ადამიანების უმეტესობა მთელ დღეებს ჩაკეტილ სივრცეში ატარებს, ოფისში, ან სახლში, კომპიუტერის, ან ტელევიზორის წინ.
მკვლევარები გვირჩევენ, რომ უმნიშვნელოვანესია გამოვნახოთ დრო გარეთ გასასვლელად, რადგანაც ასეთი ქმედებით ბევრ სარგებელს მივიღებთ. ფსიქოლოგები, მედიკოსები დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტ მიზეზს პოულობენ იმისას, თუ რატომ არის სასარგებლო უფრო მეტი დროის გატარება ბუნებაში.
მკვლევარები ამბობენ, რომ ბუნების წიაღში ყოფნა ადამიანს ეხმარება როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად სადმე კურორტზე უნდა წახვიდეთ. სავსებით საკმარისია, ყოველ დღე ყველაზე ახლომდებარე პარკში გაისეირნოთ.
ვნახოთ 9 მთავარი მიზეზი, რომელთა გამოც ცხოვრების წესი უნდა შეცვალოთ, დატოვოთ ჩაკეტილი სივრცე და დიდი დრო გაატაროთ ბუნებაში.
1. ბუნებაში სეირნობა აუმჯობესებს მეხსიერებას - რამდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ ეს ქმედება ხელს უწყობს მეხსიერების უნარის განვითარებას. კვლევის მიხედვით, მათ ვინც ხშირად სეირნობს მწვანე გარემოში აქვთ უკეთესი მეხსიერება, მათთან შედარებით, ვინც არ კავდება ამ საქმით.
2. ჩაკეტილი სივრცის დატოვება ადამიანს ათავისუფლებს დეპრესიისგან - იცვლება ადამიანის განწყობა და ის თავს აღწევს დეპრესიას. ფსიქოლოგები დეპრესიისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებად ე,წ, ტყის თერაპიას მიიჩნევენ, რაც ტყეში დროის გატარებას გულისხმობს.
3. ბუნებაში დროის გატარება აუმჯობესებს იმუნიტეტს - ადამიანი უფრო გამძლე ხდება ვირუსებისა და სხვადასხვა ინფექციების მიმართ.
4. ბუნების წიაღში დროის გატარება ხსნის დაღლილობის განცდას - ისვენებთ როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ხდება გონებრივი განტვირთვა, ადამიანს ეხსნება დაღლილობის შეგრძნება. ქრონიკული დაღლილობის შეგრძნების მოსახსნელად მწვანე, სუფთა გარემოში ყოფნა საუკეთესო საშუალებაა. მარტივად აღიდგენთ ძალებს.
5. გადით ჩაკეტილი სივრციდან და არანაირი შფოთვა აღარ შეგაწუხებთ - შფოთვას, სტრესსა და დეპრესიას ბუნების წიაღში რამდენიმესაათიანი ყოფნაც კი შველის. გათავისუფლდებით ყოველგვარი ნეგატივისგან, რომელიც გონებაში გაქვთ დალექილი და განიტვირთებით.
6. უმჯობესდება მხედველობა - კვლევით დადასტურებულია, რომ ბუნებაში ყოფნა, სადაც ვრცელი სივრცე ჩანს, მხედველობას აუმჯობესებს. ის გვეხმარება შევინარჩუნოთ ჯანსაღი მხედველობა.
7. რეგურილდება სისხლის მომიქცევა და წნევა - იმისთვის, რომ სისხლის ცირკულაცია ნორმალური იყოს და ასევე წნევაც ნორმაში გქონდეთ, აუცილებელია, რომ დატოვოთ ჩაკეტილი სივრცე, ისეირნოთ სუფთა ჰაერზე.
8. თუ რეგულარულად ატარებთ დროს ბუნებაში, თქვენ უფრო მეტად კონცენტრირებული ხდებით - კვლევის თანახმად, ადამიანი, რომელიც ბუნებაში დიდ დროს ატარებს უფრო ყურადღებიანია, სხვებთან შედარებით უფრო მეტად შეუძლია კონცენტრირება საქმეზე და შესაბამისად, უფრო წარმატებული ხდება.
9. ბუნების წიაღში ადამიანს უჩნდება უფრო საინტერესო იდეები და უფრო მარტივად პოულობს რთული სიტუაციიდან გამოსავალს - კვლევის მიხედვით, ამ დროს გონებას უფრო მეტად შეუძლია შემოქმედებითი აზროვნება, მას ებადება გენიალური, კრეატიული იდეები და უფრო მარტივად პოულობს რთული სიტუაციებიდან გამოსავალს.
თემები: ფსიქოლოგია, პრობლემები, თავდაჯერებულობა, რჩევები, ბუნება
<a href="http://www.businessinsider.com">http://www.businessinsider.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია