LIFE

12 მცდარი გადაწყვეტილება, რომლებსაც ადამიანები 20 წლის ასაკში იღებენ და შემდეგ ნანობენ

12 მცდარი გადაწყვეტილება, რომლებსაც ადამიანები 20 წლის ასაკში იღებენ და შემდეგ ნანობენ

12. ისინი ფიქრობენ, რომ წარმატებისთვის მხოლოდ განათლების მიღებაა საკმარისი - ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ მხოლოდ განათლება, მაღალი აკადემიური მოსწრება სჭირდება წარმატებას. ისინი არ ცდილობენ პრაქტიკული გამოცდილების მიღებას, რაც რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანია.

წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია ასევე სოციალური ურთიერთობები, კომუნიკაცია. ცოდნის, კომუნიკაციის უნარის და პრაქტიკული გამოცდილების კომბინაცია აქცევს ადამიანს წარმატებულად.

12 მცდარი გადაწყვეტილება, რომლებსაც ადამიანები 20 წლის ასაკში იღებენ და შემდეგ ნანობენ

11. ისინი არ იწყებენ ფულის დაზოგვას - 20 წლის ადამიანების უმეტესობა ცხოვრობს მოცემული მომენტით, მომავალს არ გეგმავენ. რეალურად კი, წარმატების მისაღწევად აუცილებელია, რომ ადამიანმა ადრეული ასაკიდანვე დაიწყოს ფულის დაზოგვა და მომავლის დაგეგმვა.

გარდა იმისა, რომ ის შეინახავს ფულს, რომელსაც რაიმე მნიშვნელოვან საქმეში გამოიყენებს, ასევე ფულის ყადრს და მის გაფრთხილებას ისწავლის.

12 მცდარი გადაწყვეტილება, რომლებსაც ადამიანები 20 წლის ასაკში იღებენ და შემდეგ ნანობენ

10. ისინი თვლიან ფული ცხოვრებაში ყველაზე მთავარია - რა თქმა უნდა ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ მცდარია ადამიანის დამოკიდებულება, როცა ის სიხარულისა და ბედნიერების მთავარ მიზეზად ფულს მიიჩნევს. ადამიანი არ უნდა დაბრმავდეს ფულის სიყვარულით.

ფულის სიყვარული ბევრს ბედნიერად ცხოვრების უნარს აკარგვინებს.

12 მცდარი გადაწყვეტილება, რომლებსაც ადამიანები 20 წლის ასაკში იღებენ და შემდეგ ნანობენ

9. ისინი უგულებელყოფენ ჯანმრთელობის მდგომარეობას - აქვთ დარღვეული ცხოვრების რეჟიმი, არ აქცევენ ყურადღებას ჯანმრთელობას. სვამენ, ეწევიან თამბაქოს, აქვთ კვების დარღვეული რეჟიმი.

12 მცდარი გადაწყვეტილება, რომლებსაც ადამიანები 20 წლის ასაკში იღებენ და შემდეგ ნანობენ

8. ისინი რთულ სიტუაციებში არ იწყებენ გამოსავლის ძებნას, მარტივად ნებდებიან - გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი, ხვდებიან რომ გამოსავლის პოვნა მარტივად შეეძლოთ, თუმცა არ იბრძოლეს, არ მოინდომეს და მსგავს ქცევას ძალიან ნანობენ.

12 მცდარი გადაწყვეტილება, რომლებსაც ადამიანები 20 წლის ასაკში იღებენ და შემდეგ ნანობენ

7. სჩვევიათ საქმეების გადადება, რაც მცდარი გადაწყვეტილებაა - ადრეულ ასაკში ადამიანები უმეტესწილად გართობაზე ფიქრობენ და სჩვევიათ საქმეების გადადება. შემდეგ კი, ბევრი გასაკეთებელი საქმე უგროვდებათ, ვეღარაფერს ასწრებენ და რეალურად, მსგავსი ქმედების გამო, წარმატებისკენ წინ ვერ მიიწევენ.

12 მცდარი გადაწყვეტილება, რომლებსაც ადამიანები 20 წლის ასაკში იღებენ და შემდეგ ნანობენ

6. მათ სურთ, რომ გარშემო ყველა კმაყოფილი დატოვონ, ყველას ასიამოვნონ - რა თქმა უნდა, კარგია, როცა შენით ყველა კმაყოფილია, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ ადამიანები ადრეულ ასაკშივე გააცნობიერებენ, რომ შეუძლებელია ამა თუ იმ ქმედებით ყველა კმაყოფილი დატოვონ, ყველას გული მოიგონ.

ჯობს, საკუთარ წარმატებაზე კონცენტრირდეთ და თავი დაანებოთ სხვების გულის მოგების მცდელობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, წლების შემდეგ მსგავსი დამოკიდებულება სანანებელი გაგიხდებათ.

12 მცდარი გადაწყვეტილება, რომლებსაც ადამიანები 20 წლის ასაკში იღებენ და შემდეგ ნანობენ

5. ისინი ფიქრობენ, რომ ყველა ურთიერთობა სამუდამოა - ცდებით, თუ გგქონიათ, რომ მეგობარი, რომელიც პირველ კლასში გყავდათ, თქვენი საუკეთესო მეგობარი იქნება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობენ და ზოგიერთი ურთიერთობა მართლაც არის სამუდამო, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, როცა ადამიანებს წლები ემატებათ, მათ განსხვავებული ღირებულებები, ფასეულობები, განსხვავებული შეხედულებები უყალიბდებათ და ვეღარ ეგუებიან ერთმანეთს. სჯობს მყარად იდგეთ მიწაზე და ნუ წარმოიდგენთ, რომ ყველა ურთიერთობა სამუდამო იქნება. ამ შემთხვევაში იმედგაცრუებულები აღარ დარჩებით.

12 მცდარი გადაწყვეტილება, რომლებსაც ადამიანები 20 წლის ასაკში იღებენ და შემდეგ ნანობენ

4. 20 წლის ასაკში ადამიანები ფიქრობენ, რომ სრულყოფილი სასიყვარულო პარტნიორი უნდა იპოვნონ - ეს, რა თქმა უნდა, მცდარი დამოკიდებულებაა, რადგანაც სრულყოფილება არ არსებობს. რეალურად არ არსებობს ისეთი ადამიანი, როგორიც წარმოსახვაში გვყავს. მსგავსი დამოკიდებულების გამო შესაძლოა წლების გასვლის შემდეგ ინანოთ.

სჯობს, მზად იყოთ სიყვარულისთვის, მიიღოთ ადამიანი ისეთი, როგორიც არის, ნუ იქნებით პერფექციონისტი და ნუ მოითხოვთ სრულყოფილებას. შეხედეთ საკუთარ თავს - თავად ხართ სრულყოფილი?

12 მცდარი გადაწყვეტილება, რომლებსაც ადამიანები 20 წლის ასაკში იღებენ და შემდეგ ნანობენ

3. ისინი ხშირად გაუაზრებლად მოგზაურობენ - მოგზაურობას შეხედეთ არა როგორც გართობის საშუალებას, არამედ როგორც ახალი აღმოჩენებისა და ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.

ზოგჯერ ადამიანები მოგზაურობენ, მაგრამ ეს იმდენად გაუცნობიერებლად ხდება მათ ცხოვრებაში, რომ წლების შემდეგ არც კი ახსოვთ რა ნახეს მოგზაურობის დროს.

12 მცდარი გადაწყვეტილება, რომლებსაც ადამიანები 20 წლის ასაკში იღებენ და შემდეგ ნანობენ

2. ისინი ცხოვრებას შავ-თეთრ ფერებში ხედავენ - ახალგაზრდა ასაკში ადამიანებს ხშირად ახასიათებთ პესიმიზმი, უიმედობა, ერთი უმნიშვნელო დაბრკოლება შეიძლება სერიოზული დეპრესიისა და შფოთვის მიზეზად იქცეს.

წლების გასვლის შემდეგ ადამიანები ხვდებიან, თუ რა ფერადი იყო სამყარო მათ გარშემო ადრეულ წლებში, რამდენი შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან თავიანთი პესიმისტური დამოკიდებულების გამო და ამას ძალიან ნანობენ.

12 მცდარი გადაწყვეტილება, რომლებსაც ადამიანები 20 წლის ასაკში იღებენ და შემდეგ ნანობენ

1. ისინი ფიქრობენ, რომ მხოლოდ თვითონ უწევთ სირთულეებთან ბრძოლა, მხოლოდ მათ ეღობებათ დაბრკოლებები - კიდევ ერთი მცადრი დამოკიდებულება, რაც ცუდ გავლენას ახდენს ადამიანის მომავალზე. კარგი იქნება, თუ ადრეულ ასაკშივე გააცნობიერებთ, რომ პრობლემების გარეშე ცხოვრება უბრალოდ არ არსებობს და ყველას უწევს სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვა.

თქვენ არ ხართ ერთადერთი, ყველა ჩვენგანს გვიწევს ბრძოლა როგორ ყოველდღიურობისთვის, ასევე სამომავლო წარმატებისთვის. არ უნდა იფიქროთ, რომ მხოლოდ თქვენ წინაშეა პრობლემები, უიმედობამ არ უნდა შეგიპყროთ. ამ შემთხვევაში ყველანაირი წინააღმდეგობის გადალახვას შეძლებთ.

12 მცდარი გადაწყვეტილება, რომლებსაც ადამიანები 20 წლის ასაკში იღებენ და შემდეგ ნანობენ



<a href="https://bornrealist.com">https://bornrealist.com</a>