ჰოროსკოპი

კელტური ზოდიაქო - რომელია თქვენი ნიშანი და რაზე მიუთითებს ის?

კელტური ზოდიაქო - რომელია თქვენი ნიშანი და რაზე მიუთითებს ის?

1. ირემი (24 დეკემბერი - 20 იანვარი) - თქვენ წარმატებისთვის ხართ დაბადებული. გამარჯვება თქვენი თანმდევია. გამოირჩევით ინტუიციის საოცარი გრძნობით და შრომისმოყვარეობით. ამ მახასიათებლების ერთობლიობა კი თქვენს წარმატებას განაპირობებს. არასოდეს ნებდებით. ხართ ამაყი და სამართლიანი. მარტივად შეგიძლიათ ადაპტირება სხვადასხვა სიტუაციებთან. 

კელტური ზოდიაქო - რომელია თქვენი ნიშანი და რაზე მიუთითებს ის?

2. კატა (21 იანვარი - 17 თებერვალი) - სწრაფად მოაზროვნე ხართ, ინტელექით გამოირჩევით. სიტუაციების შეფასება სწრაფად შეგიძლიათ და შესაბამისად, გადაწყვეტილებებსაც მალე იღებთ. არ გჩვევიათ დიდხანს ფიქრი. კაცთმოყვარე და კეთილი ხართ. გარშემომყოფებს ძალიან უყვარხართ.

კელტური ზოდიაქო - რომელია თქვენი ნიშანი და რაზე მიუთითებს ის?

3. გველი (18 თებერვალი - 17 მარტი) - ძალიან ცნობისმოყვარე ხართ. უამრავი კითხვა გაქვთ და ხშირად ამოუწურავი კითხვების გამო თავს აბეზრებთ ადამიანებს. თუმცა რეალურად ცნობისმოყვარეობა წარმატების მიღწევაში გეხმარებათ. გაქვთ შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი. სპონტანურები ხართ, არავინ იცის თქვენგან რას უნდა ელოდონ, მოულოდნელობებით სავსე ადამიანი ხართ.

კელტური ზოდიაქო - რომელია თქვენი ნიშანი და რაზე მიუთითებს ის?

4. მელა (18 მარტი - 14 აპრილი) - გამოირჩევით იუმორის გრძნობით, ხართ ინტელექტუალი და თქვენ გვერდით ყოფნა ყოველივეს გამო საინტერესოა. ადამიანებს სურთ თქვენთან მეგობრობა. შეგიძლიათ სასიამოვნო და მხიარული გარემო შექმნათ. თავგადასავლების მოყვარული ხართ, იცით უამრავი საინტერესო ისტორია და რაც მთავარია, შესანიშნავი გადმოცემის უნარი გაქვთ - ამ ისტორიებს შეუდარებლად ყვებით. ხართ ენერგიული და ცხოვრებაზე შეყვარებული ნატურა.

კელტური ზოდიაქო - რომელია თქვენი ნიშანი და რაზე მიუთითებს ის?

5. ხარი (15 აპრილი - 12 მაისი) - ძლიერი, სტაბილური, თავდაჯერებული და მოსიყვარულე ნატურა ხართ. ხართ ადამიანი, ვის მხარზეც ტირილი შეიძლება, ვინც მზადაა განუგეშოს და გაგამხნევოს. შეგიძლიათ გასცეთ ჭკვიანური რჩევები. ზოგჯერ ძალიან ემოციური ხართ. გამოირჩევით ჯიუტი ხასიათით. გაქვთ შესანიშნავი გემოვნება, ხართ მოდური და გაქვთ სტილის განსაკუთრებული შეგრძნება. 

კელტური ზოდიაქო - რომელია თქვენი ნიშანი და რაზე მიუთითებს ის?

6. ზღვის ცხენი (13 მაისი - 9 ივნისი) - ძალიან მოხერხებული ხართ, შეგიძლიათ შესანიშნავად მართოთ ფინანსები. ხართ ჭკვიანი და გამჭრიახი. ხშირად იცვლით აზრს, მერყევი ხასიათით გამოირჩევით. ხართ ქარიზმატული, რაც თქვენი წარმატების მთავარი განმაპირობებელია. შეგიძლიათ ნებისმიერ გარემოსთან ადაპტირება.

კელტური ზოდიაქო - რომელია თქვენი ნიშანი და რაზე მიუთითებს ის?

7. ნარჩიტა (10 ივნისი - 7 ივლისი) - ნარჩიტა მზესთან, სიცოცხლესთან და განახლებასთან ასოცირდება. ცხოვრებაზე შეყვარებული ადამიანი ხართ, გიყვართ ცხოვრებით ტკბობა, სიამოვნების მიღება. განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით და გემოვნებით გამოირჩევით. ხართ მშვიდი ნატურა, გაწონასწორებული ადამიანი. არ გჩვევიათ წყობიდან გამოსვლა. შესანიშნავად ახერხებთ ემოციების კონტროლს. გიყვართ მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში ყოფნა. გამოირჩევით პასუხისმგებლობის გრძნობით. გიყვართ მოგზაურობა და საინტერესო გამოცდილების შეძენა.

კელტური ზოდიაქო - რომელია თქვენი ნიშანი და რაზე მიუთითებს ის?

8. ცხენი (8 ივლისი - 4 აგვისტო) - ძლიერი ადამიანი ხართ, არ გეშინიათ გამოწვევების, ხართ თავდაჯერებული. შესანიშნავად იცით საკუთარი ძალის შესახებ. ავტერიტეტული ხართ, თქვენ მიმართ ადამიანები პატივისცემით არიან განწყობილნი. გაქვთ ლიდერობის უნარი.

კელტური ზოდიაქო - რომელია თქვენი ნიშანი და რაზე მიუთითებს ის?

9. თევზი (5 აგვისტო - 1 სექტემბერი) - მეოცენებე ბუნებით გამოირჩევით. ხართ შემოქმედებითი ადამიანი. გაქვთ უამრავი შესანიშნავი იდეა, თუმცა მათი რეალიზება გიჭირთ, რადგანაც არ ხართ საკმარისად გამბედავები. სამყაროს განსხვავებულად აღიქვამთ.

კელტური ზოდიაქო - რომელია თქვენი ნიშანი და რაზე მიუთითებს ის?

10. გედი (2 სექტემბერი - 29 სექტემბერი) - გსურთ ყველაფერი სრულყოფილი იყოს, საკუთარ თავსაც და სხვებსაც მაღალ სტანდარტებს უწესებთ. მუდამ შეყვარებული ხართ, სიყვარულის გარეშე თქვეთვის ცხოვრება არაფერია. კონცენტრირენული ხართ დეტალებზე, შეგიძლიათ შეაჩნიოთ ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ.

კელტური ზოდიაქო - რომელია თქვენი ნიშანი და რაზე მიუთითებს ის?

11. პეპელა (30 სექტემბერი - 27 ოქტომბერი) - გყავთ უამრავი ,ეგობარი, გაქვთ კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი, თქვენ გარშემო ყოველთვის ადამიანების დიდი წრეა. მუდამ ლაპარაკობთ, არასოდეს ისვენებთ, მუდამ მოქმედებაში ხართ. თქვენ ხართ ის, ვისაც შეუძლია ჩვეულბერივი, მოსაწყენი დღე ნამდვილ დღესასწაულად აქციოს. ეძებთ თავგადასავლებს და გსურთ საინტერესო ცხოვრება გქონდეთ.

კელტური ზოდიაქო - რომელია თქვენი ნიშანი და რაზე მიუთითებს ის?

12. მგელი (28 ოქტომბერი - 24 ნოემბერი) - ზუსტად იცით, რა გსურთ ცხოვრებაში, გაქვთ მიზანი და ყველაფერს აკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად. ხართ უშიშარი და მამაცი. ნებისმიერი სირთულის, დაბრკოლების დაძლევა შეგიძლიათ. კომპრომისზე იშვიათად მიდიხართ. თქვენში ნამდვილი გმირი ცხოვრობს. გინდათ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოთ.

კელტური ზოდიაქო - რომელია თქვენი ნიშანი და რაზე მიუთითებს ის?

13. შევარდენი (25 ნოემბერი - 23 დეკემბერი) - როცა რაიმე გსურთ, ყველაფერს გააკეთებთ მის მისაღებად. თუ რაიმე არ გაინტერესებთ, ვერავინ გაიძულებთ მის გაკეთებას. ყოველთვის მზად ხართ წასასვლელად, თუ რაიმე არ მოგწონთ, აუცილებლად გაეცლებით სიტუაციას. ბრძენი ხართ და გიყვართ ცოდნის სხვებისთვის გაზიარება. თქვენს ცხოვრებაში არ არსებობს ნეგატივი, შეგიძლიათ დაიცვათ ბალანსი. გონებამახვილი ხართ და ფილოსოფიური აზროვნების უნარით გამოირჩევით.

კელტური ზოდიაქო - რომელია თქვენი ნიშანი და რაზე მიუთითებს ის?



<a href="http://thewildchild.co.za">http://thewildchild.co.za</a>