ქალი, რომელიც ახერხებს ოცნებების ახდენას, მიზნის მიღწევას, უფრო სექსუალურია. როცა 30-ის, ან 40 წლის ხართ გაწუხებთ ქორწინების, ოჯახის შექმნის საკითხი და ამის ლეგიტიმური მიზეზიც გაქვთ. ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი თქვენი წუხილის ბავშვის გაჩენაა. ბიოლოგიურად 35, 40 წლის შემდეგ ბავშვის გაჩენა არც ისე მარტივია.

რთულია ასევე ფსიქოლოგიური მდგრადობის შენარჩუნება, როცა გარშემო თანატოლები ან დაქორწინებულები არიან, ან დანიშნულები, შვილები და ოჯახები ჰყავთ. „ინსტაგრამზე“, „ფეისბუქზე“ უყურებთ თქვენი მეგობრების ოჯახების იდილიურ ფოტოებს.

ამის გამო, რა თქმა უნდა, უბედურები არ ხართ, მაგრამ ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ თავს არაკომფორტულად გრძნობდეთ. მაშინ როცა სხვებს ოჯახები აქვთ, თქვენ მთლიანად კარიერაზე ხართ კონცენტრირებული.

დაიმახსოვრეთ ერთი რამ, კარიერაზე ფოკუსირება ვერ ახდენს ნეგატიურ გავლენას იპოვნოთ თქვენი შესაფერი ადამიანი. პირიქით, ეს ზრდის შესაძლებლობას იპოვოთ სიყვარული.

გავრცელებული მოსაზრებაა, რომ კარიერაზე ორიენტირება ხელს უშლის ადამიანს იპოვნოს შესაფერი პარტნიორი, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

რეალურად საქმიანი ადამიანები უფრო მომხიბვლელები არიან და უფრო მეტი შანსი აქვთ სასიყვარულო ურთიერთობის თვალსაზრისით. განსაკუთრებით ეს ეხებათ ქალებს, კვლევის თანახმად, აქტიური ქალებისადმი ადამიანები პატივისცემით არიან განწყობილნი და ისინი უფრო მომხიბვლელებად აღიქმებიან.

ოდესმე გიფიქრიათ, რას ფიქრობს მამაკაცი, როდესაც ხედავს ლამაზ, თავდაჯერებულ, კლასიკურად ჩაცმულ საქმიან ქალს, ნოუთბუქის ჩანთით? - კვლევის თანახმად, მამაკაცი ამ დროს ფიქრობს, რომ ეს ქალი დედამიწაზე ყველაზე მომხიბვლელი და სექსუალურია.

პრობლემა ის კი არ არის რომ კარიერაზე ხართ კონცენტრირებული, არამედ ის, რომ ჩაკეტილი ხართ ურთიერთობებისთვის და არ აძლევთ საკუთარ თავს სასიყვარულო ურთიერთობის დაწყების შესაძლებლობას. არ ცდილობთ ბალანსის პოვნას.

ნამდვილად შეგწევთ უნარი, რომ ერთნაირად მოახერხოთ კონცენტრირება როგორც კარიერაზე, ასევე პირადი ურთიერთობების აწყობაზე. სამსახურის გარდა სხვა ინტერესის სფეროებიც უნდა გქონდეთ და სამსახური უნდა აღიქვათ ახალი, საინტერესო ადამიანების გაცნობის შესაძლებლობად.

თუ მართლაც გინდათ სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობა გქონდეთ, უნდა იპოვნოთ ბალანსი. დაბალანსებული ცხოვრებით ბევრ სარგებელს მიიღებთ. გარდა იმისა, რომ გამონახავთ დროს სასიყვარულო ურთიერთობისთვის, ასევე დაძლევთ შფოთვას, დეპრესიას, გამონახავთ დროს მეგობრებისთვის, გართობისთვის და გაცილებით უფრო ბედნიერი იქნებით.