5 მიზეზი - რატომ სჯობს იყოთ მარტოხელა მანამდე, სანამ არ შეხვდებით შესაფერის ადამიანს
- 31.03.2018
შეყვარებული წყვილის დანახვისას ბევრი მარტოხელა ეკითხება საკუთარ თავს - „რატომ ვარ მარტო?“, „ნუთუ არ შეიძლება მეც მყავდეს საყვარელი ადამიანი?!“ სურს, რომ შეყვარებული იყოს.
როცა დიდი დროის განმავლობაში მარტოხელა ხართ და გარშემო ბედნიერ წყვილებს ხედავთ, ეს თქვენს ნერვებზე არც ისე კარგად მოქმედებს, გეკარგებათ თვითშეფასება და ცუდ განწყობაზე დგებით, შესაძლოა ამის გამო დეპრესიაც კი დაგემართოთ. გარშემო ყველა მეგობარი დანიშნული, ან დაქორწინებულია, შვილებიც ჰყავთ და ყველა გეუბნებათ, რომ დროა თქვენც გადადგათ მსგავსი ნაბიჯი. თუ ძლიერი ფსიქიკა არ გაქვთ, შესაძლოა, გაგიჭირდეთ ყოველივესთან გამკლავება.
გახსოვდეთ, რომ ურთიერთობაზე ნებისმიერს არ უნდა დათანხმდეთ მხოლოდ იმის გამო, რომ მარტოხელა აღარ გერქვათ. ასე შესაძლოა დიდი შეცდომა დაუშვათ. ზოგჯერ მარტოხელობა და სასიყვარულო ურთიერთობის თანმდევი დრამებისგან შორს ყოფნა კარგიცაა ადამიანისთვის.
რეალურად, სჯობს იყოთ მარტოხელა და დატკბეთ ცხოვრებით მანამდე, სანამ თქვენს შესაფერ ადამიანს არ იპოვნით, ვიდრე დაიტანჯოთ ისეთ ადამიანთან ურთიერთობით, რომელთანაც თავს ცუდად გრძნობთ.
ვნახოთ 5 მიზეზი, რატომ უნდა იყოთ მარტოხელა, სანამ თქვენ მსგავს და შესაფერ ადამიანს არ იპოვნით?
1. მოუსმინეთ შინაგან ხმას - შესაძლოა, გყავთ პარტნიორი და მასთან ურთიერობისას ყველაფერი სრულყოფილად ჩანს, ერთმანეთი გხიბლავთ, ერთმანეთს ეწყობით, მაგრამ შინაგანი ხმა გკარნახობთ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, გეუბნებათ, რომ გაიქცეთ, რომ ამ ურთიერთობით შეცდომას უშვებთ, რომ ამ ურთიერთობისთვის მზად არ ხართ.
აუცილებლად მოუსმინეთ ამ ხმას, ის არასოდეს ცდება და ნებისმიერ მრჩეველზე უკეთესია. ნუ იქნებით ნებისმიერ ადამიანთან მხოლოდ იმიტომ, რომ რომანტიკულ ურთიერთობაში ყოფნა გსურთ. მოძენნეთ ადამიანი, რომელსაც ე კარგად შეეწყობით, რომელთანაც ბევრი საერთო გექნებათ, რომელიც თქვენი შესაფერი იქნება.
2. ხშირად გამოდიხართ წყობიდან - ურთიერთობაში ხართ, მაგრამ მუდამ ჩხუბობთ, მუდამ წყობიდან გამოდიხართ, მზად ხართ ბარგი ჩაალაგოთ და წახვიდეთ და ხვდებით, რომ არც ინანებთ ამ ნაბიჯის გადადგმას. ეს ნიშნავს, რომ შეუფერებელ ადამიანთან ხართ ურთიერთობაში. არ არსებობს მიზეზი რის გამოც შეიძლება იყოთ ურთიერობაში, რომელიც ცხოვრებას გირთულებთ. ასეთ ურთიერთობას ნამდვილად სჯობს მარტოხელობა.
3. ურთიერთობაში ხართ და ხშირად ფიქრობთ მარტოობაზე - ხშირად ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს მარტოობის სურვილი უჩნდებათ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას მეგობრებს, ოჯახის წევრებს, საზოგადოების აზრს, თუ მარტო ყოფნა თქვენთვის ბედნიერებაა, ისე მოიქეცით, რომ ბედნიერი იყოთ.
ურთიერთობაში ნუ დარჩებით იმის გამო, რომ ვიღაცას ეს არ მოეწონება. პირველ ადგილას ყოველთვის საკუთარი თავი დააყენეთ. ნუ დარჩები ადამიანის გვერდით იმის გამო, რომ დედათქვენს ასე სურს. იყავით მარტოხელა, სანამ გულს ვინმესთან ყოფნა არ მოუნდება.
4. შეუთავსებლობა - შესაძლოა ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები აქვთ, საერთოდ არაფერი აქვთ საერთო და ვერ უგებენ ერთმანეთს. ასეთ დროს, ბუნებრივია, პრობლემები ჩნდება. პარტნიორები არ აძლევენ ერთმანეთს თავისუფალ სირვცეს და დროს. ასეთ ურთიერთობასაც, რა თქმა უნდა, მარტოობა სჯობს და გჯეროდეთ, რომ აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გაგიგებთ, მანამდე კი, რატომ უნდა დაიტანჯოთ?! სჯობს მარტო იყოთ.
5. თქვენი ახალი პარტნიორი ყოფილს ჰგავს - არავის სურს ყოფილი პარტნიორის მსგავსი ადამიანი შეიყვაროს. თუ შეამჩნიეთ, რომ ახალი პარტნიორი ყოფილს ჰგავს მაშინვე გაიქეცით მისგან იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზუსტად იგივე გამეორდება, რაც წინა ურთიერთობის დროს იყო. სჯობს იყოთ მარტოხელა და დაელოდოთ თქვენს ნამდვილ პარტნიორს.
თემები: წყვილი, პრობლემები, ქალები, რჩევები
<a href="https://bornrealist.com">https://bornrealist.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია