1. თასმებით
თასმებიანი ფეხსაცმელი - ყოველი ზაფხულის აუცილებელი ჰიტია. თუმცა, მისი ტესტირება უკვე შეიძლება გაზაფხულის თბილ დღეებშიც. რა თქმა უნდა, მრავალთასმიან სანდლებს გაზაფხულის პირველ დღეებში ვერ გამოიყენებთ, მაგრამ საზაფხულო ჩექმა იდეალურია ამ სეზონისთვის.
2. თეთრი ფერი
თეთრი ფერის ფეხსაცმელი მოდაში ჯერ კიდევ წინა გაზაფხულს შემოვიდა. ყველასათვის ცნობილია, რომ თეთრ ფეხსაცმელს წლის ცივ სეზონზე პრაქტიკულად ვერ ატარებ. უმჯობესია მაისის თვეს დაელოდოთ.
3. გამჭირვალე ქუსლები
ქუსლის ფორმაზე ექსპერიმენტის ჩატარება ბრენდების ძალიან მცირე რაოდენობამ გადაწყვიტა, ქუსლები, რომლებიც გვაგონებდნენ მსხვილ ყინულებს, 2018 წელს ყველაზე ტრენდულია. სიმაღლე, სიგანე და ფორმა კი ძალიან მრავალფეროვანი.
4. ტექსტილი
თუ თქვენი ერთადერთი წყვილი ფეხსაცმელი საზაფხულო სეზონზე - ესპადრელები ან კედებია, მაშინ დროა სასწრაფოდ განაახლოთ გარდერობი. აბრეშუმს, სელს, ბამბას, ჟაკარდსა და ტვიდს შეუძლია თქვენს კოლექციას მრავალფეროვნება შემატოს.
5. პატარა ქუსლი
თუ გავითვალისწინებთ, რომ მოდა სულ უფრო კომფორტული ხდება, უცნაური იქნებოდა ახალ კოლექციებში ძალიან პატარა ქუსლების ნაირსახეობა არ გვენახა. ლამაზად გამოიყურება და, რაც მთავარია, ასეთ ფეხსაცმელში თავს მთელი დღის განმავლობაში კომფორტულად გრძნობთ.
6. პლატფორმა
პლატფორმა - რომელიც რაღაცით გვახსენებს იაპონურ პოკურისა და 90-იანების მასიურ ფეხსაცმელს, ჩვენ გულებს 2018 წელშიც დაიპყრობს. თქვენ შეგხვდებათ ტყავის დახურული მოდელებიც, და უფრო მსუბუქი ტექსტილის საბოები. ნებისმიერ შემთხვევაში ეს მოდელი უფრო მოხერხებულია, ვიდრე ქუსლები, და ძალიან მოხდენილადაც გამოიყურება.
7. ფეხსაცმელი ღია ფეხის ქუსლით
გაიცანით, ამ ზაფხულის ყველაზე პოპულარული ფეხსაცმელი - ღია ქუსლით. ქუსლის ფორმას, სიმაღლეს, მასალას, ფერსა და დეკორს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა ყოველდღიურობისთვის დიზაინერები კვადრატული ქუსლებს გირჩევენ.
თემები: სტილი, როგორ ჩავიცვათ, ფეხსაცმელი, ტრენდი, 2018 წლის ტენდენციები
<a href="https://lady.mail.ru">https://lady.mail.ru</a>