LIFE

წარმატებული და ბედნიერი ცხოვრების 5 მთავარი წესი ოპრა უინფრისგან

წარმატებული და ბედნიერი ცხოვრების 5 მთავარი წესი ოპრა უინფრისგან

ოპრა უინფრი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალია. როცა ის საუბრობს, სხვები ყოველთვის ყურადღებით უსმენენ და უფრო მეტიც, ითვალისწინებენ მის რჩევებს. ოპრა სამაგალითოა ბევრი ქალისთვის. როცა ვეძებთ კეთილდღეობისა და ჯანსაღი ცხოვრების რეცეპტებს, ვინ შეიძლება იყოს ოპრაზე უკეთესი მრჩეველი?! ის თავისი ჯანსაღი ცხოვრების წესით, ცხოვრებისადმი დამოკიდებულებით სამაგალითოა და ინსპირაციის წყაროა დანარჩენებისთვის.

ვნახოთ, წარმატებული ცხოვრების 5 მთავარი წესი ოპრა უინფრისგან:

1. წარმატებული და ბედნიერი ცხოვრების მთავარი განსაღები ბალანსის პოვნაა - „შემიძლია ვჭამო ის, რაც მინდა და არ შემიძლია ვჭამო მაშინ, როცა მინდა. ეს ცხოვრების ფილოსოფიაა. შენ შეგიძლია გქონდეს ყველაფერი და ამავდროულად, ვერ იღებდე ყოველთვის სიამოვნებას“, - ამბობს ოპრა.

წარმატებული და ბედნიერი ცხოვრების 5 მთავარი წესი ოპრა უინფრისგან

2. უნდა გქონდეთ სილამაზის საკუთარი სტანდარტები - „წავიდა ის დღეები, როცა მსურდა, რომ გამხდარი ვყოფილიყავი, რომ ჩამეცვა ყველაფერი, რაც მომეწონებოდა. ამის ნაცვლად, ახლა ვთვლი, რომ საუკეთესო ფორმები მაქვს და შესაბამისად, ჩემი ცხოვრებაც საუკეთესოა და ბედნიერებითაა სავსე“, - ამბობს ტელეწამყვანი.

3. ყოველთვის გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის - „მე ვაძლევ საკუთარ თავს დროს ყოველ დღე, რომელსაც საკუთარ თავთან, მყუდრო გარემოში და წყნარად ვატარებ“, - ამბობს ოპრა. ამ დროს ის განტვირთვისთვის, მედიტაციისთვის იყენებს. „ამ საქმისთვის დილით 20 წუთი და ასევე საღამოს 20 წუთი მჭირდება“, - ამბობს ოპრა. 

წარმატებული და ბედნიერი ცხოვრების 5 მთავარი წესი ოპრა უინფრისგან

4. იყავი მადლობელი იმ წამიდან, როცა გაიღვიძებ - „არასოდეს ვაყენებ მაღვიძარას, თუმცა მიუხედავად ამისა, ყოველთვის 6:02 წუთიდან 6:20 წუთამდე ვიღვიძებ და პირველად რასაც ვაკეთებ, რასაც გავიფიქრებ ყოველ დილით შემდეგია - მე ცოცხალი ვარ, მადლობა“ - ამბობს ოპრა უინფრი. 

წარმატებული და ბედნიერი ცხოვრების 5 მთავარი წესი ოპრა უინფრისგან

5. იცხოვრე აწმყოთი - „ღრმად ისუნთქეთ, იმოძრავეთ და შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ეს წამი არის დრო, როცა დარწმუნებით შეგიძლიათ იცოდეთ, რომ ცოცხალი ხარ, რომ შესაძლებლობები გაქვთ. მომავალში რა იქნება, არავინ იცის“, - ამბობს ტელეწამყვანი. 



<a href="https://www.vogue.com">https://www.vogue.com</a>