მეგობარი-ვარსკვლავები, რომლებსაც ერთი და იგივე მამაკაცი შეუყვარდათ
- 17.04.2018
შეგიძლიათ სასიყვარულო ურთიერთობა გააბათ მეგობრის ყოფილ შეყვარებულთან და ამავდროულად, მეგობართანაც კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ? პოპულარული ადამიანები ამტკიცებენ, რომ ეს შესაძლებელია.
ვნახოთ ვარსკვლავები, რომლებმაც შეძლეს მეგობრობის შენარჩუნება მიუხედვად იმისა, რომ ერთსა და იმავე ადამიანთან ჰქონდათ სასიყვარულო ურთიერთობა.
1. სელენა გომესი, ტეილორ სვიფტი და ტეილორ ლოტნერი - ტეილორ სვიფტი და ტეილორ ლოტნერი ერთმანეთს 2009 წელს, სამი თვის განმავლობაში ხვდებოდნენ. განშორების შემდეგ, ამავე წელს, ლოტნერმა სვიფტის მეგობართან, სელენა გომესთან გააბა სასიყვარულო ურთიერთობა. დღეს სელენასა და სვიფტის მეგობრობა კიდევ უფრო მყარია. ტეილორ ლოტნერი კი, არც ერთი მათგანი შეყვარებული არაა.
2. ნიკი რიდი, ნინა დობრევი და იან სომერჰალდერი - სანამ 2015 წელს „ვამპირის დღიურების“ ვარსკვლავი იან სომერჰალდერი ნიკი რიდზე დაქორწინდებოდა, ის სამი წლის განმავლობაში სერიალის პარტნიორს, მსახიობ ნინა დობრევს ხვდებოდა. რიდი ნინა დობრევისა და იანის საერთო მეგობარი იყო.
პრესაში წერდნენ, რომ ყოველივეს გამო ნიკისა და ნინას ურთიერთობა დაეძაბათ, თუმცა როგორც ჩანს, ასე არ არის. ისინი დღემდე აგრძელებენ მეგობრობას. თებერვალში ნიკიმ თავის მეუღლესთან და ნინა დობრევთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მასსა და ნინას შორის არსებული უთანხმოების შესახებ ინფორმაცია ტყუილია.
3. გვინეტ პელტროუ, დრიუ ბერიმორი და ლუკ უილსონი - ერთი მამაკაცის სიყვარულს ამ ორი მსახიობისთვის ხელი არ შეუშლია საუკეთესო მეგობრებად დარჩენილიყვნენ. ისინი ხშირად აქვეყნებენ ერთად გადაღებულ „სელფებს“ სოციალურ ქსელებში, ერთად დადიან წვეულებებზე და ინარჩუნებენ კარგ ურთიერთობას.
4. ქეით ბეკინსეილი, სარა სილვერმანი და მაიკლ შინი - ბეკინსეილი და შინი რვა წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და ერთმანეთს 2003 წელს დაშორდნენ. 2014 წელს შინმა სასიყვარულო ურთიერთობა გააბა თავისი ყოფილი პარტნიორის მეგობართან, სარა სილვერმანთან.
„არ ვიცი რატომ არის ყველა გაკვირვებული. სარა შესანიშნავი ქალია. მე ის ძალიან მიყვარს, ასევე მიყვარს მაიკლიც და მიხარია, რომ ბედნიერები არიან“, - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ქეით ბეკინსეილი. აღსანიშნავია, რომ მაიკლ შინი სარა სილვერმანსაც დაშორდა.
5. ელიზაბეტ ტეილორი, დები რეინოლდსი და ედი ფიშერი - ელიზაბეტი და დები ჰოლივუდში საუკეთესო მეგობრებად მიიჩნეოდნენ, თუმცა ყველაზე საინტერესო ჰოლივუდური სასიყვარულო სამკუთხედი სწორედ ამ ქალებს უკავშირდება. დები რეინოლდსი მომღერალ ედი ფიშერზე 1955 წელს დაქორწინდა და წყვილს ორი შვილიც შეეძინა.
წყვილი ერთმანეთს მას შემდეგ დაშორდა, რაც ედიმ მას საუკეთესო მეგობართან, ელიზაბეტ ტეილორთან უღალატა. 1959 წელს ედი და ლიზ ტეილორი დაქორწინდნენ. 1969 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ - ელიზაბეტს რიჩარდ ბარტონი შეუყვარდა. დები რეინოლდსმა ტეილორს ყველაფერი აპატია და ისინი კვლავ საუკეთესო მეგობრები გახდნენ. მსახიობებმა 2001 წელს ფილმში -These Old Broad ერთადაც კი ითამაშეს.
6. ქამერონ დიასი, ქეით ჰადსონი, ალექს როდრიგესი და ჯასტინ თიმბერლეიკი - ქამერონისა და ქეითის შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა და ეს უფრო მეტია ვიდრე სასიყვარულო სამკუთხედი. 2010 წელს დიასმა სასიყვარულო ურთიერთობა გააბა ალექს როდრიგესთან, რომელიც მანამდე ქეით ჰადსონს ხვდებოდა.
როგორც ტაბლოიდები წერდნენ, ეს ერთგვარი შურისძიება იყო ქამერონ დიასის მხრიდან, რადგანაც 2007 წელს ქეითმა მის ყოფილ შეყვარებულთან, ჯასტინ თიმბერლეიკთან გააბა სასიყვარულო ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, ქამერონი და ქეითი დღემდე მეგობრობენ.
7. დრიუ ბერიმორი, კრისტენ უიგი და ფაბრიციო მორეტი - მუსიკოსი ფაბრიციო მორეტი ჯერ დრიუ ბერიმორს ხვდებოდა, ხოლო შემდეგ მის მეგობარს, კრისტენ უიგს. აღსანიშნავია, რომ დრიუ ხელს უწყობდა კრისტენს და ეხმარებოდა იმისთვის, რომ სასიყვარულო ურთიერთობა წარმატებული ყოფილიყო. 2013 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა. დრიუ ბერიმორი და კრისტენ უიგი კი კვლავ მეგობრები არიან.
8. გვინეტ პელტროუ, ჯენიფერ ანისტონი და ბრედ პიტი - ბრედ პიტი ამ ორივე მსახიობის საყვარელი მამაკაცი იყო, თუმცა ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია მსახიობებისთვის, რომ საუკეთესო მეგობრებად დარჩენილიყვნენ. უფრო მეტიც, ისინი ერთმანეთის მიმართ საჯაროდ კომპლიმენტებს არასოდეს იშურებენ.
9. ჯენიფერ ანისტონი, კორტნი კოქსი და ადამ დურითსი - ანისტონიც და კოქსიც ადამ დურითს ხვდებოდნენ. 1995 წელს დურითსს ჯენისთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა, ხოლო 1997 წელს კორტნი კოქსთან.
10. ჯიჯი ჰადიდი, ტეილორ სვიფტი და ჯო ხონასი - ჯიჯი და ტეილორი საუკეთესო მეგობრები არიან და მათ მეგობრობას ხელი ვერ შეუშალა ერთი და იგივე მამაკაცის სიყვარულმა. 2008 წელს ჯო ხონასი ტეილორ სვიფტს ხვდებოდა, ერთი წლის შემდეგ კი ჯიჯი ჰადიდს. ჯიჯისა და ჯოს ურთიერთობა 2015 წელს დასრულდა.
11. კამერონ დიასი, სიენა მილერი და ჯუდ ლოუ - კამერონი და ჯუდ ლოუ ერთმანეთს 2007 წელს ხვდებოდნენ, თუმცა ურთიერობა სერიოზული არ ყოფილა, გაცილებით მყარი სასიყვარულო კავშირი ჰქონდა ჯუდს სიენა მილერთან. მასზე 2004 წელს დაინიშნა კიდეც, თუმცა 2006 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 2009 წელს შერიგდნენ, ხოლო 2011 წელს ისევ დაშორდნენ ერთმანეთს.
12. ჯენიფერ ლოპესი, ქამერონ დიასი და P. Diddy - ტაბლოიდები წერდნენ, რომ ჯეი ლოსა და ქამერონს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და განუწყვეტლივ ჩხუბობდნენ, რადგანაც ერთი მამაკაცი უყვარდათ. საბოლოოდ ურთიერთობა მოაგვარეს. „ჩვენ ერთმანეთს მივეცით შანსი რომ შეგვძლებოდა ერთ ოთახში ყოფნა“, - ამბობს კამერონი ერთ-ერთ ინტერვიუში. მსახიობები საუკეთესო მეგობრები არ არიან, თუმცა კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ.
თემები: ღალატი, ცხოვრება, ცხოვრების გაკვეთილები, დაშორება, ჰოლივუდი, ვარსკვლავები
<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>