როგორი სტილის სამკაულია ტრენდული 2018 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში? - მთავარი ტენდენციები
- 04.04.2018
1. ტრენდულია გამჭვირვალე, მინის სამკაული, რომელიც დიდი ზომის უნდა იყოს.
2. დიდი ზომის სამაჯურები და ყელსაბამები „დიორისგან“ - თინეიჯერული სტილი.
3. მოდურია სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის ფორმის მქონე საყურეები - ასეთ სამკაულს გვთავაზობს „ბალენსიაგა“ და „დოლჩე და გაბანა“. შეგიძლიათ იყოთ კიდევ უფრო ექსტრავაგანტულები და ერთ ყურზე ყურძნის ფორმის საყურე, მეორე ყურზე კი, სტაფილოს ფორმის საყურე გაიკეთოთ.
4. მოდურია ყელსაბამები, რომელთა შექმნის ინსპირაციის წყაროც ცხოველები, ფრინველები და მწერები გახდნენ - გაზაფხული ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა ყელსაბამი რომელიმე ცხოველის, ფრინველის, ან მწერის ფორმის კულონით.
5. თუ ბროშების მოყვარული ხართ, წელს ის განსაკუთრებით აქტუალური იქნება - ტრენდულია მედლის ფორმის ბროში.
6. ტრენდულია ჯაჭვები - როგორც ჯაჭვის ყელსაბამი, ასევე ჯაჭვის სტრუქტურის აქსესუარი ხელისთვის.
7. შეგიძლიათ, ერთდროულად რამდენიმე ყელსაბამი გაიკეთოთ, ვინაიდან წელს ასეთი სტილი ტრენდულია.
8. სეზონის მთავარი ტენდენციაა სხვადასხვა საყურე - თუ კოლექციაში რომელიმე ორი საყურე განსაკუთრებით მოგწონთ, შეგიძლიათ ერთ ყურზე ერთი, ხოლო მეორეზე - მეორე გაიკეთოთ.
9. ტროპიკული სტილი, რომელიც წელს აქტუალურია, სამკაულებშიც იგრძნობა.
10. ტრენდულია ძალიან გრძელი საყურე.
11. მოდაშია მარგალიტებით გაფორმებული სამკაული.
12. მოდაშია დისკოს სტილი და შესაბამისი ბურთულებით შექმნილი სამკაული.
13. ტრენდულია სხვადასხვა ფიგურებით შექმნილი მასიური სამკაული, რომლის ინსპირაციის წყაროც 80-იანი წლებია.
14. მოდაშია ბაროკოს სტილი, მარგალიტებით გაფორმებული სამკაული სხვადასხვა ორნამენტებით.
თემები: სტილი, როგორ ჩავიცვათ, ქალი, ტრენდი, 2018 წლის ტენდენციები
<a href="https://en.vogue.fr">https://en.vogue.fr</a>