შეხედეთ, როგორ იცვლებოდა ქალისა და მამაკაცის სილამაზის სტანდარტები ბოლო 100 წლის მანძილზე
- 04.04.2018
1910-იანი წლები
ქალები: მოდაშია ქალები გრძელი კისრით, დიდი თვალებითა და ტალღოვანი თმით. იდეალური ქალი უნდა ყოფილიყო მაღალი, მოხდენილი, ვიწრო წელით, დიდი მკერდით და განიერი თეძოებით.
მამაკაცები: მთავარი ატრიბუტი - ულვაშები. მოდაშია მაღალი დაკუნთული მამაკაცები - მოკრივეები, ათლეტები.
1920-იანი წლები
ქალები: დიდი, შველივით თვალები - სილამაზის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. გამხდარი, ბიჭური აღნაგობის ქალები, მოკლედ შეჭრილი თმით და წვრილი წარბებით.
მამაკაცები: მოდაშია ჯაზი, სწრაფვა მაღალი საზოგადოებისა და ფუფუნებისკენ, და ასევე ‘“გადავარცხნილი“ თმები და კარგად გაპარსული სახე.
1930-იანი წლები
ქალები: სილამაზის ეტალონი გახდა სახის სწორი ნაკვთები, ჰოლივუდის კულულები, გრძელი წამწამები, მაღალი ღაწვები, რკალივით წარბები და ღრმა თვალები.
მამაკაცები: სწორედ „ჰოლივუდის მეფის“ კლარკ გეიბლის დამსახურებით შემოვიდა მოდაში „ძვირფასი მამაკაცის“ სახე - მოწესრიგებული ულვაშები, უკან გადავარცხნილი თმა, ჭვავის ვისკი და სიგარა.
1940-იანი წლები
ქალები: ჰოლივუდური ფუფუნების სამყარო დაიმსხვრა სამხედრო დროის მკაცრ რეალობაში. ელეგანტურობა კი დარჩა, მაგრამ რაფინირებული სილამაზის ნაცვლად შემოვიდა ძლიერი ქალის და მებრძოლი მეგობარის განსახიერება - ამ დროს ფასდებოდა სპორტული ფიგურა განიერი მხრებით.
მამაკაცები: ასეთ რთულ დროს არავის ეცალა მოდისთვის, ამიტომ თმას აღარ ივარცხნიდნენ უკან და არ აფიქსირებდნენ გელით, ელეგანტური კოსტიუმები კი ჩაანაცვლა სამხედრო ფორმამ.
1950-იანი წლები
ქალები: მოდაშია - ქერა თმა, მაღალი მკერდი, ვიწრო მხრები, განიერი თეძოები და ვიწრო წელი. თოჯინის განსახიერება გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული - ფაიფურის კანი, მკვეთრი ტუჩები, მაღალი ვარცხნილობა, „ნაჩოსი“.
მამაკაცები: ასეთი „თოჯინა“ ქალის მეგზური უნდა ყოფილიყო ძლიერი მამაკაცი, დიდი ხელებით, მამაკაცური ნიკაპით და ამავე დროს მგრძნობიარე ტუჩებით.
1960-იანი წლები
ქალები: ნამდვილი გადატრიალება მოდის სამყაროში ტვიგიმ მოახდინა. სწორედ მისგან დაიწყო გასახდომი საშუალებების ერა. სხეული უნდა ყოფილიყო გამხდარი, ვარცხნილობა - მოკლე, ტუჩები - ღია ფერის, თვალები კი - უზარმაზარი.
მამაკაცები: ალენ დელონის დამსახურებით ყველაზე პოპულარული ტიპაჟი გახდნენ მამაკაცები მოცისფრო-რუხი თვალებით, შავი წარბებით და მგრძნობიარე ტუჩებით.
1970-იანი წლები
ქალები: ქალები მიისწრაფოდნენ ბუნებრივობისკენ, მაგრამ ამასთანავე ხაზს უსვამდნენ სექსუალურობას - მოცულობითი ვარცხნილობები, მაკიაჟი ნატურალურ ტონებში და მოკლე კაბები.
მამაკაცები: ჰიპის მოდური განსახიერება მოითხოვდა მაქსიმალურ ბუნებრივობას - არანაირი მოკლე თმა და გაპარსვა. რაც ნაკლებ ქიმიას გამოიყენებ თმასა და სხეულისთვის, მით უკეთესი.
1980-იანი წლები
ქალები: სამყარო შეიშალა აერობიკაზე - სპორტული ფორმები, ლოსინები და ქიმიური დახვევა პოპულარობის პიკზეა.
მამაკაცები: მამაკაცებმა კი გადაწყვიტეს ელეგანტურობას დაუბრუნდნენ. მათ ისევ დაიწყეს თმის შეჭრა, და გაპარსვა, უკან გადავარცხნა, და ვარცხნილობის საშუალებებმა ისევ მოიპოვეს ადრინდელი პოპულარობა.
1990-იანი წლები
ქალები: მოდაშია - ძალიან გამხდარი ქალები წვრილი ხელებით და ფეხებით, დაღლილი და ფერმკრთალი სახით.
მამაკაცები: სტილი „გრანჟი“ მოდაში შემოვიდა როკ-მუსიკიდან. შინაგანი თავისუფლება აუცილებლად უნდა გამოეხატად საკუთარი გარეგნობით - ახალგაზრდა მამაკაცები იზრდიდნენ თმებს, სპეციალურად იცვამდნენ ფეთხუმივით და არ აღიარებდნენ გლამურული ცხოვრების წესს.
2000-იანი წლები
ქალები: მას შემდეგ რაც მსოფლიომ ნახა ფილმი: „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“, მოდაში შემოვიდა სპორტული ლამაზმანები. ანჯელინა ჯოლის თვალები, ცხვირი, ტუჩები, ღაწვები და სხეული - სწორედ ასეთ ნაკვთებზე ოცნებობდნენ მოდის მიმდევარები.
მამაკაცები: მამაკაცებს მოჰბეზრდათ მოუწესრიგებელი სტილი. სწორედ ამ წლებში იქცა სახისა და სხეულის მოვლა არა მხოლოდ ქალების არამედ მამაკაცების რუტინად.
2010-იანი წლები
ქალები: კიმ კარდაშიანის დამსახურებით მოდაში შემოვიდა განიერი თეძოები, ხორბლისფერი კანი, პუტკუნა ტუჩები, მაღალი ღაწვები და ხშირი წამწამები.
მამაკაცები: აი, მამაკაცები კი ისევ დაუბრუნდნენ მოდუნებულ სტილს - მოუწესრიგებლობა, ფერმკრთალი და ცოტათი გამოუძინებელი სახე.
ბონუსი:
2018 წელი
ქალები: Baby face – 2018 წლის ყველაზე მოდური ტიპაჟი. მოდაშია ბუნებრივობა, ფუმფულა ლოყები, ნაზი ღიმილი, გრძელი ფეხები და მოხდენილი ფიგურა.
მამაკაცები: მოდური მამაკაცის მოდურობის მთავარი შემადგენელი შტრიხებია - წვერი, ულვაშები, გრძელი და შეკრული თმა.
თემები: სტილი, როგორ ჩავიცვათ, სად რა ჩავიცვა, მოდა, ქალი, ელეგანტურობა
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია