1. შეჭამოთ ცოტაოდენი ხორცი ან ხაჭო

საღამოს საათებში უკეთესია არჩევანი გააკეთოთ ხაჭოს ან ხორცის სასარგებლოდ, რადგან ისინი მდიდარია ცილებით და ტრიფტოფანით - ამინომჟავით, რომელიც ხელს უწყობს ძილის გაუმჯობესების ხარისხს.

2. გაისეირნეთ

ძილის წინ ძალიან სასარგებლოა ხანმოკლე გასეირნება: ის დაგეხმარებათ უძილობასთან ბრძოლაში. გარდა ამისა, შეძლებთ დატკბეთ სიმშვიდით და დაფიქრდეთ იმ საკითხებზე, რომლებიც გაწუხებთ.

3. დაკავდით იოგით და მედიტაციით

ჩვენ ხშირად ვიტოვებთ ვარჯიშს დილისთვის და ვაცდენთ მას დროის უკმარისობის გამო. მაგრამ სწორედ საღამოს შესრულებული მედიტაცია და იოგა - შესანიშნავი საშუალებაა მოიყვანო წესრიგში აზრები და ემოციები, მოიხსნა დაძაბულობა და ხალისიანად შეხვდე მომდევნო დღეს ახალ გამოცდილებასა და ცოდნას.

4. მიიღეთ ცხელი შხაპი ან აბაზანა

ცხელი შხაპი დილას - სულაც არ არის საუკეთესო არჩევანი, რადგან უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ ის საღამოს. როდესაც სითბოს ზემოქმედებით თქვენი სხეულის ტემპერატურა იცვლება, ეს მალე დაძინების ძლიერ სურვილს იწვევს. ასე რომ თბილი შხაპი ან აბაზანა - კარგი საშუალებაა დაძლიოთ უძილობა.

5. ჭამეთ კივი, რათა უკეთესად გამოიძინოთ

ბევრი ჩვენთაგანი ხილს დილისთვის იტოვებს, მაგრამ ზოგიერთი ხილი უკეთესია საღამოს მიირთვათ. მაგალითად, კივი. ტაივანელი მეცნიერების გამოკვლევამ დაამტკიცა: 1 თვის განმავლობაშიდაძინებამდე 2 საათით ადრე 2 კივის მიღება ხელს შეუწყობს სწრაფ ძილს და კარგად გამოძინებას.

6. დალიეთ ერთი ჭიქა ალუბლის წვენი

ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საღამოს მიღებული 2 ჭიქა ალუბლის წვენი აუმჯობესებს ძილის ხარისხს და ახანგრძლივებს მას 90 წუთით. ალუბალში შემავალი წითელი პიგმენტები პროანტოციანიდინები ამცირებენ ტრიპტოფანის დაშლის სიჩქარეს და ეხმარებიან უფრო ხანგრძლივად იმუშაონ თქვენს სხეულში.

7. დაივარცხნეთ თმა

ძილის წინ დავარცხნის პროცედურა კარგად ასუფთავებს თავის კანს მკვდარი უჯრედებისგან, მტვერსა და ცხიმისგან, რბილი ჯაგრისით გაკეთებული მსუბუქი მასაჟიკი ეხმარება ჟანგბადისა და მკვებავი ნივთიერებების ტრანსპორტირებას თმის ძირებთან.