რეალური ისტორიებითაა ინსპირირებული.
სასწორი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები იხიბლებიან ფილმებით სადაც ბევრი სექსი, ვნება, ინტრიგები, სისხლი და სიკვდილია. ასეთი ფილმების ნახვის დროს ისინი ამოწმებენ, თუ რამდენად მდგრადი ფსიქიკა აქვთ და რამდენად შეუძლიათ გონების კონტროლი.
მორიელი - მათ უყვართ ფილმები, რომლებიც სექსუალურ სტიმულაციაში ეხმარებათ. ეროტიკული ჟანრის ფილმებს სწორედ მორიელებისთვის იღებენ. ყველაზე ბედნიერად თავს მაშინ გრძნობს, როდესაც საყვარელ ადამიანთან ერთად უყურებს ამ ჟანრის ფილმს.
მშვილდოსანი - მშვილდოსნებს ბავშვური და თინეიჯერული ფილმები უყვართ. ფილმები პრინცებსა და პრინცესებზე, უყვართ ანიმაცია და ზღაპრების მიხედვით გადაღებული სურათები, თუმცა საჯაროდ არასოდეს ამხელენ, რომ ასეთი ფილმებით არიან გატაცებულები.
თხის რქა - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებისთვის საუკეთესოა ფსიქოლოგიური ფილმები, სურათები, რომლებიც ადამიანის ფსქიკას ეხება. ასევე მოსწონთ ფილმები მაგიის შესახებ.
მერწყული - მათ სათავგადასავლო ჟანრის ფილმები ხიბლავთ ყველაზე მეტად, ასევე მელოდრამები და კომედიები, ფილმები, სადაც ბევრი მზე, ზღვა და მხიარულებაა.
თევზები - რა თქმა უნდა, ყველაზე რომანტიკულ ზოდიაქოს ნიშნებს, რომანტიკული მელოდრამები უყვართ. თევზები ვერ უყურებს ფილმს, სადაც სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ არაფერია.
თემები: კინო, ზოდიაქოს ნიშნები, ფილმები
<a href="https://thoughtcatalog.com">https://thoughtcatalog.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია