11 მცენარე და სანელებელი, რომლებიც თავის მოვლის უნიკალური, ბუნებრივი საშუალებებია
- 17.04.2018
1. გვირილა - გვირილის ნაყენი შესანიშნავია სახიდან შავი ლაქების მოსაშორებლად. ის კანს გლუვს, ნათელს ხდის და ახალგაზრდულ ელფერს ჰმატებს.
2. დარიჩინი - გარდა სასიამოვნო არომატისა, დარიჩინს სხვა ფუნქციები აქვს. ის ებრძვის აკნეს გამომწვევ ბაქტერიას და შესაბამისად, კარგია აკნეს წინააღმდეგ საბრძოლველად. ამიტომაც, როდესაც შემდეგ ჯერზე სახისთვის ნიღაბს მოამზადებთ, მას დარიჩინიც დაუმატეთ.
3. ქონდარი - ის შესანიშნავი დანამატია თმის მოვლის პროდუქტებისთვის. თუ თმის ნიღაბს ქონდარს დაუმატებთ, ის გააუმჯობესებს თმის ხარისხს, თმა გახდება ჯანსაღი, ძლიერი და უფრო სწრაფად გაიზრდება.
4. კურკუმა - ის შესანიშნავია სხვადასხვა ინფექციის წინააღმდეგ, ამშვიდებს კანს, ასევე კარგია თმისთვის. კურკუმას ნიღაბი დაგეხმარებათ რომ თმა უფრო სწრაფად გაიზარდოს.
5. კალენდულა, იგივე გულყვითელა - მას დაზიანებული კანის აღდგენის ფუნქცია აქვს. ძველად ჭრილობების მოსაშუშებლადაც კი იყენებდნენ.გულყვითელა კარგია აკნეს წინააღმდეგ.
6. ვარდის ფურცლები - ვარდის ფურცლებს კანის მოვლის საშუალებად იყენებენ. ის კარგი დამატენიანებელია და ამასთანავე კანს სასიამოვნო სურნელს ჰმატებს. ვარდის ფურცლები კარგია დაზიანებული კანის სამკურნალოდაც და მისგან კანის გამაჯანსაღებელ უნიკალურ სპრეის ამზადებენ.
7. მწვანე რეჰანი - ეს მცენარე მაგიურ ინგრედიენტებს შეიცავს როგორც კანისთვის, ასევე თმისთვის. ის სავსეა ანტიოქსიდანტებით. კანს ასუფთავებს აკნესგან, შავი ლაქებისგან, ხოლო თუ თმაზე მისი ნაყენისგან მომზადებულ ნიღაბს წაისვამთ, ეს ხელს შეუწყობს თმის გაზრდას და გაჯანსაღებას.
8. Witch Hazel - ამ მცენარის სკრაბი იდეალურია პრობლემური კანისთვის, აქრობს კანზე სიწითლეს, მას გლუვსა და პრიალას ხდის.
9. პიტნა - პიტნას უამრავი სასარგებლო თისება აქვს. ის წმენდს კანს, ათეთრებს, გლუვს, პრიალას ხდის. კარგია გამონაყარის წინააღმდეგ, ასევე აქრობს თვალის გარშემო სიშავეს. პიტნა პოპულარული ფეხის მოვლის საშუალებაა. პიტნის ნაყენში თუ დაიბანთ ფეხს, ქუსლებზე კანი არ აგექერცლებათ.
10. ლავანდა - ეს მცენარე კარგია აკნესა და ეგზემას წინააღმდეგ. გამოიყენება ანთებითი პროცესის წინააღმდეგ, რომელიც მწერის ნაკბენითაა გამოწვეულია.
11. ალოე ვერა - ის უნარჩუნებს კანს ჯანსაღ იერს, ატენიანებს და გლუვს ხდის. ალოე ვერა შეგიძლიათ თმის მოვლის საშუალებადაც გამოიყენოთ. ის ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდას და მას ბრწყინვალებას ჰმატებს.
თემები: თავის მოვლა, სილამაზე ყველა ასაკში, ჯანმრთელობა, რჩევები
<a href="https://www.essence.com">https://www.essence.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია